როდის უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრების შენება?

როდის უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრების შენება?

დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა როდესაც  გარშემო აყვავებული ხეებია, ჭიკჭიკებენ ჩიტები, შენ კი მიირთმევ ფინჯან ყავას და  მორიგ სტატიას წერ. სააღდგომო შვებულებას  სოფელში ვატარებ, თუმცა არ მავიწყდება მორიგი სამოტივაციო სტატიის ატვირთვა.   დღევანდელი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად თქვენს დაინტერესებას გამოიწვევს.

სამყაროში ხშირად ხდება როდესაც ახლობელი ადამიანები , მათ შორის ოჯახის წევრები და მეგობრები გულს გვტკენენ  და ჩვენ სწორედ ასეთი იმედგაცურების წუთებში აღმოვაჩენთ რომ არ ვართ იქ  სადაც ყოველთვის გვსურდა ყოფნა.  ჩვენი გულის  სიღრმეში დამალული პრობლემები ზედაპირზე  ამოდის და პირველ რიგში დგება. მოულოდნელად ვაცნობიერებთ,  რომ  არ გვაქვს საყვარელი საქმე, არ გვაქვს კარიერა, ვერ  ვითარდებით და მატერიალური დამოუკიდებლობაც არ გაგვაჩნია. ასეთ წუთებში ჩვენ აზროვნების უნარს ვკარგავთ, აღელვებულები როგორც გალიაში ჩიტები ვაწყდებით  ჩვენს გარშემო აღმართულ უზარმაზარ  კედლებს და წინ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული გვეჩვენება.  საინტერესოა შესაძლებელია თუ არა ასეთი იმედგაცრუება იქცეს ჩვენი გამოფხიზლების საშუალებად და ბოლოს და ბოლოს დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე.

კომფორტის ზონის დატოვება  სწორედ მაშინ როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ და იმედგაცურებული ვართ ძალიან რთულია, რადგან ასეთ წუთებში ძველი ცხოვრებიდან გამოსვლა და ნაბიჯების წინ გადადგმა წარმოუდგენელია. ჩვენ იმდენად ვართ იმედგაცურებული საკუთარი თავით რომ  მომავლის ასაშენებლად ერთი აგურის დადებაც კი ძალიან რთული გვეჩვენება ასეთ დროს.   ამიტომ დაიმახსოვრე ეს განცდები, ის რასაც გრძნობ ! დამშვიდდი და მხოლოდ შემდეგ  დაიწყე მოქმედება. დაისახე მიზნები და გახსოვდეს ერთ დღეში ვერაფერს შეცვლი. ეს ნაწილ – ნაწილ ეტაპობრივად უნდა გააკეთო.

მე მინდოდა ჩემი სტატიით მეთქვა  –  ნუ მიიყვან საკუთარ თავს ასეთ წუთებამდე. შენ ვალდებული ხარ იყო წარმატებული და ბედნიერი. ამაზე კი მაშინ უნდა იზრუნო,როდესაც ცხოვრების დინებას მიჰყვები ჩვეულებრივად. ცხოვრება ზოგჯერ სახეში გვირტყამს,რომ გამოვფხიზლდეთ. არ ვიცი ამას რატომ აკეთებს, ალბათ სურს  ულევი  ბედნიერება ვიპოვოთ გარშემო ადამიანებმა. ასე რომ როდესაც  უბრალოდ კარგად ხარ, როცა თავს ჩვეულებრივად გრძნობ და იცი გაკლია  ყველაფერი ლამაზი  ბდნიერებისთვის ,  სწორედ ამ წუთებიდან დაიწყე  უკეთესი მომავლის შექმნა.  ნუ დაელოდები მწარე დარტყმას  ცხოვრებისგან.  ზოგჯერ ასეთი დარტყმებისგან  გონს მოსვლა  ძალიან რთულია.

შექმენი ლამაზი მომავალი. გისურვებ წარმატებებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატებამდე გზაა გასავლელი, სადაც არასდროს არ უნდა დავნებდეთ!

მოვლენ ადამიანები და გეტყვიან: ”კი მაგრამ ამდენი როგორ, ან როდის შეძელი??”  მანამდე კი მოგიწევთ ბრძოლაც, შრომაც და გაუსაძლისი მოთმინების გადატანაც! ასე მიაღწია ყველამ ფინიშს, სადაც ცხოვრება ძველებურად – ცხოვრება ბედნიერად

Print Friendly, PDF & Email

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…

გასულ წელს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ:  ‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი

Print Friendly, PDF & Email

ფრთხილად ფიქრებთან!

ადამიანი და მისი შესაძლებლობები იმდენად  ამოუცნობია, ზოგჯერ რთულია იმის გააზრებაც  კი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს და განვითარდეს. მთავარია სურვილი,  მონდომება  და  რა თქმა  უნდა რწმენა საკუთარი თავის. ალბათ საიდუმლოს აღარ

Print Friendly, PDF & Email

ამ ფოტოგრაფის სურათებში არ არის ახლო ხედით დაფიქსირებული ადამიანები, და აი რატომ

ენდრიუ ლინი (Andrew Ling) მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მისი Instagram-ის გვერდის გამომწერებს უზიარებს ბუნების არარეალურად ლამაზი ადგილების ფოტოებს. მის მიერ გადაღებული ფოტოების უმრავლესობაზე გამოსახულია თავად ლი და მისი თანამგზავრები, ოღონდ

Print Friendly, PDF & Email

რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

სიხარული ეს არის ენერგია, რომელიც გვავსებს და აღტკინებულებს გვსურს ყველას გავუზიაროთ – უმჯობესია მთელს სამყაროს. ამ დროს კი  ველოდებით შესაბამის რეაქციას… და თუ არ ვიღებთ …თამამად ვამბობთ, რომ ის ნამდვილი

Print Friendly, PDF & Email

ჩვენგან არ მიდიან, ჩვენ ჩამოგვრჩებიან

ყველას ფრენის თავისი სიმაღლე აქვს. ბეღურები ბეღურებთან ერთად დაფრინავენ, მტრედები — მტრედებთან, არწივები — არწივებთან. თუ არწივი ფრენისას თანამგზავრად მტრედს აირჩევს, ამ უკანასკნელს მოუწევს არა მისთვის ჩვეულ სიმაღლეზე და სიჩქარით

Print Friendly, PDF & Email