როდის სჯობს დუმილის შენარჩუნება
90 Views

როდის სჯობს დუმილის შენარჩუნება

თუ არ გინდათ ისეთი ადამიანი გახდეთ, რომლისგანაც ყველა გარბის, გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, როდის სჯობს დუმილის შენარჩუნება ან თავშეკავებულობა!

— არასოდეს განსაჯოთ დედა მისი შვილების წინაშე. მაშინაც კი, თუ რჩევა ან მოსაზრება გკითხეს, გამოხატეთ ის მაქსიმალურად კორექტულად, მანამ კი დედის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეთ და აღნიშნეთ, რა რთულია მისთვის მშობლის პასუხისმგებლობა. ყოველ ჯერზე, როცა ახსენებ ბავშვის მხრიდან ჩადენილ არასწორ საქციელს, დედისთვის ეს იგივეა, რომ მას უთხრათ, რადგან დამნაშავედ გრძნობს თავს შვილის ცუდად აღზრდის გამო. თუ ბავშვს ადანაშაულებ – ადანაშაულებ დედასაც, რომლის საპასუხოდ მიიღებთ ორმაგ დაცვას ან თავდასხმას.

— თუ სადმე ფსიქოლოგს ან იურისტს შეხვდებით, მათი გაცნობისას მხოლოდ კმაყოფილების ემოცია გამოხატეთ და ნუ დაუწეყბთ საუბარს პირად პრობლემებზე, რადგან ამ ადამიანებს ძირითადად სულ ერთი და იგივეს მოსმენა უწევთ. შესაბამისად, თქვენ მაინც ნუ ჩადგებით იმ მასების რიგში, რომლებიც მათი პროფესიის გაგებისთანავე მსგავს საკითხებზე უწყებენ საუაბარს და აიძულებენ რჩევა-დარიგებები მისცენ. თქვენ ხომ არ გაქვთ სურვილი საკუთარი პროფესიონალური უნარები საჩუქრად არიგოთ ყოველ ჯერზე? – რა თქმა უნდა არა, შესაბამისად, ამ კუთხით შეხედეთ საკითხს.

— ნურასოდეს მოუყვებით წინა ურთიერთობების შესახებ თქვენს ახლანდელ პარტნიორს, განსაკუთრებით თავი აარიდეთ მის შედარებას ყოფილთან. დიახ, ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ რა იყო ადრე მათ ცხოვრებაში, უფრო მეტიც, როგორ ყვება ადამიანი თავის წარსულს, ეს მისი რეალური სახის დანახვის და ახლანდელი ქცევის გაანალიზების საშუალებას იძლევა, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გასცემთ პასუხს თუ წარსულზე შეკითხვა დაგისვეს. საჭირო არ არის დეტალური მოყოლა, უბრალოდ შეგიძლიათ უთხრათ, რომ იყო ურთერთბა, რომელიც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი და გარკვეული მიზეზების გამო დასრულდა. საჭირო არ არის დეტალების მოყოლა.

— არასოდეს დაიწყოთ საკუთარი მოსაზრების კრიტიკით გამოხატვა, მაშინაც კი, თუ თქვენი მოასზრება ძალიან ობიექტურია და ყველას აინტერესებს. ყველა ჩვენგანს ეშინია რაიმე ახლის დაწყება და განიცდის მისი შედეგების გამო. კრიტიკის ამოცანაა ადამიანის განვითარებაა და არა მასში მცდელობების ჩაკვლა. თუ ცუდით იწყებ, კარგის თქმას უკვე აზრი აღარ აქვს, ის შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, თავიდან ჯერ შეაქეთ ადამიანი, რაშიც ამას იმსახურებს, დაელოდეთ მინიმუმ ერთი წუთი, რომ სიამოვნება მიიღოს ამით და მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნეთ ის, რაც კარგად არ გამოვიდა.

— არასოდეს უპასუხოთ შეკითხვებს, რომლებსაც თქვენ არ გისვამენ, ეს ეხება სხვის საქმეებს. როცა ადამიანს იმაზე მეტ ინფორმაციას აძლევ, ვიდრე იკითხა, მას ფაქტიურად აყენებთ რაიმეს გაკეთბის აუცილებლობის წინაშე, და რამდენადაც ადამიანი მოქმედებისთვის მზად არ არის – ის ან ჩაიკეტება ან მთელ პასუხისმგებლობას შემდეგ თქვენზე გადმოიტანს. მზად ხართ ამისთვის?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like