როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს

როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ.

გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ. გაიხსენეთ რამხელა სიხარულია, როცა საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების ნაცვლად, საოცარ რწმენას და ძალას გრძნობთ.

სადაც არ უნდა წახვიდეთ, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენს გვერდით ან საერთოდ, სულ მარტოდ რომც აღმოჩნდეთ უფსკრულის წინ, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გამოსავალი ყოველთვის საკუთარი თავის რწმენაშია.

როდესაც სარკეში იყურებით, თქვენ მხოლოდ იმის მეოთხედს ხედავთ, ვინც თქვენ საერთოდ ხართ. ჩვენს შიგნით უსასრულო შესაძლებლობების მთელი გალაქტიკაა და ამ შესაძლებობების აღმოჩენა და ჯერ კიდევ აღმოუჩენელის რწმენა და ნდობა გვაქვს გამოსაცხადებელი.

ის დიდი საყრდენი, რომელსაც ხშირად გარეთ, სხვა ადამიანებში ვეძებთ ხოლმე და ამაოდ, ასეთი საყრდენი მხოლოდ ჩვენშია. ჩვენი საყრდენი ჩვენშია და სანამ ამას არ ვიპოვით და ჩვენში არსებულს საყრდენს არ დავეყრდნობით, ყოველთვის სხვები დაგვჭირდება ამისთვის და თანაც გვექნება შიში, რომ მათ არ მიგვატოვონ, ისინი არ დავკარგოთ და მათი დაკარგვით თითქოს მთელი ცხოვრების აზრი და საყრდენი არ დაგვეკარგოს.
ასეთ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია, ამას არსებობა ჰქვია…. შიშით, სხვებზე მიჯაჭვულობით ცხოვრება, რ აც იწვევს დეპრესიას და მუქი ფერებით ცხოვრებას.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაიმე წარმატებისთვის არ მიეღწიოს, რაიმეში არ გაემარჯვოს, რაიმე დიდი მიზნისთვის არ მიეღწიოს და საკუთარი თავის სიძლიერით რაღაც მომენტში მაინც არ ეამაყოს. გაიხსენეთ, ნებისმიერი ერთი ასეთი მომენტი! გაიხსენეთ? მაშინ იცოდეთ, რომ თუ ეს ერთხელ შეძელით ე.ი. თქვენ ეს შეგიძლიათ კიდევ ბევრჯერ გააკეთოთ, კვლავ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოთ, კვლავ გაიმარჯვოთ, თუნდაც საკუთარ სისუსტეებთან და სიზარმაცესთან ბრძოლაში, კიდევ ბევრჯერ შეგიძლიათ საკუთარი თავით და შედეგებით იამაყოთ, რადგან თქვენ ეს ერთხელ უკვე შეძელით.

ირწმუნეთ ამის, დაისახეთ შთამაგონებელი, მწველი, გულიდან ამოსული მიზანი და ყოველ დღე მის გახსენებაზე აივსეთ შინაგანი დიდი რწმენით, რომ თქვენ მისი მიღწევა შეგიძლიათ, შეგიძლიათ, შეგიძლიათ, სხვაგვარად ეს სურვილი თქვენში არ გაჩნდებოდა.

რაც არ უნდა რამემ შეგაშინოთ, სხვებს ნუ დაუწყებთ თხოვნას, რომ დაგამშვიდოთ ან ბნელი გზა როგორმე გაგინათოთ. თქვენ თავად გაიხსენეთ საკუთარი თავის და საკუთარი უსაზღვრო შესაძლებელობების ძალა და ნახავთ, რწმენით სავსე გული, როგორი სიმამაცით გაივლის ნებისმიერ სიბნელეში. ნახავთ, როგორ მოგემატებათ ძალა და იგრძნობთ სიხარულს, საკუთარი თავში ჩამარხული შესაძლებლობების აღმოჩენით. ყოველი ახალი აღმოჩენა, ცაში ფეიერვერკის გაშვებას ჰგავს და ყოველ ჯერზე საკუთარი უსასრულო შესაძლებლობების სამყაროში მოგზაურობას, მოაქვს ძალა,  ძალა რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე საერთოდ გჭირდებათ და ამ დროს ვაცნობიერებთ, რომ როცა ვმოქმედებთ, უფალი ჩვენი ხელებით მოქმედებს და გამოგვდის ყველაფერი…… ყველაფერი რაზეც აქამდე მხოლოდ ვოცნებობდით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ