რობერტ კიიოსაკი – მილიარდერების ცნობილი მასწავლებელი

რობერტ კიიოსაკი – მილიარდერების ცნობილი მასწავლებელი

მისი პოპულარული წიგნი «მდიდარი მამა, ღარიბი მამა» ბევრ წარმატებულ კომპანიაში ეტალონი გახდა. ფულადი კვადრანტი: არსებობს ფულის ნაკადი, რომელშიც ჩვენ გამოვიმუშავებთ ფულს, ვხარჯავთ, ვახორციელებთ ინვესტიციას, ვკარგავთ და ბევრი სხვა. თუ გავყოფთ ამ ფულად ნაკადს, მივიღებთ ოთხ სექტორს.

მაშ ასე, ყველა ჩვენგანი შრომით საქმიანობას ვიწყებთ მაშინ, როცა გვისრულდება 18 წელი, თავდაუზოგავად ვშრომობთ 55-60 წლის ასაკამდე. ალბათ საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ლეგალური შემოსავლის ოთხი გზა არსებობს, ახლა მოგიყვებით მათ შესახებ.

პირველი სექტორიდაქირავებული მუშაკი. ეს ის სექტორია, სადაც თქვენ საკუთარ დროს ცვლით ფულზე, ამასთან, თქვენ ფულს იღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით სამუშაო ადგილზე, სხვა შემთხვევაში არაფერს იღებთ. თქვენ გიხდიან იმ თანხას, რომელიც გაწერილი იყო ხელშეკრულებაში და არ გაქვთ საშუალება მიიღოთ იმაზე მეტი. თქვენი ხელფასი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობის გაზრდაზე, რაც მუშაობის დროის გაზრდას ნიშნავს. ეს მისასალმებელი არ არის, რადგან დრო არ გრჩებათ ოჯახისთვის. ფული, რომელსაც ადამიანი დამსაქმებლისგან იღებს, ეს ის მინიმუმია, რაც მას არსებობისთვის სჭირდება. ამ სექტორში თქვენ ცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები იმუშაოთ, მაგრამ მიიღოთ მეტი, დამსაქმებელი კი თავის მხრივ ცდილობს გააკეთოს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი იმუშაოთ და ნაკლები მიიღოთ.

ადამიანებს, რომლებიც წყვეტენ დაქირავებით მუშაობას და იწყებენ საკუთარ თავზე მუშაობას, ეწოდებათ ინდივიდუალური მეწრამეები.

მეორე სექტორიინდივიდუალური მეწარმე. ადამიანები, რომლებიც ხსნიან თავის საქმეს იწოდებიან ასე, შემოკლებით – ი/მ. როგორც წესი, ამ ადამიანებს დიდი შემოსავალი აქვთ, ამით შეიძლება ითქვას, რომ ი/მ დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ თავზე და მისი შემოსავალი იმაზე, თუ რამდენად ხშირად და კარგად შეასრულებენ სამუშაოს. მათ შეუძლიათ საკუთარი საქმით დაკავდნენ 24 საათის განმავლობაში და ამასთან საერთოდ არ რჩება თავისუფალი დრო ოჯახისთვის, რადგან მთლიანად ჩაფლულია საწარმოს საქმიანობაში.

აღნიშნულ სექტორს აქვს მთელი რიგი დადებითი მხარეები:
1. პირველ სექტორზე მეტი შემოსავალი.
2. მუშაობ საკუთარ თავზე.
3. გაქვს 100% შემოსავალი საკუთარი საწარმოდან.
4. ჩნდება ფუფუნების საგნები.

მაგრამ აქვს ასევე უარყოფითი მხარეები:
1. საჭიროა დიდძალი თანხის დაბანდება.
2. სამსახური ხდება «პირველი» სახლი.
3. გაბანკროტების დიდი რისკია, რამდენადაც ამ სექტორში გადარჩენას მხოლოდ 5% ახერხებს, ესენი არიან საკუთარი საქმის «ზვიგენები».
4. ჩნდება საგადასახადო სამსახურთან არსებული პრობლემები.
5. ყველა ხარჯს ფარავ საკუთარი საფულიდან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უარყოფითი უფრო მეტია, ვიდრე დადებითი და ეს არ არის ყველა უარყოფითი მხარე, რომელიც შეიძლება ჩამოვთვალოთ.

მოვიყვანოთ მაგალითი: სტომატოლოგი. მას მობეზრდა სახელმწიფოს კლინიკაში მუშაობა და გადაწყვეტს გახსნას თავისი კლინიკა. საქმე გაკეთებულია, საგადასახადოში ყველაფერი წესრიგშია და ის იწყებს მუშაობას. მუშაობს ნახევარი წლის მანძილზე და იღებს დიდ შემოსავალს, მაგრამ სამსახურს თავისი მიაქვს და მას დასვენება სჭირდება. ის ცოლ-შვილთან ერთად მიდის დასასვენებლად ეგვიპტეში 1 თვით. კარგად დაისვენეს. სტომატოლოგმა მოიკრიბა ძალები. სახლში დაბრუნების შემდეგ ის ხვდება, რომ კლიენტები აღარ ჰყავს, კონკურენტებმა ყველა თავისკენ გადაქაჩეს, ფულიც აღარ აქვს და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. რატომ მოხდა ასე? საქმე იმაშია, რომ სანამ ის მუშაობდა, ფულს იღებდა, მას ჰქონდა 100%-იანი შემოსავალი და შესაბამისად თავად უნდა ემუშავა 100%-ით, მაგრამ როცა ის 1 თვით გაემგზავრა, სამსახურიც ამ ვადებში მოექცა, რადგან არავინ მუშაობდა სხვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტებმა, რომლებიც მუშაობდნენ, მიიღეს მისი კლიენტები და მათი ფული. საწყენია, მაგრამ სიმართლეა. სტომატოლოგს არც ეს მოეწონა და გადავიდა მესამე სექტორში…

მესამე სექტორიეს არის ბიზნესი. ამ სექტორის შესახებ მინდა უფრო კონკრეტულად გესაუბროთ. როგორც უკვე გავიგეთ, დაქირავებით მუშაობა და ინდ-მეწარმეობა იმყოფებიან ფულადი კვადრატის ერთ ნახევარში. როგორ ფიქრობთ, რატომ? საქმე იმაშია, რომ ადამიანების 80% იმყოფება ამ ორ სექტორში და ისინი მთელი ფულის მხოლოდ 20% იღებენ, შესაბამისად, რჩება ადამიანების 20% და ფულის 80%, და სად მიდიან ისინი? მე შევეცდები აგიხსნათ.

ბიზნესი – ესეც იგივე მეწარმეობაა, მაგრამ აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები, არსებითად განსხვავებული, რაც ხდის მას მეტად მიმზიდველს და შესაძლებელს. როგორც ი/მ-ის შემთხვევაში, აქაც მუშაობთ საკუთარ თავზე და იღებთ სწორედ იმ შემოსავალს, რასაც გამოიმუშავებთ, მაგრამ არის ერთი არსებითი სხვაობა, ბიზნესში არსებობს ადამიანების გუნდი, რომლებიც გეხმარებიან საქმიანობისას. ჰენრი ფორდმა ერთხელ თქვა: «წაიღეთ მთელი ჩემი ქონება, ფული, წარმოება, ოღონდ დამიტოვეთ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ხელახლა გავაკეთებ». აქედან ვაკეთებთ დასკვნას, რომ ფული კი არ ამდიდრებს ადამიანს, არამედ მისი ერთგული ადამიანები, მისი გუნდი.

ვინ არის ასეთი გუნდი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან საკუთარი სფეროს საქმიანობით, ყოველი ადამიანი გუნდში არის ინდივიდი. ხშირად გუნდში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარები ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც არ აქვთ ეს უნარები, არც სამუშაო გამოცდილება, არც განათლება, ასეთ ადამიანებს ეძახიან «სუფთა ფურცლებს» მათ ასწავლიან იმას, რისი გაკეთებაც სურთ კომპანიის საქმიანობის ფარგლებში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 სარგებელი, რომელსაც მიიღებთ თუ თქვენს ოცნებებს ბოლომდე მიჰყვებით

გიკითხავთ ოდესმე საკუთარი თავისთვის, რა მოხდებოდა თუ გაბედავდით და გაჰყვებოდით თქვენს ოცნებას ბოლომდე? ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ყოველდღიური რუტინული საქმეები, გადასახადების გადახდა და სამსახურში სიარული, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. ვნერვიულობთ

Print Friendly, PDF & Email

როგორ გადავიდეთ სიტყვებიდან საქმეზე?

ნუ ელოდებით წარმატებულ მომენტს, შესაფერის განწყობას ან ვარსკვლავების ბედნიერ განლაგებას. დაე თქვენი პირველი მოქმედება სპონტანურად მოხდეს პაუზის გარეშე “გადავწყვიტე რომ გავაკეთო” და “უკვე ვაკეთებ”-ს შორის. უბრალოდ გაბრაზდით.რაღაცა ვერ გამოდის, თქვენ

Print Friendly, PDF & Email

ბიზნესფსიქოლოგიის 8 საუკეთესო წიგნი

1. «გავლენის ფსიქოლოგია. დაარწმუნე. მოახდინე ზეგავლენა. დაიცავი თავი» – რობერტ ჩადლინი. რამ შეიძლება აიძულოს ადამიანი თქვას „კი“? როგორია გავლენის და დარწმუნების პრინციპები და ეფექტური ხერხები? ამ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხებს თქვენ

Print Friendly, PDF & Email

მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა ბენჯამინ ფრანკლინისგან

ბენჯამინ ფრანკლინს ჰოქნდა მორალური სრულყოფილების მიღწევის გეგმა, რომელიც გაწერილი იყო 13 კვირაზე. ყოველ კვირას ის იხვეწებოდა თითოეული ამ პუნქტით შესრულებით. ეს გეგმა აქტუალური და მიღწევადია, ამიტომ ცდა ყველასთვის ღირს. 1.

Print Friendly, PDF & Email

თქვენ არ დაიჯერებთ — ის 50 წლის არის!

ელ მაკფერსონი — ულამაზესი სუპერმოდელი. თავის ცხოვრების 50-ე წელს ის აგრძელებს ფართე აუდიტორიის დაპყრობას ულამაზესი სხეულით და სახით. როგორ გამოსდის – ეს სხვა საკთხია, მაგრამ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ უნებურად იჯერებ,

Print Friendly, PDF & Email

განვითარების 10 ძლიერი გაკვეთილი ნაპოლეონ ჰილისგან

1. წარმოსახვა ეს არის ძალა  «ყველა შესვენება, რომლებიც ცხოვრებაში გჭირდებათ, გაატარეთ თქვენს წარმოსახვასთან ერთად, ის არის თქვენი გონების სახელოსნო, რომელსაც შეუძლია თქვენი გონებრივი ენერგია აქციოს მიღწევად და სიმდიდრედ».  თქვენ არ

Print Friendly, PDF & Email