კეტი პერიმ კლიპში „Roar“ –  Nokia 1020 შეაფასა

კეტი პერიმ კლიპში „Roar“ – Nokia 1020 შეაფასა

კომპანია Nokia ამერიკელი პოპ-ვარსკვლავ კეტი პერის კლიპის სპონსორი გახდა. მომღერალმა თავის კლიპში – Roar რეკლამა გაუკეთა სმარტფონს Lumia 1020. ე.წ. “Product Placement”-ით დაკავებული იყო საერთაშორისო სააგენტო Propaganda GEM.

კლიპის სიუჟეტში კეტი პერი ავიაკატასტროფის შემდეგ აღმოჩნდება ჯუნგლებში და მას შემდეგ, რაც შეძლებს ვეფხვის ძლევას ცხოველთა დედოფალი ხდება.

ერთად-ერთი, რაც მას წინა ცხოვრებიდან რჩება არის Nokia-ს სმარტფონი, რომლის დახმარებითაც ის აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებს და ამით წარმოაჩენს სმარტფონის 41 მეგაპიქსელიანი კამერის მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

ამავე მიზნით იტერნეტში გაჩნდა Nokia Lumia 1020-ით გადაღებული ვიდეო-რგოლი, რომელიც შედგება backstage-ფოტოსა და ვიდეოსგან. კლიპი რამოდენიმე დღეში მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო YouTube-ის ოფიციალურ არხზე 35 მლნ ნახვა მოაგროვა.

ფინურ კომპანიაში, რომლის მობილური ბიზნესი ცოტა ხნის წინ შეისყიდა Microsoft-მა, აღნიშნავენ, რომ კეტი პერის იმიჯი სრულად შეესაბამება გაჯეტის სამიზნე აუდიტორიას – აქტიურ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დააფიქსირონ თავიანთი ცხოვრების ყოველი მომენტი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ