რით ვიმსახურებთ უკეთეს ცხოვრებას?

რით ვიმსახურებთ უკეთეს ცხოვრებას?

ჩვენი ცხოვრების ღერძი ვართ ჩვენ! თავად!

დიახ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების ღერძიც, სტიმულიც და მისაღწევი და მიღწეული მიზანიც. არც ქალი და არც კაცი, სქესი არ წყვეტს სრულებით არაფერს. დაისახე მიზანი, იშრომე, მიაღწიე. არ უნდა ამას გადაბრალება, მარტო ვერა და ვერც მის გარეშე.  ჩვენ თავად გავხდეთ ისეთი  ადამიანი, რომელიც ბატონ-პატრონია საკუთარი თავის და  საკუთარი ცხოვრების და მერე მოვთხოვოთ ჩვენს თავს ჩვენნაირ ძლიერ ადამიანებთან ყოფნა. ჯერ ჩვენ ავიღოთ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და ჩვენდაგვარიც გამოჩნდება ძალიან მალე. ‘’მსგავსი იზდავს მსგავსს’’ და ჩვენ როგორზედაც ვოცნებობთ ან ვნატრობთ, ჯერ თავად გავხდეთ იმ საოცნებო ვინმეს, მსგავსიც და შესაფერისიც.

ყველა ადამიანი ჩვენი სარკეა, გარემოებები ჩვენი არჩევანი, ადამიანები კი ჩვენი მსგავსი.

ნურავის წაუყენებთ მაღალ სტანდარტებს, ჯერ თავად გახდით მაღალი სტანდარტის….და მერე აღმოაჩენთ თქვენნაირს და ბევრს…

ყოველთვის ვიმსახურებთ იმას, რასაც ვიღებთ ან ვისაც ვიღებთ და  მეტსაც გეტყვით, რომ აქამდეც ყველა, თქვენი ქვეცნობიერის ძალით მოიზიდეთ. ასე, რომ დავფიქრდეთ, სად ვთვლით რომ გვჭირდება ჩვენ თავად შეცვლა და არა,  სხვების და სხვა ადამიანების.

აირჩიეთ პოზიტივი, სიხარული, ოპტიმიზმი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, სიკეთე, სიყვარული თქვენს ცხოვრებაში და მოიზიდავთ თქვენნაირ პოზიტიურ, ბედნიერ, ოპტიმისტ, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, კეთილ და სიყვარულით სავსე  ადამიანებს. ზოგი რამ ძალზედ მარტივია, ჩვენ თავად თუ არ ვართულებდეთ ჩვენივე თავში.

გსურთ უკეთესი ადამიანი გვერდით? თვლით რომ იმსახურებთ და გეთახმებით რომ სწორად თვლით?

მაშინ, დავიწყოთ დღეინდან ზრუნვა ჩვენ თავად გავხდეთ უკეთესები და შედეგიც არ დააყოვნებს…. გახსოვდეთ, ჩვენ რაც უფრო ვშრომობთ და ვხდებით კარგები, მით უფრო კარგს და უკეთესს შევხვდებით და დავიმსახურებთ ცხოვრებაში რადგან, ადამიანები თუ არა, სამყაროს კანონზომიერება და ბუმერანგის კანონი, აუცილებლად დაგიბრუნებთ ასმაგად იმას, რასაც თქვენ თქვენი შრომით ჩადებთ და გასცემთ ამ ცხოვრებაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 77 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

პოზიტივი და ნეგატივი

15 უძლიერესი სამოტივაციო ფრაზა ცხოვრების მიზანზე

1.არ არსებობს უფრო დიდი საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ მისცეს ან მიიღოთ, ვიდრე პატივისცემა. სწორედ ამიტომ დაიბადე და ეს გხდის ჭეშმარიტად ცოცხალს. “-ოპრა უინფრი. 2.მჯერა, რომ მიზანი ისაა, რაზეც პასუხისმგებლები ვართ. ეს

წარმატება და მოტივაცია

წარუმატებლობიდან მსოფლიო აღიარებამდე! 9 შთამაგონებელი ისტორია

23 წლის ასაკში ოპრა უინფრი გამოუშვეს სამსახურიდან, სადაც რეპორტიორად მუშაობდა. 24 წლის ასაკში სტივენ კინგი ცხოვრობდა ტრაილერში. 28 წლის ასაკში ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი იყო მარტოხელა დედა, რომელმაც თვითმკვლელობა

წარმატება და მოტივაცია

7 გამონათქვამი, რომელიც შთაგონების მძლავრ ნაკადში დაგაბრუნებთ

ყველას გამოუცდია რთული დღეები, ამ დროს ერთადერთი რაც გვჭირდება არის გაგება. გჭირდება ვიღაც, ვინც გეტყვის, რომ ძლიერი ხარ და შეგიძლია სიტუაციას თავი გაართვა. უბრალოდ ელოდები ტკბილ და ხავერდოვან ხმას, რომელიც