რით უნდა დავიწყოთ დღე, ფუჭად რომ არ ჩაიაროს

რით უნდა დავიწყოთ დღე, ფუჭად რომ არ ჩაიაროს

წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველი დილა ყველაზე მნიშნველოვანი საქმით დაიწყოთ, თორემ მერე შეიძლება ყოველდღიურ რუტინაში აღმოჩნდეთ. ასეთ შედეგამდე მივიდა თაიმ-მენეჯმენტის ბევრი სპეციალისტი. ამ სფეროს სპეციალისტმა ლაურა ვანდერკამმა გააანალიზა რამოდენიმე ათეული ადამიანის დილის ქცევა, რომლებიც წარმატებული და დიდი კორპორაციების ხელმძღვანელები იყვნენ დ დაწერა ამ თემაზე წიგნი. მოდი ერთად გავიგოთ რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები სამუშაო დღის დაწყებამდე.

უპირველეს ყოვლისა ისინი დილით ადრე დგებიან – შესწავლილი კანდიდატების 90% დილის 6 საათზე. მათ უბრალოდ სურთ რამოდენიმე თავისუფალი საათის ქონა მანამ, სანამ დატვირთული სამუშო დღე დაიწყება გაუთავებელი ბიზნეს-შეხვედრებით და ზარებით. დილის ეს საათები შეუფასებელია მათთვის, რადგან შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ.

დილაადრიან ბევრი წარმატებული ადამიანი დაკავებულია ვარჯიშით. დილით ენერგიით დამუხვტვას ისინი დიდ მნიშნველობას ანიჭებენ, რადგან საამისო დრო მერე შეიძლება სულაც აღარ ჰქონდეთ.

ზოგიერთი მათგანი მუშაობას იწყებს უმნიშვნელოვანეს პროექტებზე. დილის ეს წყნარი დრო, მაშინ როცა ყველა სიზმრებს ხედავს, იდეალურია იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ გარკვეულ საკითხზე – სწორედ ეს არის მათი წარმატების გასაღები.

მთელი დღის მანძილზე ინტენსიური საქმიანობა არ უტოვებს მათ დამატებით დროს ჰობისა და განტვირთვისთვის, თუმცა წარმატებული ადამიანები არ ზღუდავენ საკთარ თავს ამ მხრივ, ისინი აწარმოებენ ბლოგებს, წერენ წიგნებს და ა.შ. მათთვის ყველაზე სასურველი დრო ამისთვის არის დილის საათები – სამუშაოს დაწყებამდე დრო.

ძალიან ბევრი ადამიანი მედიტირებს, რაც წმენდს მათ ტვინს, აწესრიგებს სულიერ მდგომარეობას, აზრებს და უქმნით კარგ განწყობას მთელი დღის მანძილზე.
ტრადიციის მიხედვით ითვლება, რომ საღამოს უნდა იყო ოჯახთან ერთად, მაგრამ ამ დროს თითქმის ყველა დაღლილია და ტელევიზორს უყურებენ. ამიტომ, გაცილებით ეფექტურია ურთიერთობა დილის საათებში. დილაობით მეუღლეები ხშირად ერთად მგზავრობენ საკუთარ ოფისებამდე, ამ მცირე დროის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა შესაძლებელი მეორე ნახევართან. ბევრი წარმატებული ადამიანი ირწმუნება, რომ დილის სექსი სამუშაო დღის საუკეთესო დასაწყისია, რომლის შემდეგ შეიძლება ერთად მოამზადო საუზმე და გეგმები განიხილო ფინჯან ჩაისთან ერთად.

დილის საათები მოსახერხებელია ბავშვებთან ურთიერთობისთვისაც: ერთად ვარჯიში, სასკოლო ნივთების მოგროვებაში და საწოლის გასწორებაში დახმარება, სკოლაში გაცილება. ერთი სიტყვით, ბევრი წარმატებული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა წარმოადგენს უჩვეულო და კრეატიული იდეების სტიმულატორს.

სტატისტიკის მიხედვით, ბევრი წარმატებული ადამიანი დილის საქმიან საუზმეს გაცილებით ეფექტურად თვლის, ვიდრე დღის ან საღამოს ლანჩს. დილით ყველა კონცენტრირებულია საქმეზე და მეტად მობილიზებულნი არიან.
დილით ძალიან მოსახერხებელია დღის დაგეგმვა, რამდენადაც თავი ჯერ კიდევ მსუბუქად გაქვთ სხვა საქმეებისგან. დილით დაგეგმვა მთელი დღის მანძილზე კარგი განწყობის გარანტიაა და ამასთანავე გაცილებით მარტივია მთავარი საკითხების და ამოცანების განსაზღვრა.

ფსიქოლოგის აზრით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი სწორად იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ კარგი გამოძინებული ხართ. დილა ყოველთვის უფრო სუფთაა ადამიანის მიმღეობისთვის. საღამო ხანს გროვდება მთელი დღის ემოციები, პოზიტივი, ნეგატივი და დაღლილობა. დილაობით, სანამ თქვენი ტვინი არ არის გაჭედილი სხვადასხვა ინფორმაციით, გაცილებით ეფექტურია მეუღლესთან, შვილებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა.

მართალია ვერავის გამოუვა რომ დილით ერთდროულად სექსიც ჰქონდეს, მედიტაციაც, მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობაც, წიგნის დაწერაც შეძლოს, თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ დილამ შეიძლება აგანთოთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

წარმატება და მოტივაცია

იფიქრე როგორც მილიონერი, იმოქმედე როგორც მილიონერი!

1. სურვილი რაც არ უნდა გსურდეთ ამ ცხოვრებაში, თქვენ ეს უნდა ინატროთ, რომ მიიღოთ მიღწევის შანსი. მიზეზი, რატომაა ადამიანების უმეტესობა ცხოვრებისეულად უიღბლოა, იმაშია, რომ იმათ არააქვთ საკმარისი სურვილის ცეცხლი, რომ

ბიზნესმენები და მეწარმეები

დენ კენედის 15 «მძლავრი» ციტატა ბიზნესზე

1. მე ვიცი, როგრო შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 10-ჯერ უფრო მდიდარი გახდეს, თუ მოინდომებს ამას. მაგრამ მე არავინ მისმენს. საიდუმლო ძალიან მარტივია. თუ ის, რასაც თქენ ახლა აკეთებთ ვერაფრით ვერ გამდიდრებთ,

სახალისო ვიდეო

შესანიშნავი გათამაშება არნოლდ შვარცენეგერისგან

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ტერმინატორის მეხუთე ნაწილის – «ტერმინატორი: გენეზისი»-ს მომავალი პრემიერის წინ, არნოლდ შვარცენეგერი ტერმინატორის ფორმაში გადაცმული გავიდა ქალაქში სასეირნოდ და ცვილის ფიგურების მუზეუმის მნახველების გასაოცებლად. ვიდეო ატვირთულია ცოტა ხნის