რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

რით შეიძლება თანამშრომლების შთაგონება

1. მიესალმეთ თანამშრომლებს, როცა გვერდით ჩაუვლით და მიმართეთ სახელით (ისწავლეთ მათი სახელები, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ).

2. დაწერეთ «მადლობა», «ყოჩაღ» ან რამე მსგავსი და დატოვეთ მათ მაგიდებზე.

3. დააჯილდოვეთ თანამშრომლები დამატებითი დასვენების დღეებით, ნახევარი დღით ან მიეცით ადრე წასვლის უფლება.

4. კორიდორში, ჰოლში, ან სასადილოში გამოაკარით გრაფიკი კომპანიის საქმიანობის შედეგებით და ყოველთვიურად განაახლეთ მონაცემები, რომ დინამიკა გამოჩნდეს.

5. მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჟონგლიორობა და სთხოვეთ ასწავლოს თქვენს თანამშრომლებს. დაძაბული სატელეფონო საუბრის ან რთული დავალების შესრულების შემდეგ ბურთებით ჟონგლიორობა ადამიანს ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.

6. კვირაში ან თვეში ერთხელ თანამშრომლებისთვის მიიტანეთ რაიმე გემრიელი: ტორტი, პიცა, ხილი, კანფეტები, თხილი ან პოპკორნი.

7. წარმოებაში ყოველ დაზგასთან გამოაკარით იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც მასთან მუშაობს. ადამიანებს უყვართ საკუთარი სახელების დანახვა – ამით გრძნობენ, რომ მნიშვნელვანი არიან.

8. დარწმუნდით, რომ გაქვთ თანამშრომლების მოსმენის საშუალება და ნუ მოახდენთ მხოლოდ მათ ინფორმირებას.

9. დააწესეთ რაიმე ჯილდო იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმიანობაც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება.

10. კვირაში ან თვეში ერთხელ დააწესეთ შეხვედრები რამოდენიმე თანამშრომელთან, რომლებთანაც ჩვეულებრივ შეხვედრას ვერ ახერხებთ. უპასუხეთ მათ შეკითხვებს და მოისმინეთ მათი პრობლემები.

11. მოუყევით ყველა თანამშრომელს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ და სთხოვეთ გადაწყვეტილების მიღების საკუთარი ვარიანტების წარმოდგენა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რა არის წარმატება: წარმატების ხაფანგი

ბევრი სტატია იწერება წარმატებასა და წარმატებულ ადამიანებზე, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რა არ არის წარმატება, იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ცრუ მიზნებს. ფინანსური დამოუკიდებლობა, პოპულარულობა, კარგ პირობებში ცხოვრება – ეს

რატომ ვერ ამჩნევენ “მეგობრები” ჩვენს წარმატებას?

დღევანდელ სტატიას გულისტკივილით წაიკითხავენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამოიცნობენ მასში და კიდევ ერთხელ გაუსწორებენ რეალობას თვალს. დამეთანხმებით ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები – ჩვენი მეგობრები და ახლობლები, რომლებთანაც  ერთად ერთფეროვანი ცხოვრების

ფსიქოლოგ მიხაილ ლიტვაკის 20 ბრძნული რჩევა

მიხაილ ლიტვაკი (Mikhail Litvak) – ექიმი-ფსიქოლოგი და საერთაშორისო დონის ყველაზე აღიარებული ფსიქოლოგი. მან პირველმა შეიმუშავა კონფლიქტების გადაწყვეტის სისტემა „ფსიქოლოგიური აიკიდო“ და პირველმა დაიწყო მისი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისწავლო, თუ როგორ

კარლ სიუელის 10 წესი კლიენტებთან მუშაობისთვის

1. აიძულეთ კლიენტები დაბრუნდნენ კარლი ითვლის არა იმას, თუ რამდენი მოაქვს მისთვის კლიენტს ერთ ჯერზე მოსვლით, არამედ იმას, რამდენს მოუტანს კლიენტი მთელი ცხოვრების მანძილზე. სიუელის ბიზნესს საფუძვლად უდევს მანტრა, რომლის

ფრანჩაიზინგი – ბიზნესის წარმოების მეთოდი

ფრანჩაიზინგი ორ მხარეს – ფრანჩაიზერსა და ფრანჩაიზას შორის საქმიანი ურთიერთბის ერთ-ერთი სახეობაა. ფრანჩაიზერად გვევლინება მსხვილი ბრენდის მფლობელი, რომელიც ნებას რთავს ფრანჩაიზას , თავისი სამარკო ნიშნის ქვეშ წარმართოს საკუთარი ბიზნესი, ოღონდ

დამწყები მეწარმეების ყველაზე სულელური შეცდომები

თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ცხოვრების დონე, ეს სტატია წაიკითხეთ. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი და შესაძლებლობა რაღაც შეცვალოთ. 1. 50 ფურცლიანი დეტალური ბიზნეს-გეგმის დაწერა. ნუ დახარჯავთ ამისთვის თქვენს ძვირფას დროს!