რისი თქმა შეუძლიათ ხელებს თქვენი ხასიათის შესახებ

რისი თქმა შეუძლიათ ხელებს თქვენი ხასიათის შესახებ

B2P.GE აქვეყნებს  მარტივ ტესტს, რომელსაც შეუძლია თქვენზე ბევრი რამის თქმა.

ყველაფერი მარტივად არის. დააკვირდით თქვენს ფრჩხილებს და შეეცადეთ განსაზღვროთ მათი ფორმა — თქვენ დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული სურათი. თუ ვერ იპოვით თქვენს «ტიპს», აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მიახლოებულია.

გრძელი და სწორკუთხოვანი

16947010-R3L8T8D-650-examine-your-nails1

თუ გრძელი და სწორკუთხოვანი ფრჩხილები გაქვთ, თქვენ ურთიერთობის მოყვარული ადამიანი ხართ და გამჭრიახი გონება გაქვთ. სიამოვნებას იღებთ ახალი ნაცნობობისგან და ყოველთვის მზად ხართ ახალი გამოცდიელბის მიღებისთვის, ასევე ყოველთვის ცდილობთ გაიფართოვოთ ხედვა.

როცა საქმე სამსახურს ეხება, თქვენი მთავარი დევიზია — «ათჯრე გაზომე — ერთხელ გაჭერი». თქვენ საკითხს სწავლობთ ყველა მხრივ და იღებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. მთავარია — გააანალიზოთ ყველაფერი, უმნიშვნელო წვრილმანების ჩათვლით.

ფართე და ბრტყელი

16947610-R3L8T8D-650-examine-your-nails2

თქვენ ნათლი გონების ადამიანი ხართ, რომელიც აანალიზებს ყველას და ყველაფერს. თქვენ სანამ რამეს იტყვით ჯერ ფიქრობთ და ადამიანები ხშირად გთხოვენ რჩევას, ყურადღებით ისმენენ თქვენს აზრს. თქვენ შესანიშნავად ერკვევით ადამიანების ხასიათში და ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ ინსტინქტებს.

ასეთ ადამიანებს მოსწონთ რაიმე ახლის შექმნა, მათ იციან, რომ შრომა საბოლოოდ დაფასდება. უპირველეს ყოვლისა მათ აინტერესებთ პრაქტიკულობა და სარგებელი, ამიტომ ისინი იღებენ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს რთული საკითხებისთვის.

მოკლე და მრგვალი

16947810-R3L8T8D-650-examine-your-nails3

თქვენ ენერგიული, შემოქმედებითი ადამიანი ხართ, უდიდესი ნიჭით. თქვენ ასხივებთ სიხარულს და პოზიტივს, ამიტომ ადამიანები ყოველთვის სიამოვნებით კონტაქტობენ თქვენთან. მას შემდეგ, რაც ახალ მეგობარს შეიძენთ, მისი ერთგული რჩებით და ყველაფერს აკეთებთ, რომ დაიცვათ საყვარელი ადამიანები.

არის რამოდენიმე რამ, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ. თქვენში არის ავანტიურისტული სული და ერთხელ თუ რამემ დაგაინტერესათ, არასოდეს შეეშვებით, სანამ არ მიაღწევთ სასურველს. ამბობენ, რომ ცოტა ჯიუტი ხართ, მაგრამ თქვენ ნამდვილად იცით რა გინდათ!

მოკლე და არათანაბარი

16949060-R3L8T8D-650-examine-your-nails4

შესაძლოა ისინი არათანაბარია იმის გამო, რომ მუდმივად იჭამთ? ეს მიანიშნებს, რომ თქვენ დაკვირვებული ადამიანი ხართ. თქვენ უფრთხილდებით არსებულ ურთიერთობებს ადამიანებთან და სიფრთხილით უდგებით ახალი მეგობრების შეძენის საკითხს.

თქვენნაირ ადამიანზე ამბობენ: «დამდგარ წყალში მეტი ბაცილებიაო». თქვენ გარეგნულად შეიძლება წყნარი ჩანდეთ, შინაგანად კი შეიძლება ემოციებით სავსე იყოთ. თქვენმა მეგობრებმა ყოველთვის იციან, რომ თქვენგან სიმართლეს მოისმენენ, თუნდაც მწარე სიმართლეს.

მოცულობითი და სწორკუთხოვანი

16950960-R3L8T8D-650-examine-your-nails5

თქვენ ძალიან შრომისმოყვარე და ლიდერად დაბადებული ხართ, რომელიც საქმეს მთლი პასუხისმგებლობით უდგება. თქვენ განდობენ მნიშვნელოვან შეხვედრებს, რადგან ყველამ იცის, რომ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. როცა რამეს აკეთებთ – ეს ყოველთვის სწორია.

თუმცა თქვენ მხოლოდ შეუპოვარი მშრომელი არ ხართ. შინაგანად მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც მზად არის კარგ კამპანიაში გაერთოს.

სამკუთხედი

16951260-R3L8T8D-650-examine-your-nails6

თქვენ თამამი და პრინციპული ადამიანი ხართ, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა. დიდი მონდომებით ეკიდებით ნებისმიერ დავალებას. როცა საკითხი საქმის კეთბას ეხება, თქვენი დევიზია — «იმუშავე მსუბუქად, ნუ დახარჯავ დიდ ენერგიას», რამდენადაც თქვენ ყოველთვის ბევრს ფიქრობთ მანამ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ. თქვენი შეუპოვარი შრომა ყოველთვის ფასდება და შესანიშნავი შედეგის მომტანია.

გრძელი და ოვალური

16953860-R3L8T8D-650-examine-your-nails7

თუ თქვენს ფრჩხილებს ოვალური ფორმა აქვთ,  შემოქმედებითი ადამიანი ხართ. კარგი წარმოსახვა გაქვთ და გიხარიათ ლამაზი ნივთების გარემოცვაში ყოფნა. ადამიანებს იზიდავთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად ივსებიან, რომ სიმშვიდე ნახონ თქვენს გვერდით.

ზოგი ამბობს, რომ თქვენ ძალიან ბევრს იღებთ საკუთარ თავზე, ეს ასეა, რადგან საქმეში ბოლომდე ჩაფლობა სიამოვნებას განიჭებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სარგებლობა მოაქვს სხვებისთვის.

უჩვეულო ნუნები

16954760-R3L8T8D-650-examine-your-nails8

ეს ნიშნავს, რომ თქვენ ღია ადამიანი ხართ, რომელიც ერიდება სიტყვას «ჩვეულებრივი», როგორც ერთგვარ ჭირს. თქვენ ყოველთვის პოულობთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს.

თქვენი დევიზია — «მუშაობა თუა ვიმუშაოთ, თუ დასვენებაა დავისვენოთ!». თქვენ გეხერხებათ სიამოვნების მიღება, ამიტომ ყველაფერი რასაც აკეთბთ, თავისთავად ვერ იქნება მოსაწყენი.

გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია, ეს ყველაფერი კი კლასიფიკაციის სასიამოვნო მცდელობა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like