რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

რისი გაკეთება შემიძლია მარტოს?

1. შეწყვიტე ალკოჰოლის, სიგარეტის და სხვა ნარკოტიკული პროდუქტის შეძენა და გამოყენება.

2. იმკურნალე სახალხო მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომელთა მიღებასაც აზრი არ აქვს.

3. იარე ფეხით რაც შეიძლება მეტი და დაკავდი ფიზიკური ვარჯიშით.

4. სულიერად და ხორციელად დაისვენე ბუნების წიაღში და არა ღამის კლუბსა თუ ბარში.

5. არ აიღო კრედიტი და არ ისესხო ფული, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება, სჯობს დააგროვო ფული იმაზე, რაც მართლაც აუცილებელი და საჭიროა.

6. ჭამე ის, რაც ბუნებრივად მოდის და არა ის, რაც ქიმიური დანამატების წყალობით ლაბორატორიებში თუ სათბურებში მოჰყავთ.

7. იცხოვრე ქალაქგარეთ, იქ სუფთა ჰაერია, სიმშვიდეა, სილამაზეა, არავინ არ შეგიშლის ხელს და აბეზარა მეზობლებიც არ იქნებიან.

8. საპირისპირო სქესთან იქონიე ნორმალური ურთიერთობა და არ უღალატო შენ მეორე ნახევარს.

9. არ უყურო უაზრო ფილმებს, სატელევიზო პროგრამებს და ფოტოებს ინტერნეტში. ამის ნაცვლად შეისწავლე სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში სასიკეთოდ გამოგადგეს.

10. გაუზიარე აზრები, აღმოჩენები და ინფორმაცია მათ, ვინც შენს გარშემოა და ვისაც აფასებ. სხვების განვითარებით შენ თავად ვითარდები.

11. დაეხმარე სხვებს, თუ ამის საშუალება გაქვს. სულ რაღაც ერთმა მოქმედებამ შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს.

12. გახსოვდეს შენი ფესვების შესახებ და შენი ერის ისტორია, გამოიყენე წინაპრების გამოცდილება და ნუ გაიმეორებ მათ შეცდომებს.

13. შეისწავლე ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო. გამოიყენე ისინი პირადი და ზოგადი კეთილდღეობის მისაღწევად.

14. განავითარე სულიერება და იფიქრე იმაზე, თუ რას დაუტოვებ შვილებს და შვილიშვილებს.

15. გაუფრთხილდი ბუნებას და გაზარდე მისი სიმდიდრე – ნუ იქნები პარაზიტი დედამიწაზე.

16. მოძებნე თანამოაზრეები, არ თქვა უარი ახალ ურთიერთობებზე. კარგი მეგობრები – უდიდესი სიმდიდრეა.

17. მხარი დაუჭირე ადგილობრივ მეწარმეს, გახსენი სასარგებლო საქონლის საწარმოები.

18. შეისწავლე ის ადგილი, სადაც ცხოვრობ.

19. დაეხმარე მთელი გულით და უანგაროდ. გაცემული ენერგია ყოველთვის ბრუნდება.

20. იცხოვრე მზის ენერგიით და იყავი მუდმივად პოზიტიური : )

მთელი შენი ცხოვრება 90%-ით დამოკიდებულია თავად შენზე და მხოლოდ 10% გარემოებებზე, რომლებიც თავის მხრივ 99%-ით შენზეა დამოკიდებული.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო საუკეთესო 20 რესტორანი

არაფერია იმაზე უკეთესი, ინებივრო უგემრიელესი კერძებით და დატკბე ულამაზესი ხედებით რესტორანში. 20 ულამაზესი ადგილი მსოფლიოში, სადაც კარგი დროის გატარება შეიძლება. 1. Ristorante La Sponda. Positano, Italy 2. Caldera Santorini, Greece 3. “Dasheene”

Print Friendly, PDF & Email

როდესაც კითხვები პასუხზე უფრო მნიშვნელოვანია

ვოლტერი იძახდა: “განსაჯე ადამიანი მისი კითხვების შესაბამისად”. დაეთანხმებით თუ არა იმას, რომ ხანდახან ჩვენ არ ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვებს, ვინაიდან გვეშინია საკუთარი პასუხების? აი ჩვეულებრივი 75 კითხვა, შეეცადეთ საკუთარ თავს

Print Friendly, PDF & Email

კომპანიები სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარი სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, უმრავი კომპანია გამოეხმაურა. არსებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 20-ზე მეტი კომპანიის მიერ

Print Friendly, PDF & Email

რთული მარტივი სიტყვებით

1. ფემინიზმი მამაკაცები და ქალები თანასწორუფლებიანები არიან. მაგრამ ჭურჭელი კაცმა უნდა დარეცხოს. 2. თეოკრატია თუ არ დავრეცხავ ჭურჭელს ჰიჯაბით, ჩავიქოლები ქვებით და სიკვდილის შემდეგ მოვხვდები ჯოჯოხეთში. 3. დემოკრატია ოჯახურ საბჭოზე

Print Friendly, PDF & Email

ადგილი, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ საღამო

ყველას გვსურს ვიპოვოთ სამყაროში ისეთი ადგილი, რომელსაც ვესტუმრებით მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად და მშვიდად გავატარებთ საღამოს.ასე რომ ადგილი,სადაც ახლა მე ვიმყოფები არის იმ ადამიანების სულის თავშესაფარი, რომლებიც არიან რომანტიულები

Print Friendly, PDF & Email

20 სასარგებლო უნარჩვევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ჩვენ გასაოცრად კომფორტაბელურ და მსუყე დროში ვცხოვრობთ. ონკანიდან მოდის ცხელი და ცივი წყალი, მაღაზიაში თაროები სავსეა პროდუქტებით, კომპიუტერი კი გვაძლევს სწრაფ და სწორ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე. ნამდვილად ვერ იტყვი, რომ

Print Friendly, PDF & Email