რინგელმანის ეფექტი
1459 Views

რინგელმანის ეფექტი

1927 წელს ჩატარდა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტების სერია, რომელთა შედეგებს ახლა სამწუხაროდ არც ისე ხშირად იხსენებენ. ამ გამოცდილების შედეგები ფსიქოლოგიაში დარჩა «რინგელმანის ეფექტის» სახელწოდებით.

ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: ირჩევდნენ ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანებს და სთხოვდნენ სიმძიმის აწევას. თითოეული მათგანისთვის აფიქსირებდნენ მაქსიმალურ წონას, რომელიც მათ ასწიეს. შემდეგ ამ ადამიანებს აერთიანებდნენ ჯგუფებში, ჯერ წყვილად, შემდეგ სამს, ოთხს, შვიდს და ა.შ.

მოლოდინი გასაგები იყო: თუ ერთ ადამიანს პირობითად შეეძლო აეწია – 100 კგ, ორს ერთად უნდა აეწია 200, ან ურო მეტი. რადგან მითი იმის შესახებ, რომ გუნდური მუშაობა მეტის მიღწევის საშუალებას იძლევა და მისი შედეგი აღემატება ცალკეულ შედეგებს, უკვე არსებობდა, ის დღემდე არსებობს და მხარდაჭერაც აქვს.

სამწუხაროდ წყვილში ეს ადამიანები მხოლოდ 93%-ს ეწეოდნენ იმ ტვირთისას, რასაც ინდივიდუალურად წევდნენ. ხოლო 8 ადამიანი მხოლოდ 49%-ს.

შეამოწმეს შედეგები სხვა დავალებებზეც. მაგალითად თოკის გადათრევაზე. იქაც იგივე შედეგი მიიღეს. რამდენადაც ზრდიდნენ ადამიანების რიცხვს, იმდენად იკლებდა მიღწეული შედეგი.

მიზეზი ნათელია. როცა ადამიანს საკუთარი თავის იმედი აქვს, ძალისხმევას და შესაძლებლობებს ავლენს სრულად. როცა ჯგუფშია – ძალების და ენერგიის დაზოგვაზე ფიქრობს და პასიური ხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვერავითარმა სოციალურმა ტექნოლგიამ ჯერჯერობით ვერ გადალახა რინგელმანის ეფექტი. ფაქტად რჩება, რომ რაც უფრო დიდია გუნდი, მით უფრო მეტი პასიურობის გამოვლენა ახასიათებს ადამიანს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like