რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»
553 Views

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი.

რიჩარდ ბრენსონი — ექსცენტრიული მილიარდერი, რომლის ქცევაც ყველამ იცის მსოფლიოში. დიახ, ეს ის ქერათმიანი კაცია, რომელიც სანაძლეოზე გამოეწყო AirAsia-ს თვითმფრინავის ბორტგამცილებელი ქალის ფორმაში – პიჯაკსა და მინი-ქვედაბოლოში.

ბრენსონის დედაც იქცეოდა ასე, ოღონდ ის პირიქით, მამაკაცის ფორმაში გადაცმული დადიოდა. ასე მოხვდა ის მფრინავ-პლანერისტების რიგებში. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი და სამხედრო-საზღვაო სამსახურში დამხმარეს პოსტზე მუშაობა. როცა ომი დასრულდა, ევამ ისევ შეიცვალა როლი. ამჯერად ის გაემგზავრა გასტროლებზე გერმანიაში… ბალერინად. მოგვიანებით ევა გახდა თვითმფრინავის ბორტგამცილებელი, რაც იმ დროს დღევანდელი კოსმოტურიზმის ტოლფასი იყო.

ხშირად ბავშებს უმტკიცებენ, რომ არ შეიძლება რაღაცის კეთება, არ ღირს ასე მოქცევა მხოლოდ იმის გამო, რომ მათი დაცვა გსურთ ტკივილისგან, რომელიც წარუმატებლობას მოჰყვება. ეს არის უდიდესი შეცდომა: რაც უფრო ხშირად ეცდებით რაიმე ქმედება გადააფიქრებინოთ ბავშვს, მით უფრო მალე მოკვდება მათში ცნობისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა და ჟინი. დღეს მე ვარ ის, ვინც ვარ, სწორედ იმის დამსახურებით, რომ ნებადართული მქონდა შეცდომების დაშვება. წარუმატებლობა ახდენს ხასიათის ფორმირებას და გაცილებით მეტს გვასწავლის, ვიდრე უმოქმედობით შეიძლება გავიგოთ – აცხადებს რიჩარდ ბრენსონი.

ერთ დღეს, ფუფუნებით ცხოვრების ნაცვლად ქმართან და სამ შვილთან ერთად ინგლისის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებლად გადასვლით ევას არაფერი დაუკარგავს. ის მუდმივად დაკავებული იყო სხვადასხვა პროექტებით, რომელთა უმეტესობაში წარმატებას აღწევდა კიდეც. და თუ სადმე მარცხდებოდა, იწყებდა ახალ საქმეს. შეიძლება ითქვას, რომ ევა ბიზნეს-ქალბატონი მანამდე გახდა, სანამ ამ სიტყვას ლექსიკაში გამოიყენებდნენ. ქვემოთ საუბარია იმაზე, თუ როგორ შეძლო მან ჯიუტი და ცელქი რიჩარდისგან გაეზარდა მილიარდერი, მეოცნებე და მადლიერი შვილი.

1. იცხოვრეთ და არაფერზე ინანოთ
ადამიანები, იმის ნაცვლად, რომ ენერგია მიმართონ ახალი პროექტების განხორციელებაზე, ხშირად დროს კარაგავენ საკუთარ წარუმატებლობაზე ჩაციკვლის გამო. ევამ რიჩარდს ასწავლა, რომ უკან არასოდეს მოეხედა.
არასოდეს ინანოთ რამე, ეგრევე ახალზე გადადით. ბრენსონი ოქროს პერანგით არ დაბადებულა. მას კარგად ახსოვს როგორ ეძებდა დედა შემოსავლის ახალ წყაროს მუდმივად. მაგალითად ბრენსონები ყიდდნენ ხის ჩასადებს ხელსახოცებისთვის და მაკულატურის მოსაგროვებელ კალათებს. თუ გაყიდვები ცუდად მიდიოდა, ოჯახი იწყებდა ახალი შემოსავლის წყაროს ძებნას.

2. ისწავლეთ თავის გატანა და იმოქმედეთ სწაფად
როცა ბრენსონი ხუთი წლის იყო, ევამ ის მანქანიდან გადმოსვა და უთხრა, რომ აქედან თავად წავიდოდა სახლში ფეხით. რიჩარდს ამის გამო მოუხდა 5 კმ-ის გავლა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამით შეძლო უცხო ადამიანებთან ურთიერთობის შიშის გადალახვა.
ეს არ იყო ბავშის დასჯა, ეს იყო გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე რთულ სიტუაციებს და სთხოვო დახმარება სხვებს.
არადა ფაქტია, რომ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ნამდვილად უჭირთ სხვებისთვის დახმარების თხოვნა.

3. დააფასეთ სხვების მუშაობა და თავადაც ნუ იზარმაცებთ
ბრენსონების ოჯახში ყველაფერს ერთობლივად აკეთებდნენ. არც რიჩარდს და არც მის ორ უმცროს დას არანაირ შეღავათს არ აძლევდნენ ამ მხრივ. ყველას თავისი მოვალეობა ჰქონდა ოჯახში.
ევა შვილს ასწავლიდა, რომ არასოდეს არ გაეკრიტიკებინა სხვები. თავადაც არ აკრიტიკებდა რიჩარდის ქცევას. მორიგი გამოხტომის შემდეგ ის მხოლოდ ერთ რამეს ამბობდა: «წადი და სარკეში ჩაიხედე იმისათვის, რომ დაინახო რა ცუდად აისახა ეს ქცევა შენზე!»

4. ნუ დაკარგავთ თავს
ძალიან მარტივია თავი დაკარგო, როცა რამოდენიმე ავიაკომპანია და მრავალმილიონიანი შემოსავალი გაქვს. მაგრამ დედამ ბრენსონს ასწავლა დარჩენილიყო ის, ვინც არის.
გააგრძელეთ ოცნება, მაგრამ ამასთანავე ნუ დაკარგავთ თავს ნურც მილიონერული დიდებისგან და ნურც საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ნულების რაოდენობისგან.

5. ყოველი დღე — ეს არის ახალი შანსი
ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა რაიმე ახლისა და შთამბეჭდავისთვის. მილიონერის დედა ახლა 93 წლისაა და დღმდე მთელი მონდომებით მუშაობს. მან დააარსა ევა ბრენსონის ფონდი და ცდილობს მედიცინა და განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.

წყარო: lifehacker.ru

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like