რეტრო-მანქანების კოლექცია

რეტრო-მანქანების კოლექცია

რეტრო-მანქანების მივიწყებული კოლექცია 50 წლის მანძილზე ძველ ფერმაში იჟანგებოდა. ეს მიგნება მილიონები ღირს!

დღესაც კი, როცა GPS-ის დახმარებით შესაძლებელია ყველაფრის პოვნა, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს დამალული განძი. ცოტა ხნის წინ, მეწარმე როჯერ ბეილონის შვილიშვილებმა აღმოაჩინეს, რომ მის ერთ-ერთ მიტოვებულ ფერმაზე იჟანგება 1930-1950-იანი წლების 60 რეტრო-ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ფუტ სტერლინგს შეადგენს.და არ გეგონოთ, რომ რომელიმე მათგანი უბრალო 30-იანი წლების ავტოა. მათ შორის არის ისეთი მოდელები, როგორიცაა «Talbot-Lago», რომელიც ერთ დროს ეგვიპტის მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო «Ferrari» გამოყენებული იყო ფილმში, რომელშიც მონაწილეობდა ჯეინ ფონდა. კოლექციაში არის ასევე «Maserati»-ს იშვიათი მოდელები.

ბეილონი გეგმავდა მუზეუმის გახსნას ამ ამვტომობილებისთვის, მაგრამ ფინანსური პრობლემების წარმოქმნის გამო, ის იძულებული გახდა კოლექციის ნახევარი გაეყიდა, ხოლო დარჩენილი 60 მანქანა დაავიწყდა.

ახლა ავტომობილები აუქციონს ელოდებიან. ის მანქანები, რომელთა რესტავრაციაც შეუძლებელი იქნება, გაიყიდება ნაწილებად. ძნელი წარმოსადგენია იმ ადამიანების აღტაცება და გაკვირვება, ვინც ეს განძი აღმოაჩინა. როგორ დაავიწყდათ ასეთი შესანიშნავი კოლექცია? როგორც ჩანს, კომპანია «Artcurial Motorcars»-ის თანამშრომელბისთვის ეს აღმოჩენა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა ცხოვრებაში.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს პოსტი – მათ შორის არიან ალბათ ავტომოყვარულები.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ