რემარკის 40 ციტატა სამყაროში ყველაზე მშვენიერი შეგრძნებების შესახებ
5716 Views

რემარკის 40 ციტატა სამყაროში ყველაზე მშვენიერი შეგრძნებების შესახებ

ის წერდა დაკარგულ თაობაზე, რომლის ადგილი არ იყო იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ გადაუტანია ომი. მის რომანებში ომი არის საშინელი, ადამიანის ნების, რწმენის და ცხოვრების დამანგრეველი. სიყვარული კი ვნებიანი, ყოვლისმომცველი. ასეთ სიყვარულს შეუძლია მოაშუშოს ყველაზე მძიმე იარები, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს აყენებენ.
B2P.ge-მ მოაგროვა რემარკის წიგნებიდან: «სამი მეგობარი», «ტრიუმფალური თაღი», «დასავლეთის ფრონტი უცვლელია» და «ნასესხები სიცოცხლე» – საუკეთესო ციტატები. თითოეულ ამ რომანში ჩადებულია ცნობილი გერმანელი მწერლის გული და ცხოვრებისეული გამოცდილება.

1. «არა, — სწრაფად თქვა მან. — ოღონდ ეს არა. მეგობრებად დარჩენა? პატარა ბაღის გაშენება ჩამქრალი გრძნობების გაყინულ ლავაზე? არა, ეს საჩვენო არ არის. ასე მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ ხდება და ისიც ძალიან დიდი ფარსია. სიყვარულს არ ცვლიან მეგობრობით. დასასრული არის დასასრული».

2. ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე მეტად უცხო, ვინც ადრე გიყვარდა.

3. რა შეუძლია ერთმა ადამიანმა მისცეს მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა შეიძლება ამაზე მეტი იყოს? ახლოს ნუ მოუშვებ ნურავის. თუ მოუშვებ – მისი დაჭერა მოგინდება, ეს კი შეუძლებელია…

4. რატომ არიან ახლანდელი ახალგაზრდები უცნაურები? წარსულს ვერ იტანენ, აწმყოს გმობენ, მომავალი კი სულერთია მათთვის. ამას კარგი დასასრული ალბათ არ ექნება.

5. ადამიანური ცხვორება ძალიან გრძელია ერთი სიყვარულისთვის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ორიდან ერთ-ერთს ადრე თუ გვიან ბეზრდება, მეორე კი ხელცარიელი რჩება. გაიყინება და რაღაცას ელის… ელის, როგორც შეშლილი…

6. მხოლოდ მან იცის საყვარელ ადამიანთან შეხვედრის ბედნიერება რა არის, ვინც ხშირად დარჩენილა მარტო.

7. სიყვარულს არ უყვარს განმარტებები, მას ქცევა სჭირდება.

8. ნებისმიერ სიყვარულს უნდა იყოს სამუდამო. სწორედ ამაშია მუდმივი ტანჯვა.

9. ქალი სიყვარულის გამო ჭკვიანდება, კაცი კი თავს კარგავს.

10. მხოლოდ მაშინ, როცა საბოლოოდ დაშორდები ადამიანს, იწყებ სერიოზულად დაინტერესებას ყველაფრით, რაც მას ეხება. ასეთია სიყვარულის ერთ-ერთი პარადოქსი.

11. მხოლოდ უბედურმა იცის რა არის ბედნიერება. ბედნიერი ცხოვრებისეულ სიხარულს მანეკენზე მეტად ვერც განიცდის: ის ახდენს ამ სიხარულის დემონსტრირებას, მაგრამ რეალურად არ აქვს. სინათლე არ ანათებს დღისით, ის ანათებს როცა ბნელა.

12. უბრალოდ ბედნიერები მხოლოდ ძროხები არიან.

13. ბედნიერებაზე შეიძლება მაქსიმუმ ხუთი წუთი ილაპარაკო. აქ ვერაფერს იტყვი გარდა იმისა, რომ ბედნიერი ხარ. უბედურებაზე კი ადამიანები რამოდენიმე ღემე გადაბმულად საუბრობენ.

14. ადამიანი რეალურად ბედნიერი მხოლოდ მაშინ არის, როცა დროს ნაკლებად აქცევს ყურადღებას და შიში არ დასდევს თან. თუნდაც გეშინოდეს, მაშინაც შეიძლება სიცილი. აბა მეტი სხვა რა გზაა?

15. მარტოობა ადვილია, როცა არ გიყვარს.

16. ყველაზე საოცარი ქალაქი — ეს არის ის, სადაც ადამიანი ბედნიერია.

17. სულელად დაბადება სირცხვილი არ არის. სულელად სიკვდილი ნამდვილად სირცხვილია.

18. რაც უფრო პრიმიტიულია ადამიანი, მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

19. არაფერია იმაზე მეტად მოსაწყენი, როცა ადამიანი ახდენს საკუთარი ჭკუის დემონსტრირებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის საერთოდ არ აქვს.

20. «ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ადამიანს კარგავ მხოლოდ მაშინ, როცა ის კვდება».

21. გონება ადამიანს მიცემული აქვს იმისთვი, რომ გაიგოს: მხოლოდ გონებით ცხოვრება არ შეიძლება.

22. ვისაც უნდა შეინარჩუნოს — ის კარგავს. ვინც მზად არის ღიმილით გაუშვას — მის შენარჩუნებას ცდილობენ.

23. რაც უფრო ნაკლები თვითსიყვარული აქვს ადამიანს, მით უფრო მეტად ფასობს.

24. მცდარია შეხედულება, როცა ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად შეიგრძნობს.

25. თუ გინდათ, რომ ადამიანებმა შეგამჩნიონ, სიფრთხილე საჭირო არ არის.

26. დაიმახსოვრე ერთი რამ ბიჭუნა: არასოდეს, არასოდეს და კიდევ ერთხელ არასოდეს არ იქნები სასაცილო ქალის თვალში, თუ მისთვის რამეს გააკეთებ.

27. მე ვთვლი, ქალმა არ უნდა უთხრას მამაკაცისთვის რომ უყვარს. ამაზე მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა უნდა ილაპარაკონ. ისინი ყველა სიტყვაზე მეტად მეტყველნი არიან.

28. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი არის – ტყუილი.

29. თუ ქალი სხვას ეკუთვნის, ის ხუთჯერ უფრო სასურველია, ვიდრე ის, რომლის დაუფლებაც შეიძლება – ეს ძველი წესია.

30. ქალებისთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო, მათთან უნდა იმოქმედო.

31. ქალი — მეტალის ავეჯი არ გეგონოთ; ის ყვავილია. მას ლამაზი, თბილი სიტყვები სჭირდება.  მასზე კი არ უნდა იმუშაოთ, ყოველდღე უნდა მოეფეროთ.

32. მე მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი, მეცინებოდა და ვფიქრობდი – რამდენად საშიშია გიყვარდეს ქალი და იყო ღარიბი.

33. ის, რისი დაუფლებაც არ შეგიძლია, ყოველთვის გეჩენება იმაზე უკეთესი, რაც გაქვს. ამაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების რომანტიკა და იდიოტიზმიც.

34. ამბობენ, რომ ყველაზე რთულია განვლო პირველი სამოცდაათი წელი. ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო.

35. ცხოვრება — ეს არის აფრებიანი ნავი, რომელსაც ძალიან ბევრი აფრა აქვს. ამიტომ, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოყირავდეს.

36. მონანიება — ყველაზე გამოუსადეგარი რამეა ცხოვრებაში, რადგან რაიმეს დაბრუნება ან გამოსწორება შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი წმინდანი იქნებოდა. ცხოვრებას არ ჰქონდა გეგმაში ყველა ჩვენგანის სრულყოფა. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

37. პრინციპები ზოგჯერ უნდა დაარღვიო, სხვაგვარად მათგან ვერანაირ ხეირს ვერ მიიღებ.

38. — გნებავთ ვაშლი? ვაშლი ცხოვრებას ახანგრძლივებს!
— არა, გმადლობთ.
— სიგარა?
— ისიც ახანგრძლივებს ცხოვრებას?
— არა, პირიქით, ამოკლებს. მაგრამ მაგის გაწონასწორება შეიძლება ვაშლით.

39. სჯობს მოკვდე მაშინ, როცა ცხოვრება გინდა, ვიდრე მაშინ, როცა სიკვდილი სანატრელი გახდება.

40. რაც არ უნდა შეგემთხვეთ, არაფერი არ მიიტანოთ გულთან ახლოს. ცხოვრებაში ცოტა რამ არის დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like