მარცხის ფაქტორები: რეკლამით გამოწვეული მარცხი

მარცხის ფაქტორები: რეკლამით გამოწვეული მარცხი

ბევრი ბიზნესმენი თავის გადასარჩენად მთელ თავის იმედს რეკლამასა და გაყიდვათა სტიმულირებაზე ამყარებს… ტელევიზორების შეკეთება, ხალიჩების წმედა, საფოსტო შეკვეთები, გაქირავების სააგენტოები, და საცალო მოვაჭრეები.

როდესაც ბიზნესს ვიწყებთ, საქმეში ჩადებულ საწყის კაპიტალში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული პირველი ექვსი თვის რეკლამისა და სტიმულირების თანხები. ძალიან იშვიათად შეხვდებით ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებას მიაღწევს გაყიდვების სტიმულირების გარეშე. ფაქტიურად, რაც უფრო მეტი ფული იქნება ამაზე გამოყოფილი, მით უფრო დიდი იქნება წარმატების შანსი.

ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ის ბიზნესი, რომელიც დიდ სავაჭრო ცენტრებში წარიმართება, სადაც რეკლამაზე უზარმაზარი თანხები გამოიყოფა და სადაც ერთი და იგივე ფირმის საცალო ვაჭრობის მაღაზიების და უნივერსამების მთელი ქსელია განლაგებული. ასეთ ცენტრებში მაღაზიის მფლობელებს მშვენიერი მოგება აქვთ მუშაობის პირველი დღეებიდან, ვინაიდან მათი რეკლამა ფინანსდება. იმ მეპატრონეებს, რომელთა მაღაზიები არა სავაჭრო ცენტრში, არამედ განცალკევებულ ადგილას მდებარეობს, რა თქმა უნდა, თითქმის იგივე დანახარჯები აქვთ, ვინაიდან, პროპორციულად, უფრო მაღალი ქირა და საწყისი ხარჯები საბოლოო ჯამში რეკლამაზე დახარჯულ ფულს უდრის.

რეკლამის გარეშე შეუძლიათ იარსებონ აგრეთვე იმ მაღაზიებმა, რომლებიც განლაგებულია ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა, მაგალითად, ატრაქციონები ტურისტებისათვის ან ისეთი ქუჩები, სადაც უხვად არის ოფისები. ისინიც სათანადო მოგებას პირველივე დღეებიდან ღებულობენ, მაგრამ თუ თქვენი მაღაზია არც სავაჭრო და არც ტურისტულ ცენტრში, ატრაქციონებთან ახლოს არ მდებარეობს, თქვენი ზრდის ტემპი შედარებით დაბალი იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მაღაზია მთავარ ქუჩაზე არის მოთავსებული. თქვენ ნამდვილ მოგებას ნახავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტურას მოიპოვებთ.

გაგრძელება: ბიზნესის ენთუზიასტური დაგეგმვა

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

წარმატებული მმართველების 8 წესი 

1. ბიზნესი ― ეს არის ეკოსისტემა და არა ბრძოლის ველი  რიგითი მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც კომპანიებს, ჯგუფებს და განყოფილებებს შორის კონფლიქტს. წარმატებული მმართველები ქმნიან გუნდებს,რომლებიც ადაპტაციას ახდენენ ახალ ბაზრებთან და

წარმატება და მოტივაცია

როგორ გავხდეთ მილიარდერი

ფულადი სახსრების უდიდესი ნაწილი მილიარდერების და მილიონერების ხელშია. რატომ ხდება ასე და როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა? რობერტ კიიოსაკი მოგვითხრობს ფულადი სახსრების მოდინების კვადრანტის შესახებ, თუმცა, წარმატების მისაღწევად, საჭიროა

წარმატება და მოტივაცია

მოტივაცია გაყიდვებისთვის

მარტივი ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ გაყიდვების მოტივაცია – ეს არის თქვენი შიდა საქმე. ეს ძალიან აუცილებელი უნდა იყოს თქვენთვის და არა ვინმე სხვისთვის. ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ!თქვენ ერთი ცხოვრება გაქვთ