რეგინა ბრეტტი: ცხოვრებისეული გაკვეთილების სია

რეგინა ბრეტტი: ცხოვრებისეული გაკვეთილების სია

რეგინა ბრეტმა 45 წლის ასაკში შეადგინა სია იმ გაკვეთილებისა, რომელიც ცხოვრებამ მისცა. ამ სიის პოპულარობის გამო ის 90 წლის ასაკშიც აქვეყნებს მას.

  1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია.
  2. თუ ორჭოფობ – გადადგი წინ პატარა ნაბიჯი კიდევ.
  3. ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა იმისთვის, რომ სიძულვილზე დახარჯო.
  4. სამუშაო არ იზრუნებს შენზე, როდესაც ავადმყოფობ. ამას გააკეთებენ შენი მშობლები, ახლობლები და მეგობრები. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
  5. არ არის სავალდებულო ყველა კამათში მოიგო. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.
  6. იტირე ვინმესთან ერთად. ეს მარტოობაში ტირილზე უკეთესია.
  7. შეაგროვე პენსიისთვის პირველი ხელფასიდანვე.
  8. შეეგუე შენს წარსულს, რათა არ გააფუჭოს შენი მომავალი.
  9. შეიძლება თავს მისცე უფლება ატირდე შენი შვილების თანდასწრებით.
  10. ნუ შეადარებ შენს ცხოვრებას სხვისას, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს – რისი გადატანა უწევს მათ სინამდვილეში.
  11. თუ ურთიერთობა საიდუმლო უინდა იყოს, არ ღირს მასში მონაწილეობა.
  12. ყველაფერი შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს.
  13. გააკეთე ღრმა ამოსუნთქვა – ეს ამშვიდებს.
  14. რაც არ გკლავს – უფრო ძლიერს გხდის.
  15. არასდროს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, ოღონდ მეორე ბავშვობა.
  16. მოიშორე ყველაფერი, რასაც არ შეიძლება უწოდო სასარგებლო, ლამაზი ან თავშესაქცევი.
  17. როდესაც მოვა დრო, რომ მიჰყვე იმას, რაც გიყვარს ამ ცხოვრებაში – ნუ იტყვი “არას”.
  18. დაწვი სანთლები, იხმარე კარგი თეთრეული, ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი არ შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა – დღესაა.
  19. იყავი ექსცენტრიული ეხლა. ნუ დაელოდები სიბერეს იმისთვის, რიმ ჩაიცვა ფერადი და ლამაზი ტანსაცმელი.
  20. ყველაზე მთავარი ორგანი სექსში – ტვინია.
  21. არავინ, შენს გარდა, არ არის პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.
  22. ყოველთვის აირჩიე ცხოვრება.
  23. აპატიე ყველას და ყველაფერი.
  24. რას ფიქრობენ სხვები შენზე არ უნდა გაღელვებდეს.
  25. დრო მკურნალობს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.
  26. არ არის მთავარი ცუდია სიტუაცია თუ კარგი – ის შეიცვლება.
  27. გჯეროდეს სასწაულების.
  28. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის – ღმერთია და არა იმისთვის – გააკეთე რამე თუ არა.
  29. არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც ასწრებ.
  30. დაბერება უფრო მომგებიანი ალტერნატივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.
  31. ყველაფერი, რასაც საბოლოოდ აქვს აზრი – ეს ისაა, რომ განიცადე სიყვარული.
  32. ჩვენ რომ ერთად მოგვეგროვებინა ყველა ჩვენი პრობლემა და შეგვედარებინა სხვის პრობლემებთან – სასწრაფოდ წავიღებდით ჩვენსას უკან.
  33. შური – დროის ფუჭად დაკარგვაა, შენ გაქვს ყველაფერი რაც საჭიროა.
  34. ყველაზე საუკეთესო – წინაა.
  35. არ ააქვს მნიშვნელობა – როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
  36. თუმცა ცხოვრება არ არის ბაბთით შეკრული, ეს მაინც საჩუქარია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

ფილოსოფია

იტალიელების ბრძნული გამონათქვამები

იტალია – ეს მხოლოდ ევროპული ცივილიზაციის აკვანი, გენიოსების სამშობლო, აღორძინების და ჩექმის ფორმის ქვეყანა არ არის, ის არის ხალხური სიბრძნის საუნჯეც. ხმელთაშუაზღვისპირეთში ცხოვრობენ შესანიშნავი, ხალისიანი, ემოციური ადამიანები, ღვინისა და ლამაზმანების

ფილოსოფია

ვიქტორ ჰიუგოს 27 შთამაგონებელი ფრაზა

გონება მდიდრდება იმით რასაც იღებს. გული კი იმით რასაც ის გასცემს. ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ყავს–უცოდინრობა. ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და დაგლეჯილი ფეხსაცმელები,

გამონათქვამები

32 რჩევა ბრძენი ადამიანებისგან

1. ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად. 2. ნუ განსჯით ადამიანებს მათი ნათესავებიდან გამომდინარე. 3. როცა თქვენ ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — თქვით სიმართლე! 4. როცა თქვენ ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში