10 მეთოდი იმისათვის, რომ დღე მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს
1427 Views

10 მეთოდი იმისათვის, რომ დღე მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს

წაიკითხეთ Red Hat-ის პრეზიდენტისა და CEO-ს რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმუმი მიიღოთ თქვენი სამუშაო დროისგან და აიმაღლოთ პერსონალური პროდუქტიულობა.

მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ, არსებობს სამუშაო დღის ერთი გამორჩეული ნიშანი, რაც ყველასთვის საერთოა: ჩვენს განკარგულებაში 24 საათია.

1. ყოველ კვირას საღამოს დაგეგმეთ მომდევნო სამუშაო კვირა
კვირას საღამოს მე ვჯდები იმ სიის შესადგენად, რომელიც მოიცავს მთავარ ამოცანებს მომდევნო თვეზე ან წელზე. ეს მიზნები და ამოცანები ავსებენ ყოველ კვირას, მეხმარებიან სწორ გზაზე ვიდგე და საკითხები საჭირო დონეზე განვიხილო. შესაძლოა ხანგრძლივ დროზე გათვლილი მიზნები არც კი საჭიროებენ გადაუდებელ ქმედებებს მათი მიღწევის გზაზე, მაგრამ ისინი უპირობოდ მნიშვნელოვანია. თუ აღნიშნულ საკითხში სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, «მნიშვნელოვანი» მიზნები შესაძლოა მარტივად გადაიფაროს «სასწრაფო» საკითხებით. სიის შედეგენის შემდეგ მე ვამოწმებ გრაფიკს და სამუშაო კვირისთვის გაწერილ დავალებებს. მე ვიცი რა დრო სჭირდება შეხვედრას და ა.შ. ამის შემდეგ, მე ვგეგმავ იმ ამოცანებს, რომლებიც უნდა შევასრულო და შემაქვს ისინი ჩემს საქმიან სიაში.

მთავარია — შექმნათ თქვენი სამუშაო კვირის სტრუქტურა და მიჰყვეთ მას დისციპლინირებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დინებაზე მიუშვებთ და სასწრაფო საკითხები გადაფარავენ იმას, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.

2. წინასწარ გამოყავით კონკრეტული საკითხების შესასრულებელი დრო
ყველა ჩვენგანს შეაქვს გრაფიკში შეხვედრების და თათბირებისთვის განკუთვნილი დრო. წადით კიდევ უფრო შორს და გაწერთ კონკრეტული საკითხების შესასრულებელი დრო. მაგალითად, შეიტანეთ სიაში საკთხი «ახალი წინადადების შედგენა», «პრეზენტაციის გაკეთება», ან «სარეკლამო მასალების გადახედვა და დამოწმება».

თუ თქვენ თავიდანვე არ გამოყოფთ კონკრეტული საკითხების შესრულების დროს, მოგიწევთ მათი მუდმივად სამომავლოდ გადადება და ვადებში გექნებათ ჩამორჩენა. ან მუდმივად სხვა საქმეების გამო მათი კეთების შეწყვეტა მოგიწევთ, რითაც დაგეკარგებათ კონცენტრაცია და შემდეგ მხედველობიდანაც გამოგრჩებათ, ხოლო რეალურად მნიშვნელოვანი საკითხები საერთოდ შეუსრულებელი დაგრჩებათ.

3. აკონტროლეთ, რომ შესასრულებელი საკთხების სიაში რაც შეიძლება მეტი შესრულება გქონდეთ
მე ხშირად მომიმზადებია საკთხების სია, მაგრამ საჭირო დროს არ გამოვყოფდი თითოეული დავალებისთვის. რა მოჰყვა ამას? ჩემ სიაში იმაზე უფრო მეტი შესასრულებელი საკითხი ჩნდებოდა, რამდენის შესრულებაც ფიზიკურად შემეძლო, ამის გამო კი ჩემი სია სურვილების სიას ემსგავსებოდა. თუ თქვენ დღეისათვის დაგეგმილი გაქვთ ექვსი საათი თათბირებისთვის და მრავალი სხვა დავალებისთვის, რომელთა შესრულებაზე საერთ ჯამში რეალურად საჭიროა რვა საათი, იცოდეთ, რომ ეს დავალებები დარჩება სიაში და გადავა მოლოდინის რეჟიმში.

ამოცანების რეალისტური დაყოფა გაიძულებთ დააყენოთ პრიორიტეტები (პირადად მე მომწონს ორგანაიზერი Toodledo, თუმცა უამრავი სხვა ინსტრუმენტიც არსებობს, რომლებიც სამუშაოს დაგეგმვაში შეიძლება გამოიყენოთ). ამოცანებისა და დროის რეალისტური განაწილება მათი შესრულებისას დროის ოპტიმალურად გამოყენებაში გეხმარებათ. როცა იცით, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებას სჭირდება არაუმეტეს 30 წუთი, თქვენ უფრო ინტენსიურად იმუშავებთ და ყურადღების გადამტან ფაქტორებსაც დააიგნორებთ.

4. დანიშნეთ სტანდარტული 30 წუთიანი შეხვედრები
ის, ვინც გამოიგონა კალენდარული დაგეგმვის პროგრამულ რესურსებში 1 საათიანი სტანდარტი, მილიონობით ადამიანის დროს ხარჯავს ფუჭად, რადგან საკითხების უმეტესობის მოსაგვარებლად სრულიად საკმარისია 30 წუთი, უფრო მეტიც, მათ მოსაგვარებლად საკმარისია 15 წუთი – განსაკუთრებით მაშინ, თუ თითოეულ ადამიანს, ვინც მოწვეულია შეხვედრაზე, ეცოდინება, რომ შეხვედრა გაგრძელდება 15 წუთს.

ნუ გახდებით დაგეგმვის ინსტრუმენტების მონა მათში მოცემული სტანდარტული პარამეტრების გამო. საათიანი შეხვედრები მხოლოდ მაშინ დანიშნეთ, თუ სრულიად დარწმუნებული იქნებით იმაში, რომ ეს თქვენ გჭირდებათ.

5. უარი თქვით მრავალამოცანიან გეგმაზე
თათბირის დროს — განსაკუთრებით მაშინ, როცა მისთვის გამოყოფილია ერთი საათი — ძალიან რთულია თავის შეკავება რამოდენიმე უმნიშვნელო საკითხის ერთდროულად შესრულებისგან (ვინმე არის ისეთი, ვისაც შეხვედრების დროს წერილებით გადავსებული ელ-ფოსტა არ გაუსუფთავებია?). პრობლემა იმაშია, რომ ყურადღების გაფანტვა ასეთ შეხვედრებს ნაკლებადპროდუქტიულს ხდის. მაშინაც კი, თუ თქვენ მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებთ, ხდება ყურადღების გადატანა და ნაკლებად პროდუქტიული ხდებით.

მრავალამოცანიანი გეგმა — პირადი პროდუქტიულობის მკვლელია
ნუ ეცდებით ერთდროულად ერთზე მეტი დავალება შეასრულოთ. სჯობს მობილიზდეთ ერთ კონრეტულ საქმეზე და უნაკლოდ შეასრულოთ ის.

6. შეეცადეთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ «სასაზღვრო» დრო
ყველაზე დიდი დროის დანაკარგი მაშინ მაქვს, როცა სამსახურში მივდივარ, როცა სახლში ვბრუნდები და როცა აეროპორტში ვარ, ამიტომ, მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ შემიძლია ამ დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენება. მე ვგეგმავ სამსახურში მიმავალ გზაზე რამოდენიმე ზარის განხორციელებას. ეს მარტივია: მე მიმყავს ბავშვები სკოლაში და ადგილზე ვტოვებ გარკვეული დროის შუალედში 8:00-დან 8:30-მდე, რა დროსაც შესაძლებლობა მეძლევა განვახორციელო ზარი. როგორც წესი, მე არ შემაქვს გეგმაში განსახორციელებელი ზარები სახლში მიმავალ გზაზე. ამ დროს მე შემიძლია ვინმეს გადავურეკო, მაგალითად ადამიანებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებიან.

აეროპორტში მე ვიყენებ Pocket-ს, ბრაუზერის დაერთების შესაძლებლობის მქონე მოდულს, რომელიც ტვირთავს და ინიშნავს მოგვიანებით წასაკითხ სტატიებს. მე შემიძლია 10 სტატიის ჩამოტვირთვა და საკუთარი თავის წინასწარ უზრუნველყოფა სასარგებლო კონტენტით, რომელსაც წავიკთხავ საბაჟო შემოწმების გავლის დროს.

ყურადღებით შეისწავლეთ საკუთარი დღე. განსაზღვრეთ მოცდენის დრო. შემდეგ დაგეგმეთ ის, რისი გაკეთებაც ამ დროის მანძილზე შეგიძლიათ. დაარქვით ამ დროს «სასაზღვრო» დრო, რომლის ხარჯზეც თქვენ ნამდვილად შეძლებთ საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდას.

7. აკონტროლეთ დრო
როგორც კი დაიწყებთ საკუთარი დროის გაკონტროლებას (მე ამისთვის ვიყენებ წამზომ Toggl-ს), აღშფოთდებით იმით, თუ რამდენ დროს ფლანგავთ არაპროდუქტიურლ საქმიანობაზე. ინფორმაციის შეყვანისას არ არის საჭირო დეტალებში ქექვა, უბრალოდ დაწერეთ რის გაკეთებას აპირებთ.

დროის გათვლა, რომელიც საჭიროა კონკრეტული დავალების შესასრულებლად, მე პირადად ცოტა ხნის წინ დავიწყე. ეს იყო შეუფასებელი გამოცდილება, რომელმაც თვალები ამიხილა ბევრ საკითხზე და მართლაც დამეხმარა მნიშვნელოვან დავალებებზე კონცენტრირებაში.

8. დაფიქრდით სადილზე, რომელმაც შეიძლება მთელი ერთი საათი წაიღოს, ან 30 წუთი, ან სულაც 10 წუთი
რამდენი დროც არ უნდა გეხარჯებოდეთ სადილზე, დაფიქრდით იმაზე, თუ რას აკეთებთ. თუ თქვენ მიჩვეული ხართ სამუშაო მაგიდასთან წახემსებას, გასაგებია, მაგრამ თუ თქვენ მოკლევადიანი შესვენების დროს რაიმე ახალ შესაძლებლობებს იღებთ, სადილი – ეს სწორედ ის დროა, როცა მრავალამოცანიანი გეგმა შეიძლება სწორი გადაწყვეტილება იყოს: თქვენ შეგიძლიათ ახალი კონტაქტები დაამყაროთ, არაფორმალური ურთიერთობა იქონიოთ და შექმნათ კომპანიის კულტურა – ეს იმ შემთხვევაში, თუ ყოველ დღე სადილობა ადამიანების ერთი და იგივე შემადგელობასთან არ გსურთ.

აირჩიეთ კვირაში ორი დღე იმისათვის, რომ ისადილოთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ან უბრალოდ გაისეირნოთ, ან რაიმე პროდუქტიული გააკეთოთ პირადად საკუთარი თავისთვის. დავუშვათ თქვენ ხარჯავთ ერთ საათს სადილობისთვის, ეს კვირაში ხუთი საათია. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ გაატარებთ ამ დროს. თქვენ არ უნდა იმუშაოთ ამ დროს, პირიქით, თქვენ ეს დრო უნდა აიძულოთ, რომ თქვენზე იმუშაოს.

9. ნუ დახარჯავთ ოჯახთან ერთად გასატარებელ დროს სამუშაოს შესრულებაზე
მე, ისევე როგორც თქვენ, ბევრს ვმუშაობ. ასე რომ, ძალიან სერიოზულად ვუდგები საკითხს, თუ როგორ გავატარო საღამო. როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები, დროს ვუთმობ ოჯახს: ერთად ვვახშმობთ, ბავშებს საშინაო დავალებების შესრულებაში ვეხმარები – მუშაობას სრულად ვწყვეტ. არანაირ სატელეფონო ზარებს არ ვახორციელებ და არც ელ-ფოსტას ვხსნი.
ფაქტიურად მე და ჩემ მეუღლეს ორი საათი გვაქვს მანამ, სანამ ბავშები დასაძინებლად გაემზადებიან. ამის შემდეგ მე შემიძლია ისევ საქმეზე გადავერთო. ჩემთვის მოსახერხებელია სამსახურიდან წასვლა საღამოს 5:00-ზე ან 5:30-ზე, რადგან 8 ან 9 საათვისთვის მე შემიძლია განვაახლო შესასრულებელი საკითხების მოგვარება.

ყველა ოჯახში არის შედარებით მეტი აქტივობის საათები, როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება, რაღაც საკითხის განიხილავენ, ურთიერთობენ. თუ თქვენ წინასწარ არ გამოათავისუფლებთ ამ დროს, დიდი შანსია, რომ ოჯახშიც სამშაოზე გადაერთოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დროის განსაზღვრა: როციდ მუშაობთ და როდის ატარებთ დროს ოჯახთან ერთად. დაიმახსოვრეთ, ოჯახისთვის გამოყოფილ დროს სრულად უნდა მოწყდეთ საქმეს, არავითარი სატელეფონო ზარები. ეს დრო სრულად დაუთმეთ ოჯახის წევრებს.

10. დაიწყეთ ყოველი დღე სწორად
საწოლიდან ადგომის შემდეგ, პირველი, რასაც ვაკეთებ არის ვარჯიში, რადგან ის მმუხტავს ენერგიით (კვლევები აჩვენებენ, რომ ზომიერი ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას 12 სთ-ის მანძლზე).

დაიწყეთ საკუთარი დილა პროდუქტიულად და მთელი დღე ასეთი იქნება. მე დილით ადრე ვდგები და დავრბივარ, შემდეგ გაზეთს ვკითხულობ, ცოტა განტვირთვისთვის. შემდეგ ვსაუზმობ შვილებთან ერთად. ასეთი მიმდევრობით ადამიანი იღებს არამარტო ენერგიას და იმუხტება დადებითად, არამედ ამზადებს ნაყოფიერი დღის საფუძველს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like