კომპეტენტური რჩევის უქონლობით გამოწვეული მარცხი

კომპეტენტური რჩევის უქონლობით გამოწვეული მარცხი

როდესაც ჯანმრთელობა გაწუხებთ, ექიმებთან მიდიხართ, როდესაც იურიდიული პრობლემა გაქვთ გადასაჭრელი, ვექილს მმართავთ. მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, ბევრი ისე გადაეშვება ამ ახალ წამოწყებაში, ხშირად უკანასკნელ დანაზოგს ჩადებს და ერთი წუთითაც არ დაფიქრდება იმაზე, რომ თავისი ბიზნეს – გეგმა (თუ მას საერთოდ გააჩნია ასეთი) კომპეტენტურ ბიზნეს-კონსულტანტს მისცეს გასაანალიზებლად. ისინი ისეთი მოჭარბებული ენთუზიაზმით უდგებიან თავიაანთ იდეას, რომ თვალებახვეული ცხენებივით მხოლოდ წინ იყურებიან, მიზნისკენ და ოდნავადაც კი არ უშვებენ მარცხს ან გეგმის შედგენისას შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას თითქმის ყველგან ვაწყდებით ბიზნესს, რომელიც განწირულია დასაღუპავად. შესაძლო მარცხის ნიშნები ერთი შეხედვითაც ადვილად ჩანს.

გამოცდილი ბიზნესმენები არასოდეს არ აძლევენ გადაჭარბებულ შეფასებას თავიაანთ იდეებს. ენთუზიაზმი საშიშია ბიზნესისათვის, ვინაიდან იგი უბიძგებს ადამიანებს დაუფიქრებელი და აჩქარებული ქმედებისაკენ. წინასწარ გააზრებული დაგეგმვა აუცილებელი პირობაა ყველა საქმიანი წამოწყებისათვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მარცხის მოსალოდნელი ფაქტორების გამოთვლა, ენთუზიაზმი კი ხელს არ უწყობს ასეთი ლოგიკური და ობიექტური მიდგომის განვითარებას.

მიიღეთ სასარგებლო რჩევა იურისტისაგან. თვითონ ადვოკატიც კი თავად არ იცავს საკუთარ თავს. როდესაც მას იურიდიული პრობლემა აქვს. როგორც აბრაამ ლინკოლმა თქვა, “ადამიანს, რომელიც თავის თავს უდგება ვექილად, კლიენტად სულელი ჰყავს”.

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like