5 ჩვევა, რომელიც დაგეხმარებათ წინსვლაში

5 ჩვევა, რომელიც დაგეხმარებათ წინსვლაში

ჩვევა 1. მნიშვნელოვანი საქმეები — პირველ რიგში!
ბევრი ადამიანი რთულ და მძიმე დავალებებს „სახვალიოდ“, „სამომავლოდ“ გადადებს ხოლმე. მთელი პრობლემა არის ის, რომ საქმის ასეთ გადადება იქცევა დაუსრულებელ ჩვევად! გინდათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა? მაშინ საკითხები მოაგვარეთ დღეს და საქმეც გააკეთეთ დღეს, არ გადადოთ არავითარ შემთხვევაში. რაც მთავარია საქმის კეთება უნდა დაიწყოთ გაცილებით მნიშვნელოვანი და რთული საკითხების მოგვარებით. მაშინ ყველა დანარჩენი საქმის გაკეთებას გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებთ.

ჩვევა 2. ყოველთვის აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
თუ საკუთარი თავი გამოიჭირეთ იმაში, რომ წარუმატებლობას და მარცხს სხვებს აბრალებთ, სასწრაფოდ გადააწყვეთ თქვენი შიდა დიალოგი რაიმე ნაყოფიერზე. მაგალითად, შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა: „რა უნდა გავაკეთო, რომ სიტუაციის გამოსწორება შევძლო?“. დაუსვით შეკითხვები საკუთარ თავს და მოძებნეთ მათზე პასუხები.

ჩვევა 3. ნუ შეჩერდებით მიღწეულზე
ცხოვრება არის წინსვლა. ნუ დაიწყებთ ერთი ადგილის ტკეპნას, თორემ ეს იძულებულს გაგხდით წლების მანძილზე ერთ დონეზე გაიჭედოთ. დამდგარი წყალი დროთა განმავლობაში ყროლდება და მხოლოდ წყაროშია ის სუფთა და გრილი. თუ გრძნობთ, რომ დღეები მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, სასწრაფოდ დაიწყეთ რაიმე სიახლის ძებნა. რუტინისგან მიღებული დაღლილობა უცებ, ერთიანად დაგატყდებათ თავს და შთანთქავს მთელ ენერგიას და ე.წ. „დრაივს“. მოსინჯეთ იმის კეთება, რითაც ადრე არასოდეს არ დაკავებულხართ. აკეთეთ ის, რაც გულს უნდა, მაგრამ ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ დროისა და ძალების უკმარისობის გამო.

ჩვევა 4. ისწავლეთ ყოველ დღე
წარმატებული ხდება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იყენებს ყველაზე ახალ და ეფექტურ მეთოდებს მიზნის მიღწევაში. ნუ შეგრცხვებათ ისწავლოთ ნებისმიერ ასაკში. ცხოვრებას რომ არ ჩამორჩეთ, საჭიროა მას მიჰყვეთ ფეხდაფეხ. რა თქმა უნდა შეიძლება მხოლოდ საკუთარ შეცდომებზეც ისწავლო, მაგრამ წარმოგიდგენიათ რამდენ დროს და ენერგიას დაკარგავთ ამ შემთხვევაში? დრო კი ძალიან ფასეულია, რომელიც უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად შედეგიანად. გაცილებით ეფქტურად და სწრაფად გამოგივათ ყველაფერი, თუ სხვების გამოცდილებას გაიზიარებთ. მათ თუ გამოუვიდათ, აუცილებლად გამოგივათ თქვენც.

ჩვევა 5. დაუთმეთ დრო საკუთარ ოცნებას
ჩვენ ხშირად ავტომატურად ვერთვებით არანორმალური სისწრაფით მიმდინარე თანამედროვე ცხოვრების მარათონში და ხშირად ამ ყოველდღიურ ორომტრიალში ჩაბმულებს გვავიწყდება იმ მიზნებისა და ოცნებების შესახებ, რომელბიც გაგვაჩნდა. მაგალითად გვქონდა ოცნება მყურდრო სახლი აგვეშენებინა (სახლის, სადაც ყოველთვის გინდა დაბრუნება და სადაც მუდამ სულიერი სითბო გხვდება) და ამის მაგივრად ვიწყებთ ბინის ულტრა თამანედროვე ავეჯით შევსებას, მუდმივად ვარემონტებთ და ვცდილობთ მოვიყვანოთ ევრო სტანდარტებში. შეჩერდით წუთიერად და დაფიქრდით: რა იწვევს თქვენში ნათელ ემოციებს? ნუ გადადებთ საკუთარ ოცნებებს სამომავლოდ, დაიწყეთ ცხოვება „აქ“ და „ახლა“!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ის რაც უნდა იცოდე, როდესაც ცხოვრებაში ზღვარზე აღმოჩნდები

ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა იწყება, ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ გამოცდას ადრე თუ გვიან

Print Friendly, PDF & Email

10 საშუალება იმისათვის, რომ გარშემომყოფებს მოეწონოთ

1. ქარიზმა ნუ იფიქრებთ, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. ქარიზმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი თვისება შესაძლებელია გამოიმუშაოთ. ღიმილიანი სახე და იუმორის გრძნობა, ანთებული თვალები, საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებებს ჯერ

Print Friendly, PDF & Email

ადიქცია, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი

პიროვნების პოსტმოდერნისტული თეორია. როგორ ტრანსფორმირდება ჩვენს დროში სხვადასხვა პიროვნული სტრუქტურები (აზრები, მოტივები, წესები, მიზნები და ა.შ.), რა გვაიძულებს ახალ პირობებში, როცა სამყარო გლობალურად დატვირთულია სხვადასხვა ადიქციით (დამოკიდებულებით), როგორიცაა: ნარკო, ალკო,

Print Friendly, PDF & Email

ერთი პრინციპი, რისგანაც ჩნდება წინააღმდეგობები ჩვენს ცხოვრებაში

არსებობს გარკვეული წონასწორული მდგომარეობა, როგორც ერთი ადამიანის შინაგან სამყაროში, ასევე მის ოჯახში, სამეგობროში, სანათესაოში და ნებისმიერ საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფში და ამ წონასწორულ მდგომარეობას ფსიქოლოგები წონასწორულ პრინციპს ეძახიან. ამასთან, ყველასათვის

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა ვიოცნებოთ და მივყვეთ ოცნებებს კვალდაკვალ?

სტატია, რომელიც იწყება კითხვით რატომ უნდა ვიოცნებოთ?  ყოველთვის იქცევს  მკითხველის ყურადღებას. ოცნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია   მსგავსი ტიპის სტატიები არასდროს არის ზედმეტი და იდენტური. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ

Print Friendly, PDF & Email

ტესტი: როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი?

ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა, რომელსაც ხანგრძლივი და მოვლენებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, ერთხელ  მოყვა: «ბავშვობაში მე ვავადმყოფობდი და მამას წამოსცდა, რომ სავარაუდოდ ახალგაზრდა მოვკვდებოდი. ამაში ის ნამდვილად შეცდა, რაგან მე

Print Friendly, PDF & Email