23 სასარგებლო რჩევა წარმატებისთვის

23 სასარგებლო რჩევა წარმატებისთვის

დაიწყეთ ორშაბათიდან, ის ხომ უკვე დადგა! მიამაგრეთ რჩევები კედელზე, მიჰყევით მათ და თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული!

1. ირგვლივ შემოიკრიბეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აგამაღლებთ. ცხოვრება ისედაც სავსეა ისეთი ადამიანებით, ვინც დაბლა გექაჩებათ.

2. დღეს გააკეთეთ ის, რაც სხვებს არ სურთ, ხვალ ისე იცხოვრებთ, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.

3. თუკი იპოვით ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ ისევე თავისუფლად მოიქცეთ, როგორც მარტო საკუთარ თავთან იქცევით, მაშინ დააფასეთ იგი როგორც ჰაერი.

4. თუკი გეტყვიან, რომ თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, გახსოვდეთ – არსებობენ კიდევ თვითმფრინავები და იახტები.

5. ეკლის გულში ჩადებით, მაშინაც კი, თუკი მას ბოდიშებით ამოიღებთ, მაინც დატოვებთ მასში ხვრელს, რომელიც დიდხანს განაგრძობს შეხორცებას და დატანჯავს თავის მფლობელს. ნუ ატკენთ მათ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ.

6. არასოდეს იმართლოთ თავი, არც მასთან ვისაც უყვარხართ და მითუმეტეს მასთან, ვისაც არ უყვარხართ. ის, ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ, ხოლო ვისაც უყვარხართ თვითონაც მოძებნის თქვენთვის გამართლებას.

7. თუკი თქვენზე ხმები დადის ე.ი. პიროვნება ხართ. გახსოვდეთ: არასოდეს განიკითხავენ და შურთ მისი, ვინც ცუდია. შურთ საუკეთესოების, განიკითხავენ საუკეთესოებს.

8. არ შეგიძლიათ ქალის გაბედნიერება? მაშინ სხვას ხელს ნუ შეუშლით.

9. შეძელით პატიება, ეს ძლიერების თვისებაა. სუსტები არასოდეს პატიობენ.

10. იბრძოლეთ, ქალი ხომ ძლიერებს, თამამებსა და მედგრებს ირჩევს და არა მათ, ვინც პატარა ჩხუბის შემდეგ ხელებს ჩამოუშვებს და მიდის.

11. ნურასოდეს იკამათებთ იდიოტებთან, ამით თქვენ მათ დონემდე დაეშვებით, სადაც ისინი დაგჯაბნიან თავისი გამოცდილებით.

12. ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანები ახლობლები ხდებიან დროთა განმავლობაში, ხოლო უცხოები მომენტალურად.

13. ისწავლეთ იყოთ ბედნიერი ალკოჰოლის გარეშე, იოცნებოთ ნარკოტიკის გარეშე, იკონტაქტოთ ინტერნეტის გარეშე და ინერვიულოთ სიგარეტის გარეშე.

14. სამუშაო გულით აირჩიეთ და არც ერთი დღე მოგიწევთ მუშაობა.

15. ცხოვრებაში ძალიან ნურავის დაეყრდნობით, რადგან თქვენი აჩრდილიც კი გტოვებთ, როცა სიბნელეში ხართ.

16. არ ინანოთ თქვენი შეცდომების გამო, რადგან მათ გარეშე ვერასოდეს ისწავლით როგორ გააკეთოთ რაიმე სწორად.

17. თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.

18. როცა აგებთ, უბრალოდ გაიღიმეთ. გამარჯვებული კარგავს მოგების გემოს.

19. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება, აუცილებლად! რომ შეძლოთ დილაობით ადგომა.

20. თუკი დათვი ხესთან გაბამთ და ლათინურად საუბრობს, დაიძინეთ. ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დასაძინებლად წადით.

21. თუკი უკმაყოფილო ხართ იმ ადგილით, რომელსაც იკავებთ, შეცვალეთ იგი, თქვენ ხომ ხე არ ხართ!

22. თუ მდიდარი ხართ ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი ხართ თქვენს სიღარიბეს სერიოზულად ნუ მიიღებთ. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ სამყაროში და გახსოვდეთ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, თქვენ იქნებით თავისუფალი, ვერ შეგეხებათ ტანჯვა. ტანჯვა შედეგია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების, ნეტარება – თამაშის. მიიღეთ ცხოვრება როგორც თამაში, იმხიარულეთ მისით!

23. არასოდეს ისაუბროთ საკუთარ თავზე ცუდად, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ მოვიქცეთ როცა ჩვენი შურთ?

მართალია შურზე და შურიან ადამიანებზე ბევრი რამ თქმულა, თუმცა მე მინდა ამ თემაზე ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ. პირველ რიგში, გეტყვით რომ თუ თქვენი შურთ ადამიანებს, მაშინ გილოცავთ! რადგან თქვენ გაქვთ ის,

Print Friendly, PDF & Email

მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის…. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს

Print Friendly, PDF & Email

დედა ტერეზას ცხოვრებისეული შეგონებები

1. ცხოვრება – არის შესაძლებლობა, გამოიყენეთ ის. 2. ცხოვრება – არის სილამაზე, აღფრთოვანდით მისით. 3. ცხოვრება – არის ნეტარება, დააგემოვნეთ ის. 4. ცხოვრება – არის ოცნება, განახორციელეთ ის. 5. ცხოვრება

Print Friendly, PDF & Email

როგორ ავიმაღლოთ ენერგეტიკული ვიბრაციები და გავხდეთ უფრო იღბლიანი?

იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ჩვენს ცხოვრებაში ის რაც გვინდა და თავი გავართვათ დასახულ ამოცანებს, შესაბამის ტალღაზე უნდა ავეწყოთ, გვირჩევენ ფსიქოლოგები. ეს ტალღები კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ყველას თავისი პროცენტული

Print Friendly, PDF & Email

დროულად წადით, დროულად მოიცილეთ, დროულად დატოვეთ

დროულად წადით სახლში, მაშინაც კი, თუ იქ არავინ გელით. დროულად დატოვეთ ცეცხლოვანი გასართობი საღამო, მხიარული სტუმრები, უადგილო კავშირები და მავნე ჩვევებიც მოიცილეთ დროულად. დროულად მოიცილეთ ცუდი აზრები, მძიმე მოგონებები, ცუდი

Print Friendly, PDF & Email

უორენ ბაფეტის 10 რჩევა ინვესტირებასთან დაკავშირებით

1. ინვესტირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფული უნდა დააბანდო დღეს იმისათვის, რომ ხვალ მიიღო უფრო მეტი ფული. უორენ ბაფეტი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა. მდიდრული სახლების ყიდვის და რესტორნებში სიარულის ნაცვლად ის

Print Friendly, PDF & Email