რჩევები თვითგანვითარებისთვის | მარტივი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ

რჩევები თვითგანვითარებისთვის | მარტივი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ

1. იძინეთ ნაკლები.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია, რომლის ჩადებაც შეგიძლიათ იმაში, რომ თქვენი ცხოვრება უფრო პროდუქტიული და ღირსეული იყოს. ადამიაენბის უმრავლესობას 6 საათზე მეტი ძილი არ სჭირდება იმისათვის, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდეს. შეეცადეთ 1 საათით ადრე ადგეთ 21 დღის განმავლობაში და ეს თქვენი მყარი ჩვევა გახდება. გახსოვდეთ, რომ ძილის დროს მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ დამატებით 30 საათი გაგიჩნდათ თვეში თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის.

2. ყოველ დილით გამოყავით 1 საათი იმისთვის, რომ იფიქროთ თვითგანვითარებაზე.
აზრობრივად და ვიზუალურად წარმოიდგინეთ მომავალი დღე, მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც მოტივაციას გიმაღლებთ, ან წაიკითხეთ რამე კლასიკური ლიტერატურიდან. გამოიყენეთ სიმშვიდის ეს პერიოდი მომავალ პროდუქტიულ დღეს სულის გამოცოცხლებისა და ამაღლებისათვის.

3. არ მისცეთ უფლება თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებს უმნიშვნელოთა ჩრდილში დარჩნენ.
ყოველ დღე გამონახეთ დრო საკუთარი თავის გადასამოწმებლად: «იყო თუ არა ეს ჩემი დროისა და ენერგიის საუკეთესოდ გამოყენბა?». დროის მართვა არის ცხოვრების მართვა, ამიტომ მართეთ საკუთარი დრო რაც შეიძლება კარგად.

4. შეგიძლიათ რეზინი გამოიყენოთ გონების სავარჯიშოდ, რომელიც აიძულებს მას ფოკუსირება გააკეთოს თქვენი ცხოვრების მხოლოდ დადებით აზრებზე და ელემენტებზე.
ჩამოიცვით რეზინი მაჯაზე და ყოველ ჯერზე, როცა უარყოფით ან სუსტი აზრი შეეცდება შეაღწიოს თქვენს ტვინში, გამოქაჩეთ რეზინს. ასე თქვენი ტვინი უარყოფით აზროვნებას დააკავშირებს ტკივილთან და თქვენ მალე გამოგიმუშავდებათ გონების დადებითი განწყობა.

5. ტელეფონს ყოველთვის ენთუზიაზმით სავსე ხმით უპასუხეთ და მაშინვე აჩვენეთ საკუთარი პატივისცემა თანამოსაუბრეს.
კარგი მანერები ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ სატელეფონო ხაზზე გადაიცემოდეს თქვენი თავდაჯერებულობა, ადექით. ეს თქვენს ხმას უფრო მეტ ძალას და დამაჯერებლობას მისცემს.

6. დღის მანძილზე ნებისმიერ ჩვენგანი პოულობს შთაგონებას და მოსდის შესანიშნავი იდეები.
საჭიროა გქონდეთ პატარა ზომის ბანქო, თუნდაც სავიზიტე ბარათების ზომის (ასეთი ბანქო ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება) და კალამი, რომ მაშინვე ჩაიწეროთ გონების გამონათებები. სახლში მისვლისას გადაწერეთ იდეები ბლოკნოტში, რომ დროდადრო გადაიკითხოთ ხოლმე. როგორც ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა თქვა: «ადამიანის ტვინი, რომელიც გაწელილია ახალი იდეით, აღარ იკუმშება ძველ ზომაზე».

7. ყოველი კვირა საღამო მიუძღვენით საკუთარ თავს და ეს დააწესეთ.
დეტალურად დაგეგმეთ მომავალი კვირა, წარმოიდგინეთ ვიზუალურად ყველა შეხვედრა და ის, რისი მიღწევაც გსურთ ამ შეხვედრებით. იკითხეთ ახალი მასალები და შთამაგონებელი წიგნები, უსმინეთ წყნარ, დამამშვიდებელ მუსიკას და უბრალოდ მოდუნდით.

8. ყოველთვის გახსოვდეთ მნიშვნელოვანი წესი, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი არის თქვენი ურთიერთობების ხარისხი.
მნიშვნელოვანია არამარტო ის, თუ როგორ ურთიერთობთ სხვებთან, არამედ ისიც, თუ როგორ ურთიერთობთ საკუთარ თავთან. რაზეც მოიმართებით, იმას მიიღებთ. თუ დადებით რეზულტატს ეძებთ, ის ასეთი იქნება კიდეც. ეს ბუნების ფუნდამენტალური კანონია.

9. კონცენტრირდით მიზნებზე და არა რეზულტატებზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე აკეთეთ იმიტომ, რომ მოგწონთ, ან იმიტომ, რომ ვინმეს ეს დაეხმარება ან სასარგებლო გამოცდილებას მისცემს. არ გააკეთოთ არაფერი მხლოდ ფულის ან აღიარების გამო. ეს ყველაფერი თავისით მოვა. სწორედ ასეა მოწყობილი სამყარო.

10. ყოველ დილით იცინეთ სარკის წინ 5 წუთის მანძლზე.
სტივ მარტინი სწორედ ასე იქცევა. სიცილი იწვევს უამრავ სასარგებლო ქიმიურ რეაქციას ჩვენს ორგანიზმში, რასაც მივყავართ კარგ და ხალისიან განწყობამდე. სიცილს ასევე სხეული მოჰყავს წონასწორობის მდგომარეობაში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1522 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მადლიერების საიდუმლო

სამყარო ჯერ კიდევ შეუცნობელი ენერგიაა,რომელიც გვაწვდის მის ნაწილს. აი რაში მდგომარეობს მთელი ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და არსი. ჩვენ გავცემთ ენერგიას,რათა მივიღოთ იგივე სამყაროსაგან. წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ.ყოველივე ეს, იწყება მიზნის დასახვიდან

Print Friendly, PDF & Email

ჩვევები, რომლებიც თქვენს პროდუქტულობას „კლავს“

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ცნობიერი და ქვეცნობიერი ჩვევებით, რომლებიც შეუსაბამოა მაღალ პროდუქტულობასთან. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე მათგანს: იყენებთ ბევრ ზედმეტ ინფორმაციას შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ ელექტრონული გზავნილების რაოდენობა. თქვენი ფოსტა, ისევე

Print Friendly, PDF & Email

ცოლი და წარმატება

ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა ქალს, მისგან წარმატება მიდის. რატომ ხდება ასე? ქალის მხატვრული აზროვნება ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცის, ამიტომ, მისი შესაძებლობა გავლენა იქონიოს ბედზე, ძალიან მაღალია – ეს

Print Friendly, PDF & Email

რატომ უნდა ჩავხედოთ რეალობას თვალებში!

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არის საუკეთესო გზა, იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად…სხვების მოლოდინების გამართლება და ჩვენი მოლოდინების დაკმაყოფილების ლოდინი არის სიცრუე, ილუზია და ძალიან დიდი თავის მოტყუება. მე მოგიყვებით პირად მაგალითზე,

Print Friendly, PDF & Email

კავშირი საკვებსა და ადამიანის ორგანოებს შორის

ყველამ ვიცით გამოთქმა – ,,შენ ხარ ის, რასაც ჭამ“. შესაძლებელია ამ გამოთქმას სხვა ფარული აზრიც ჰქონდეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანოების მსგავსი საკვები პროდუქტები, რომლებიც ზუსტად ამ ორგანოებისთვის არიან სასარგებლონი. მაგალითად,

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება 40 წლის ასაკში

40 წლის ასაკში გვიანია რაიმეს შეცვლა. დროა სადმე ქალაქგარეთ აგარაკი მოძებნო და ქსოვის გაკვეთილებზე ჩაეწერო – ზუსტად ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი და სწორედ ამ მიზეზით უამრავ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან. კრიზისი

Print Friendly, PDF & Email