რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის
1286 Views

რჩევები ტვინის მუშაობის სტიმულაციისთვის

1. ახალი გარემოცვა
შეიარეთ იქ, სადაც ჯერ არ ყოფილხართ ან იშვიათად დადიხართ. ეს შეიძლება იყოს ახალი დიდი პარკი ან საიუველირო მაღაზია მეზობელ რაიონში.

2. ახალი სურნელი
იყიდეთ ეთერზეთები და ნებისმიერი არომატიზირებული საგნები. ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებთ შეისუნთქეთ ახალი სურნელი – ეს დაგეხმარებათ „გააღვიძოთ“ ტვინი.

3. დახუჭული თვალები
საღამოს არ ჩართოთ სახლში შუქი – ოთახებში იარეთ მეხსიერების დახმარებით. ეს სავარჯიშო აგიმაღლებთ ყურადღებას და კონცენტრაციას. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი დახუჭული თვალებით, ამ დროს ვერაფერს ხედავთ და იშვიათად აქტიურდება გრძნობათა სხვა ორგანოები.

4. მუშა ხელის შეცვლა
კბილები გაიხეხეთ არააქტიური ხელით. მაგალითად თუ თქვენ მემარჯვენე ხართ, კბილები მარცხენა ხელით გაიხეხეთ ან პირიქით.

5. ახალი გარდერობი
ატარეთ სხვადასხვა სამოსი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანს სამოსიდან გამომდინარე ეცვლება არამარტო გრძნობები, არამედ აზრებიც.

6. ბრაილის შრიფტი (უსინათლოთათვის განკუთვნილი წერა-კითხვის სისტემა) და ჟესტების ენა
ბრაილის შრიფტის და ჟესტების ენის სწავლა რთულია, მაგრამ ასეთი ფორმით წერა-კითხვა ძალიან ანვითარებს გრძნობებს. ჟესტების ენაში საკმარისია სტანდარტული ფრაზების სწავლა: მისალმება, მარტივი შეკითხვები, პასუხები.

7. ახალი გზა
იარეთ სამსახურში, მაღაზიაში ან სხვა ჩვეულ ადგილას ახალი, უცნობი გზით. მაშინაც კი, თუ ახალი გზა უფრო გრძელი იქნება საშიში არაფერია. ეს არამარტო თქვენი ტვინის კარგად მუშაობაზე აისახება, არამედ ხელს შეგიწყობთ კარგ ფორმაში იყოთ.

8. თვითდაჯერებულობა
იყავით საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული. მაშინაც კი, როცა ისეთ სამსახურს გთავაზობენ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით, დათანხმდით. ტვინი სწრაფად აქტიურდება მაშინ, როცა თქვენ არ იცით რა უნდა გააკეთოთ.

9. არასტანდარტული პასუხები
სტანდარტულ შეკითხვებს უპასუხეთ არასტანდარტულად. შეკითხვაზე „როგორ არის საქმე?“ შეიძლება სხვადასხვაგვარი ფრაზებით უპასუხოთ – უარი თქვით სტერეოტიპებზე.

10. მონეტები
ისწავლეთ სხვადასხვა ხარისხის მონეტების თითების შეხებით გარჩევა. სავარჯიშოს გაკეთბა სასარგებლოა როცა ვინმეს ან რამე ელოდებით. დრო სწრაფად მიდის და მოლოდინიც ისეთი მტანჯველი აღარ არის.

11. ახალი ჟურნალები
აირჩიეთ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც ჩვეულებრივ ყურადღებას არ აქცევთ. მაგალითად, თუ თქვენ გატაცებული ხართ მოდით, იყიდეთ ჟურნალი ეკონომიკაზე. გიყვართ მოგზაურობისა და უცხო ქვეყნების შესახებ კითხვა? – უპირატესობა მიანიჭეთ ცხოველების შესახებ ჟურნალს. აუცილებელი არ არის რაიმე ახლით გატაცება, საკმარისია დროდადრო კითხვადი თემა შეცვალოთ.

12. ტელევიზორი უხმოდ
გამოურთეთ ხმა ტელევიზორს და გამოსახულებაზე ყურებისას შეეცადეთ აღიქვათ დიალოგი ან მონოლოგი. თუ ამ სავარჯიშოს მეგობრებთან ერთად შეასრულებთ, საკმაოდ საინტერესო და კომიკური გამოვა.

13. მრავალფეროვანი დასვენება
თუ თქვენ დასვენების დღეებს ჩვეულებრივ ქალაქში ატარებთ, აუცილებლად გადით ბუნებაში. არ გიყვართ მუსიკის მოსმენა? წადით მუსიკალურ კონცერტზე – თქვენ ახალი შეგრძნებების დიდი რაოდენობას მიიღებთ. თუ ძალიან არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დატოვოთ და წამოხვიდეთ.

14. ახალი ტემპი
ამ სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ დასვენების დღეებში. თუ თქვენ ყველაფერს ნელა აკეთებთ, შეეცადეთ ტემპი გაზარდოთ 2-ჯერ. თუ თქვენ ერთი წუთითაც არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მაშინ თავს ძალა დაატანეთ ყველაფერი აუჩქარებლად აკეთოთ. ამ ყველაფერს დიდი კონცენტრაცია სჭირდება.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like