10 რჩევა თანამშრომლების დაქირავების საკითხში

10 რჩევა თანამშრომლების დაქირავების საკითხში

მაშ ასე, დადგა საშტატო ერთეულის გაზრდისა და ახალი თანამშრომლის მიღების დრო და იმედი გაქვთ, რომ პირველივე მათგანი საფუძველს ჩაუყრის ნიჭიერი და ერთგული თანამშრომლების არსებობას.

პირველ რიგში გირჩევთ ღრმად ჩაისუნთქოთ: დასაქმება – მარტივი საქმე არ არის. სანამ მისი განხორციელებით დაკავდებით სჯობს კარგად მოემზადოთ, რადგან შეცდომების დაშვება შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ. განსაკუთრებული სირთულეები ელით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ანუ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ ცალკე სპეციალიზირებული საკადრო განყოფილება.

ჩვენ თავი მოვუყარეთ რამოდენიმე რეკომენდაციას, რომელიც სამსახურში მიღებას უკავშირედება. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ნაცნობია, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ იცნობთ მათ და იყენებთ გუნდის ჩამოყალიბების პროცესში.

1. მოიაწესრიგეთ თქვენი ფინანსები
თანამშრომლის დაქირავებამდე მოაწესრიგეთ ფინანსები. საჭიროა წინასწარ დათვალოთ რა ხარჯები და შემოსავალი ექნება თქვენს კომპანიას ახალი თანამშრომლის მიღებისას. აჭარბებს თუ არა პროგნოზირებადი შემოსავალი და ხარჯი ხელფასს, გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რაც თანამშრომლის დაქირავებას უკავშირდება? განიხილეთ ეს საკითხი ბუღალტერთან.

2. შეადგინეთ ვაკანსიის აღწერა
კარგად მოიფიქრეთ კონკრეტულად როგორი სპეციალისტები გჭირდებათ. გაითვალისწინეთ პიროვნული ტიპი, უნარები და გამოცდილება, გარკვევით ჩამოაყალიბეთ ახალი თანამშრომლის მოვალეობები. განსაზღვრეთ წახალისების ოპტიმალური რაოდენობა.

3. გაითვალისწინეთ სხვა ხარჯები
თანამშრომლისგან მიღებული მოგება უნდა აღემატებოდეს მასზე გაწეულ ხარჯს. უშუალოდ გამომუშავებული ხელფასის გარდა, დანახარჯი ითვალისწინებს სამუშაო ადგილის ორგანიზებისთვის გაწეულ ხარჯებს, დამატებით მოწყობილობებს, სწავლებას. ამ საკითხზეც გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ბუღალტერთან გადასახადების და დამატებითი განაცემის თაობაზე. დიახ, კომპანიის გაფართოვებისთვის თქვენ დაგჭირდებათ კარგი ბუღალტერი.

4. შეიმუშავეთ მართვის სისტემა
თუ თქვენ უკვე გყავთ ერთი თანამშრომელი მაინც, ან ბიზნეს პარტნიორი, კრიტიკულად აუცილებელია ურთიერთქმედების, ანგარიშგების და მართვის ოპტიმალური სისტემის ორგანიზება, რადგან კომპანიის ზრდასთან ერთად ამის გაკეთება რთულია.

5. განსაზღვრეთ რეზულტატების შეფასების საშუალება
როგორ გაიგებთ, რომ ახალი თანამშრომლისგან საკმარისი სარგებელი გაქვთ? რომელი მაჩვენებელი და საზომი დაგეხმარებათ რაოდენობრივად შეაფასოთ სარგებელი?

6. როგორ ახდენთ დაქირავების პროცესის რეალიზებას?
სად განათავსებთ თქვენს განცხადებას? ჩაატარებთ თუ არა სატელეფონო ინტერვიუს, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატები შეარჩიოთ? ჯგუფურ გასაუბრებას მოაწყობთ? უნდა გაიარონ თუ არა პრეტენდენტებმა განსაზღვრული დავალება ან ტესტი?

7. ჩამოყალიბდით დაქირავების პროცესის იურიდიულ მხარეზე
რა დოკუმენტაცია უნდა შეავსონ ახალმა თანამშრომლებმა? ღირს თუ არა ინფორმაციის საიდუმლოებასთან და კონკურენციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება? კიდევ ერთხელ გაიარეთ კონსულტაცია ბუღალტერთან გადასახადების შესახებ და ასევე ადვოკატთან შრომითი ხელშეკრულების პირობებზე.

8. როგორ განსაზღვრავთ თანამშრომლის პროდუქტიულობას?
როგორ დააკვირდებით თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას? რამდენად ხშირად შეხვდებით, რომ განიხილოთ მათი პროგრესი ან მისი არქონა? რამდენია სწავლების ოპტიმალური პერიოდი? რა მაჩვენებლები იქნება გათვალისწინებული შესრულებული სამშაოს შეფასებისას? რა დროს სჯობს თანამშრომლისთვის იმის თქმა, რომ უკმაყოფილო ხართ მისი მუშაობით? იქნება თუ არა გამოსაცდელი პერიოდი ახალბედებისთვის?

9. როგორ უნდა მოხდეს გუნდის ურთიერთქმედების რეალიზება?
ჯგუფური შეხვედრები ამაღლებს საბრძოლო განწყობას, ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს, ხელს უწყობს ახალი, კრეატიული იდეების გაჩენას და გუნდში მჭიდრო კავშირების დამყარებას. რამდენად ხშირად ჩატარდება ასეთი შეხვედრები? ვალდებული იქნება თუ არა ყველა, რომ ამ შეხვედრებს დაესწრონ? შეხვედრები ჩატარდება ინტერნეტის საშუალებით, თუ უშუალო დასწრებით? ვისი ვალდებულებაა გუნდის დღის განრიგის გაცნობა?

10. განსაზღვრეთ კორპორატიული კულტურის ელემენტები
კორპორატიული ეთიკის რა საფუძვლებს შეასწავლით ახალბედებს? როგორ იქნება ეს რეალიზებული? როგორ გაარკვევთ იზიარებს თუ არა პრეტენდენტი თქვენს კორპორატიულ ფასეულობებს და ჩაეწერება თუ არა ის გუნდში?

რა თქმა უნდა თანამშრომლის სრულფასოვანი და ხარისხიანი დაქირავებისთვის ორგანიზაციას ესაჭიროება განსაზღვრული დროის ხარჯი, მაგრამ სამომავლოდ თქვენ შრომის შედეგს მოიმკით და გააკეთბთ დროის უდიდეს ეკონომიას, ასევე შეძლებთ თავი აარიდოთ იმედგაცრუებას, როცა თანამშრომლის დაქირავების პროცესი რეალიზებულია ამ სქემის მიხედვით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

10 ისტორია, რომლებიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში

1. ბებია მოზეზს არასოდეს უსწავლია სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი გახდა. ის პატარა ფერმაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან ბევრს მუშაობდა. ხატვა კი მაშინ დიწყო, როცა 76 წლის

ბიზნესფსიქოლოგია

წარმატების სტრატეგია

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, როგორ უნდა შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და მოახდინოთ მისი რეალიზება ცხოვრებაში იმისათვის, რომ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელიც დაისახეთ ბიზნესში ან პირად ცხოვრებაში. ასევე გაეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ,

ბიზნესფსიქოლოგია

იყავი ძლიერი!

იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ხვდები რომ არაფერი გამოგდის. იყავი ძლიერი–რადგან თუ შენ არ იქნები სხვა ვერავინ იქნება შენ მაგივრად. იყავი ძლიერი – მაშინაც კი როდესაც ვერ ამტკიცებ შენ