რჩევები მშობლებს
- ყელაზე მთავარი რჩევა – ვაქებთ საჯაროდ, ვეჩხუბებით ცალკე!
- ასევე მნიშვნელოვანია – ვაძაგებთ არა ბავშვს, არამედ მის ქცევას!
- არ «ვესხმით» თავს ბავშვს მთელი ოჯახი!
- არ ვიცოდებთ ეგრევე, თუ მამამ უსაყვედურა, ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს… რაღაც დროის მანძილზე მაინც.
- ჰკითხეთ ბავშვს რჩევა ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე: რა მოამზადოთ სადილად, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები უკეთესად, როგორი ავეჯი შეიძინოთ და ა.შ.
- შექმენით ოჯახში წარმატებული მოლაპარაკებების ტრადიცია. ჰკითხეთ ბავშვს რას გრძნობს, როცა მშობლებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში უფროსებთან ერთად თანასწორუფლებიანი მონაწილეა.
- მოდით ვუთხრათ შვილებს თუ როგორ გვიყვარს ისინი!
- დაყავით, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, თქვენი დამოკიდებულება შვილისა და მისი ქცევებისადმი.
- ესაუბრეთ რეალურ მიღწევებზე და გრძნობებზე, რომლებიც მას პროცესის და შედეგის მიღების დროს უჩნდებოდა.
- ხშირად შეაქეთ თქვენი შვილი, თუნდაც უმნიშვნელო რამეზე, გააგებინეთ, რომ თქვენ მას აქებთ. მიეცით მას სასიამოვნო განსაზღვრებები, რაც ამყარებს კარგ ქცევას: «მონდომებული მოსწავლე», «შემოქმედებითი ბიჭი», «აკურატული გოგო», «პრინციპული ადამიანი» და ა.შ.
- თუ თქვენი შვილი გაგიბრაზდათ, სთხოვეთ პატიება და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. მშობელი, რომელსაც შეუძლია შვილის წინაშე ბოდიში მოიხადოს, მასში პატივისცემას იწვევს და ურთიერთობა უფრო ახლო და გულახდილი ხდება.
- მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ფულის დათვლა, ხარჯვა, ეკონომიის გაკეთება, შენაძენისგან სიამოვნების მიღება, პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს ოჯახის ფულს, აფასებდეს შორმას და მათ, ვინც შრომობს. როცა გაიზრდება, ის ისწავლის მუშაობას და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფას.
ავტორის შესახებ
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
7 რჩევა, რომლებიც საკუთარი თავის პოვნასა და ბედნიერების მიღწევაში გვეხმარება
როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება? როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს რეალიზებაში? როგორ მოვძებნოთ საკუთარი ადგილი სამყაროში და არ დავიბნეთ ინფორმაციით სავსე თანამედროვე გარემოში ორიენტირებისას? ამ შეკითხვებზე პასუხები ალბათ ხშირად გიძებნიათ. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე
ამოვიცნოთ საკუთარი თავი ადამიანის ხუთ ტიპში, პიროვნული განვითარების დონით
0. ნული. თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი დონე. იციან როგორ უნდა და როგორ არ უნდა იცხოვრონ. ამბობენ, რომ მათთვის სულერთია საზოგადოებრივი აზრი, თუმცა მაქსიმალურად დამოკიდებულნი არიან ამ აზრზე. ცდილობენ სხვის თვალში გამოჩნდნენ
ქცევის 12 ტიპი, რაც ხელს კრავს გარშემო მყოფთ
ქცევის საშინელი ტიპები, რომლებიც წამლავენ თქვენს ცხოვრებას და თქვენთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს ადამიანებს ქცევა – არის ის, რაც ხშირად არ ჩანს, მაგრამ შეუძლია სრულად შეცვალოს თქვნი ცხოვრება. მაშ ასე, ამ