რჩევები მათთვის, ვისაც მუდმივად განვითარება სურს

რჩევები მათთვის, ვისაც მუდმივად განვითარება სურს

მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა – ეს არის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გამოსაშვები საღამოს შემდეგ არ სრულდება. ბევრი ადამიანი არ ჩერდება დიპლომის მიღების შემდეგ და განვითარებას აგრძელებს. მიუხედავად ასაკისა და განათლებისა, ისინი უერთდებიან ონლაინ-კურსებს და ჯგუფებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, უნარების გასაუმჯობესებლად ან სულაც ახალი ჰობის მოსაძენად.

თქვენ გაქვთ საკუთარი ცდონის გაუმჯობესების სურვილი? მაშინ გააკეთეთ ეს ახლავე. არსებობს უამრავი ვარიანტები და შესაძლებლობები თითოეული ადამიანისთვის. როგორც იტყვიან, არასოდეს არ არის გვიანი რაიმეს დაწყება.

არსებობს დროში გამოცდილი რამოდენიმე საშუალება, რომლებიც შესაძლოა გახდნენ დროებითი თანამგზავრები სწავლის პროცესში. გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის.

1. მუდმივად კითხვა
კითხვა – ეს საუკეთესო საშუალებაა სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსებისთვის. თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ მხატვრულ ლიტერატურას ვიდრე სამეცნიერო-პოპულარულს, იკითხეთ ის. თუ პირიქით, მაშინ ეს საუკეთესო მიზეზია, რომ სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას ჩაუღრმავდეთ. ყოველი ახალი ისტორია მოგიტანთ ახალ ცოდნას და იდეებს. შეეცადეთ ჯიბის წიგნები შეიძინოთ, ან გადმოწერეთ ინტერნეტიდან ელექტრონული ფორმით. შესვენების ან ხანგრძლივი მგზავრობისას თქვენ შეძლებთ ჩაეფლოთ მასში.

ასევე ჩამოწერეთ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც გინდათ რომ ამ წელს წაიკთხოთ და აუცილებლად შედარდით ამ სიას, რათა წლის ბოლოს გადაამოწმოთ რამდენი კარგი წიგნი გაქვთ წაკითხული. თუ სიაში 30 მონიშვნას მაინც ნახავთ დასმულს – შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით.

2. ახალი ინტერესების სია
სიის შექმნა – ეს საუკეთესო საშუალებაა არამარტო საკუთარი განათლების პროცესის დაგეგმვისთვის, არამედ მთლიანი ცხოვრების დასაგეგმად. შესაძლოა თქვენ უკვე გაქვთ იმ წიგნების სია, რაც უნდა წაიკითხოთ, რაც უნდა გააკეთოთ, ამიტომ, ახლა უნდა გააკეთოთ სია თუ რა შეითვისოთ. აარჩიეთ შესწავლის სფერო, გადახედეთ ამ თემაზე არსებულ ყველა ვებ-რესურსს ან ოფლაინ-ღონისძიებებს. ყველაზე კარგი ვარიანტია ვიზუალიზაცია, პუნქტების ჩამოწერა ფურცელზე და შესამჩნევ ადგილას მისი ჩამოკიდება.

ასევე სასარგებლო იქნება შესაფერისი საიტების დამატება რჩეულებში და დროდადრო მათი გადამოწმება სიახლეებზე, ახალ ლექციებზე, სასწავლო პროგრამებზე.

3. თანამოაზრეთა ჯგუფი და წიგნების კლუბი
თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ჯგუფური განათლება გაცილებით უფრო ეფექტურია მისი ყველა წევრისთვის. ჯგუფში ადამიანებმა ყოველთვის იციან რა უნდათ და მათი მოტივაციის დონე ძალიან მაღალია. ჯგუფში ჯანსაღი კონკურენცია კი შესანიშნავი ძალაა, რომელიც ყოველ მონაწილეს აიძულებს წამოწიოს და განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია.
თუ თქვენი შეხვედრები დგება ყოველკვირეულად, ეს შესანიშნავი საშუალებაა დარჩეთ მობილიზებული, რამდენადაც თქვენ გექნებათ დრო მასალის, პრეზენტაციის და ა.შ. მოსამზადებლად.

წიგნების კლუბის წევრობა – ესეც მშვენიერი საშუალებაა კრიტიკულად აზროვნების სასწავლად და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად.

4. პრაქტიკა
მას შემდეგ, რაც სწორ კურსს აიღებთ, დგება თქვენი უნარების პრაქტიკაში გამოცდის დრო. თქვენ შეგიძლიათ შეძენილი „სქილები“ გამოიყენოთ სამსახურში ან სწავლაში, რაც ამ პროცესებს საკმაოდ გაამარტივებს. მაგალითად, თუ თქვენ დაიწყეთ ლიტერატურულ შემოქმედებასთან მუშაობა, მაშინ წერითი უნარის გასაუმჯობესებლად ნუ შეგეშინდებათ ბლოგის გახსნა, სადაც შეძლებთ წეროთ საკუთარ ცხოვრებაზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე, რომელიც გაინტერესებთ.

5. საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა
მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი კომპეტენცია იმისათვის, რომ მოცემულ მომენტში იყოთ მასწავლებელი, თქვენ მაინც შეგიძლიათ ცოდნა გაუზიაროთ სხვებს და მოუყვეთ იმ რესურსებზე, რომლებიც თქვენ დაგეხმარათ. თქვენ შეგიძლიათ უმცროს დას ან ძმას უცხო ენა ასწავლოთ, რომელსაც თავად სწავლობთ, ან ბებიას მოუყვეთ ორგანული ელექტრონიკის სიახლეების შესახებ იმისათვის, რომ უკეთ დაიმახსოვროთ თემა. სწავლება – ეს არის საკუთარი ცოდნის სფეროს გამყარებისა და გაფართოვების შანსი.

6. ყოველდღიური თვითგანათლება
თქვენ ყოველ დღე გაქვთ შანსი რაიმე ახლის შესასწავლად. გამოყავით ერთი საათი მაინც კითხვისთვის, დაიწესეთ სამეცნიერო სტატიების გადახედვა გადამოწმებული წყაროებიდან ყოველ დილით, უყურეთ საგანმანათლებლო ვიდეო ჩანაწერებს ძილის წინ, გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ უნარები. აუცილებლად დაადგინეთ დროის ჩარჩოები ან დღის მანძლზე ყველაფერი დაგეგმეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწავლისთვის იდეალური დრო და მუდმივად იმ დროს ისწავლოთ, რათა პროცესი უფრო ეფექტური გახდეს.

7. სწავლის საკუთარი სტილი
სმენით ან ვიზუალურად ინფორმაციის დასამახსოვრებლად არსებობს უამრავი საშუალება. ადამიანების უმრავლესობა – ვიზუალურად სწავლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველაზე კარგად ინფორმაციას მაშინ იმახსოვრებენ, როცა მას უყურებენ. თუმცა, ბევრს ურჩევნია შეათავსოს ინფორმაციის დამახსოვრების მეთოდები იმისათვის, რომ უფრო პროდუქტიულად შეისწავლოს საკითხი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ ხმამაღლა, უყუროთ ვიდეოს, მოუსმინოთ აუდიო-წიგნს, ტექსტში აღნიშნოთ მნიშვნელოვანი მომენტები, ამასთან შექმნათ საკუთარი მენტალური რუკები, მოდელები და ჩანიშვნები ცალკე ფურცელზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1501 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ