10 საუკეთესო რჩევა მათ, ვინც სახლში მუშაობს

10 საუკეთესო რჩევა მათ, ვინც სახლში მუშაობს

როცა ისმის ფრაზა «მე სახლში ვმუშაობ», «მე ფრილანსად ვმუშაობ», ზოგიერთი ადამიანი თავს აქნევს და შურს ეს მდგომარეობა. ისინი ფიქრობენ, რომ იმაზე უკეთესი არაფერია, როცა საკუთარ თავზე მუშაობ. თუმცა, სინამდვილეში ოფისისა და ხელმძღვანელის გარეშე მუშაობა თავის მხირვ ბევრს სირთულეს მალავს, ის არც თუ ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოტივაციის გარეშე და ასევე უამრავი ყურადღების გამფანტავი მომენტის გათვალისწინებით სახლში სამუშაოზე კონცენტრირება საკმაოდ რთულია. საკუთარი ცხოვრებისა და სამუშაოს „ბოსობა“ რთულია, რადგან არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც ოფისში ხელმძღვანელი აგვარებს და ასეთ ვითარებაში თანამშრომლები ამას ვერც კი ამჩნევენ.

ფრილანსერები შეიძლება ზედმეტად დატვირთულებიც კი იყვნენ საკუთარი მოვალეობების გრძელი ჩამონათვალის გამო. თუმცა, რამოდენიმე მარტივ რჩევას თუ გაითვალისწინებენ, მაგალითად ვებ-დიზაინერებმა შესაძლოა თავი აარიდონ ზედმეტ გადატვირთვას, რაც მათ სამუშაოს უფრო პროდუქტიულს გახდის და დაეხმარებათ მოიპოვონ ის თავისუფლება, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მოუტანს ფრილანსად მუშაობისგან.

1. დღის დასაწყისი
ოფისის თანამშრომლის ყოველი სამუშაო დღე იწყება გაღვიძებით. ჩვენ ვიღებთ შხაპს, ვსაუზმობთ, ვიცმევთ, მივდივართ სამსახურში. ეს ყოველდღიური და რუტინული ქმედებები ჩვენ ტვინს აიძულებს იმუშაოს და საუშაოსთვის მოემზადოს სანამ ოფისში მივალთ.

მათთვის, ვინც სახლში მუშაობას ამჯობინებს გაღვიძებისთანავე, სამუშაოზე მობილიზებისთვის კარგი მეთოდი იქნება ფინჯანი ახლადმომზადებული ყავა ან გარეთ გასეირნება. ეს რიტუალი აუცილებლად ყოველდღიურად უნდა ჩაატაროთ.

2. სამუშაო საათების დაგეგმვა
როგორც ოფისში, ისე სახლში მუშაობაც საჭიროა გრაფიკის მიხედვით. ჩვეულებრივ ეს დილის 9-დან საღამოს 5-მდე უნდა ხდებოდეს, თუმცა აუცილებელი არ არის. სამუშაო დროის გაწერის შემდეგ, თქვენ უნდა გამოყოთ კლიენტებთან ურთიერთობისთვის გარკვეული დრო, რაც წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს და ორგანიზებულობას, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ კლიენტების კომფორტს და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი სურვილები.

3. მოაშორეთ ზედმეტი ხმაური
ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით დიზაინერებს, სახლში მუშაობისას უყვარს მუსიკის მოსმენა ან ტელევიზორის ყურება. ეს ყურადღების გამფანტავი ხმები შესაძლოა პროდუქტიულობის დადაბლების მიზეზი გახდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მსგავსი ხმები ხელს არ უშლიან.

როცა ხმაური უკანა ფონზეა, ტვინი დამატებით იმაზეც მუშაობს, რომ გაარკვიოს რა ხდება იქ. ამ ხმაურის მოცილების შემდეგ, ტვინი თავის ენერგიის უმეტეს ნაწილს მოახმარს საქმის შესრულებაზე კონცენტრაციას.

4. მოაწყვეთ სპეციალური სამუშაო კუთხე
როცა სახლში მუშაობთ, საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ აიღოთ ნოუთბუქი და საწოლშივე დაიწყოთ მუშაობა. თუმცა, როცა სამუშაოსთვის გამოყოფილი გაქვთ ცალკე ადგილი, თქვენ შეგიძლიათ გონება უფრო სწრაფად და ოპტიმალურად მომართოთ სამუშაო განწყობაზე, რადგან როცა ადამიანი საწოლშია, ორგანიზმი ან ძილისთვის ემზადება, ან დუნდება, ხოლო როცა მაგიდასთან ზიხართ, კონკრეტულად გამოყოფილ ადგილას, ადვილი შესაძლებელია ტვინის მობილიზება და პროდუქტიულობის დონის გაზრდა.

5. დაბლოკეთ ყველა საიტი, რომელიც სამუშაოსგან გაცდენთ
ყველა საიტი უნდა დაბლოკოთ, რომელიც ხელს გიშლით სამუშაოზე კონცენტრაციაში. იქნება ეს სოციალური ქსელები, ელ-ფოსტა, ინტერნეტ-მაღაზიები, თამაშები, ჩატები, YouTube ვიდეოები თუ სხვა. მსგავსი ყურადღების გამფანტავი საშუალებები ადაბლებენ პროდუქტიულობას და იპარავენ თქვენ სამუშაო თუ არასამუშაო დროს, რომელიც შეგიძლიათ საკმაოდ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

6. კლიენტებს უპასუხეთ დღის მეორე ნახევარში
კლიენტებს ყოველთვის უნდათ, რომ ხმა მოგაწვდინონ. თუმცა, თუ ელ-ფოსტა მუდმივად გახსნილი გექნებათ თქვენთან დასაკავშირებლად ამით მხოლოდ დროს გაფლანგავთ და საქმეს მოცდებით. დაადგინეთ კონკრეტული დრო იმისათვის, რომ უპასუხოთ წერილებს. მაგალითად დღის ბოლოს, რაც საშუალებას მოგცემთ მთელი დღე დაუთმოთ პროექტებს. ბევრი საწარმო, რომლებიც მუშაობენ დიზაინერებთან სწორად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და თანახმა იქნებიაა განაცხადები დღის მეორე ნახევარში გადმოგიგზავნონ. მაგრამ გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, დიზაინერმა წერილს უნდა უპასუხოს ერთი სამუშაო დღის მანძილზე.

7. დაგეგმეთ და გააკეთეთ შენიშვნები
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დასანახად ვერ იტანთ სამომავლო გეგმებს და სიებს — მაინც დაგეგმეთ, თან იმდენად გარკვევით და დეტალურად, რამდენადაც შესაძლებელია. ჩაიწერეთ ყოველი ქმედება და გათვალეთ მათ შორის კავშირების ვარიანტები. შეადგინეთ კლიენტთან ყოველი საქმიანი შეხვედრის გეგმა, შესრულებული სამუშაოს ყოველი ეტაპის ჩაბარების პირობა. გაინტერესებთ რატომ უნდა დახარჯოთ ამ ყველაფერზე დრო, რომელიც ისედაც ცოტა გაქვთ? – იმიტომ, რომ ეს საშუალებას მოგცემთ სამუშაო შეასრულოთ თანმიმდევრულად, გეგმის მიხედვით, გაწერილი პუნქტების შესაბამისად. სამუშაოს შესრულების დროს აღარ დაგჭირდებათ შემდეგი ნაბიჯის გათვლაზე ფიქრი და კონცენტრირდებით უშუალოდ სამუშაოს შესრულებაზე. სცადეთ ერთხელ მაინც და თქვენ მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს.

შექმენით ყოველდღიური „ჩეკ-ლისტი“ მთავარი გეგმიდან გამომდინარე. ყოველ პროექტზე ასეთი გეგმის ქონის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მარტივად გაუმკლავდეთ მათ გარშემო დაგროვილი უამრავი საკითხის მოგვარებას. ასევე დაგეგმეთ თქვენი მიმოწერა, ახალი დაკვეთების მოძიება, სატელეფონო ზარების განხორციელება – ყველაფერი თავისი მნიშვნელოვნების მიხედვით.

8. გამოიყენეთ ტაიმერი
თითქმის ყველა დავალება საჭიროა კონკრეტულ ვადებში შესრულდეს, იქნება ეს ოფისში თუ სახლში. დანიშნეთ შესრულების ვადები როგორც მთლიანი პროექტისთვის, ისე მისი ნაწილებისთვის. სცადეთ ტაიმერის 50 წუთზე დაყენება და ფოკუსირდით კონკრეტულ ამოცანაზე მანამ, სანამ ეს დრო არ ამოიწურება. ამის შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ 20 წუთიანი შესვენება იმისათვის, რომ ისადილოთ. ეს დაგეხმარებათ ნაკლებად გაფანტოთ ყურადღება და მეტად კონცეტრირებული იყოთ. შესვენება კი ტვინს საშუალებას მისცემს განიტვირთოს და ძალა მოიკრიბოს მომდევნო დატვირთვისთვის. დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა ასეთ რეჟიმს, თქვენ ნაკლებად დაიღლებით და უფრო მეტის გაკეთებას შეძლებთ.

9. დაიწყეთ ყველაზე რთული ამოცანებით
შეეცადეთ ყველა რთული დავალება შეასრულოთ სამუშაო დღის დასაწყისში, ყველა დანარჩენი შემდეგ მარტივად მოგეჩვენებათ, შესრულებული სამუშაო მოგცემთ მოხდილი მოვალეობის გრძნობის ქონის საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია რთული სამუშაო საათების შემდეგ და როგორც საქმის პროფესიონალის – თქვენი თვითშეფასების ასამაღლებლად.

10. დაიტოვეთ დასვენების დრო
ძალიან მნიშვნელოვანია დასახული ამოცანების შესრულება, თან დათქმულ ვადებში. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავისუფალი დროის დაგეგმვა. ადვილია თავი დაკარგო სამუშაოში ჩაფლულმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი დამკვეთი გყავთ.
თუ გონება ყოველთვის მუშაობს, ის საბოლოოდ შეიძლება გადაიწვას. ამიტომ, თქვენს განრიგში დასვენებისთვის დროის გამოყოფის შეტანამ, რომლის დროსაც შეხვდებით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს, ან უბრალოდ გაისეირნებთ, ეს პობლემა შესაძლოა მოაგვაროს. უბრალოდ მიეცით თავს რამოდენიმე საათიანი შესვენების აღების უფლება.

დასკვნა
ამ რჩევების გამოყენებით ფრილანსერები შეძლებენ უფრო მეტი დადებითი და პროდუქტიული შედეგის მიღებას თავიანთ საქმიანობაში. შეეცადეთ ერთ-ერთი მათგანი მაინც გამოიყენოთ ყოველკვირეულად და დარწმუნდებით მათ სარგებლიანობასა და აუცილებლობაში. უპასუხეთ შეკთხვას «რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ დღევანდელი დღე უკეთესი გავხადო?».

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

შეყვარებული მოდელების ეგზოტიკური დასვენების 21 ფოტო

ეს შეყვარებული წყვილი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს «იდეალური ურთიერთობა» ფოტოგრაფი ჯეი ალვარესი და მისი შეყვარებული, მოდელი ალექსის რენე ცხოვრობენ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით. მათ უხარიათ ყოველი დღე

Print Friendly, PDF & Email

7 გზა თქვენი ბიზნესის ფინანსირებისთვის

კარგია, როცა საკუთარი სახსრები გაქვთ ბიზნესის დასაფინანსებლად. თუმცა, ეს იშვიათობაა და ხშირად საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების მოძიება. მოდი ერთად გავარკვიოთ, საიდან შეიძლება ფულის მიღება ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის. დაფინანსების ძირითადი

Print Friendly, PDF & Email

რატომ იშლება მცირე ბიზნესი?

მცირე ბიზნესის პრობლემების განხილვისას ძირითადად შემდეგი მიზეზები იჩენს თავს: ხარჯებისა და პროდუქტის ხარისხის ცუდი კონტროლი ფონდების ცუდი კონტროლი საქონლის გაყიდვა დაბალ ფასებში საზოგადოებაში დადებითი იმიჯის შექმნის უუნარობა ცუდი ურთიერთობები მომწოდებელთან

Print Friendly, PDF & Email

ტრანსფორმაციული ინტერვიუ-ტრენინგი ფსიქოლოგ – ხათუნა მუზაშვილთან

”…მე სულ ვფიქრობდი, რომ როგორმე უნდა მეპოვა ჩემი ოცნებების ასრულების გასაღები, მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს მოხდებოდა ასეთი ფორმით! მინდა გითხრათ, რომ ოცნებების ასრულების გასაღებიც სწორედ ეს არის: პოულობთ

Print Friendly, PDF & Email

სიყვარულის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. ყოველთვის გაიღივიძეთ ღიმილით. იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ძალიან წარმატებული დღე გელით. გიხაროდეთ ყოველი წვრილმანი და დადებითი ემოციები დაგეხმარებათ ცხოვრებიდან ყველანაირი ნეგატივი გაქრეს. 2. გარშემო იყოლიეთ მხოლოდ ნათელი გონების, პოზიტიური

Print Friendly, PDF & Email

10 სავარჯიშო ნებისყოფის გასაწვრთნელად

10 რეალური სავარჯიშო, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაში 10 კარგი ჩვევა დაამკვიდრონ. სხვებზე გავლენის მოხდენა ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია. სხვა ადამიანების მართვის ცოდნა მჭიდრო კავშირშია პიროვნულ თვისებებთან. ერთ-ერთი მათგანია ძლიერი ნებისყოფა. სუსტ ადამიანს

Print Friendly, PDF & Email