გარდაიცვალა ელ-ფოსტის შემქმნელი რეი ტომლინსონი
948 Views

გარდაიცვალა ელ-ფოსტის შემქმნელი რეი ტომლინსონი

პირველი ელექტრონული წერილი გაიგზავნა 45 წლის წინ. მისი გაგზავნა შესაძლებელი გახდა ელ-ფოსტის გამომგონებლის ცნობილი „ძაღლუკას“ იგივე “@” – სიმბოლოს შემქმნელის რეი ტომლინსონის წყალობით. სამწუხაროდ, რეი ჩვენთან ერთად აღარ არის – ის 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2016 წლის 5 მარტს.

ტომლინსონი გარდაიცვალა შაბათს გულის შეტევით. ეს ადამიანი იყო ინტერნეტის საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი შექმნელი. ელექტრონული შეტყობინებების შექმნის იდეა, რომლებიც უნდა გადაცემულიყო ARPANET ქსელის ერთმანეთისგან დაშორებული კომპიუტერების მომხმარებლებს შორის, მას გაუჩნდა 1971 წელს. სწორედ მაშინ დაიწყო მან @ სიმბოლოს გამოყენება. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, რეი არასოდეს არ დაფიქრებულა თავისი გამოგონების პატენტის მიღებაზე ან საავტორო უფლებებზე…

რა დაწერა მან თავის პირველ ელექტრონულ წერილში?

“ეს სატესტო შეტყობინებები იყო სრულიად სხვადასხვა და რა თქმა უნდა მე ისინი დამავიწყდა. სავარაუდოდ პირველი შეტყობინება იყო ასეთი “QWERTYUIOP”, ანუ კლავიატურის ანბანის ზედა ნაწილის ასოები თუ რაღაც მსგავსი.”

მას შემდეგ დაახლოებით 45 წელი გავიდა. დღეისათვის ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 მილიარდი ელექტრონული წერილი იგზავნება. ელ-ფოსტის მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს ვის მიერ იყო შექმნილი ის. არადა ფოტოზე გამოსახული ამ შესანიშნავი ადამიანისთვის მადლობის თქმა ნამდვილად გვეკუთვნოდა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like