რატომ ყვირიან ადამიანები?

რატომ ყვირიან ადამიანები?

ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს:

– რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?
– იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, – თქვა ერთმა.
– და რა საჭიროა ყვირილი, როცა მეორე ადამიანი შენს ახლოსაა? – იკითხა მასწავლებელმა – არ შეიძლება მას ჩუმად ელაპარაკო? რატომ ყვირი, როცა გაბრაზებული ხარ?

მოსწავლეებს ჰქონდათ სხვადასხვა პასუხი, მაგრამ მასწავლებელს მათი პასუხები არ აკმაყოფილებდა. საბოლოოდ მან ახსნა:

– როცა ადამანები უკმაყოფილოები არან ერთმანეთით და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება მათ. იმისათვის, რომ ეს დისტანცია დაიფაროს, მათ უწევთ ყვირილი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან ისინი.

– რა ხდება, როცა ადამიანები შეყვარებულები არიან? ისინი არ ყვირიან, პირიქით, ჩუმად საუბრობენ, რადგან მათი გულები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და მათ შორის მანძილი ძალზედ მცირეა. და თუ უფრო მეტად უყვარდებათ ერთმანეთი, რა ხდება ამ შემთხვევაში? – განაგრძობდა მასწავლებელი – ისინი არ საუბრობენ, მხოლოდ ჩურჩულებენ და უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს სიყვარულში.

ბოლოს გადაჩურჩულებაც აღარ სჭირდებათ. ისინი ერთი შეხედვით ხვდებიან ყველაფერს უსიტყვოდ. ასეთი რამ ხდება, როცა ორი მოყვარული ადამიანია ერთად.

ამიტომ, ნუ მისცემთ თქვენს გულებს დაშორების საშუალებას კამათის დროს. ნუ იტყვით ისეთ რამეს, რაც უფრო გაზრდის თქვენს შორის მანძილს. რადგან შეიძლება მოვიდეს დრო, როცა დაშორება ისეთი დიდი იქნება, რომ თქვენ უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ