რატომ ვზარმაცობთ და როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

რატომ ვზარმაცობთ და როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

ამ სტატიაში მოყვანილი მარტივი ინსტრუქცია დაგეხმარებათ გაიგოთ რატომ არ გინდათ არაფრის კეთება და შესაძლებლობას მოგცემთ სამუშაო განწყობაზე დადგეთ.

სიზარმაცე თუ პროკრასტინაცია?

თავიდან სჯობს განვიხილოთ სიზარმაცე და გაჭიანურება, რადგან ხშირად ამ გაგებებს ერთმანეთში ურევენ.

სიზარმაცე — ეს არის მოქმედებისა და საქმის კეთების სურვილის არქონა, უსაქმურობისკენ მიდრეკილება.

პროკრასტიანაცია — ეს არის მიდრეკილება საქმის, მათ შორის ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხების გადადებისკენ, რაც იწვევს ცხოვრებისეულ პროებლემებს და მტკივნეულ ფსიქოლოგიურ ეფექტებს.

თუ ამ გაგებებს უფრო გასაგებ ენაზე განვმარტავთ, სხვაობასაც კარგად დავინახავთ. სიზარმაცე – ეს არის რაიმეს კეთების სურვილის არქონა, ხოლო გაჭიანურება – საკითხების გადადება, რომელსაც ხშირად მიაწერენ დროის მფლანგველებზე ყურადღების გადატანასაც, როგორიცაა მაგალითად სერფინგი ინტერნეტში ან სოც-ქსელებში.
ამ სტატიაში საუბარი იქნება კონკრეტულად სიზარმაცეზე და მისი დაძლევის მეთოდებზე.
უმეტეს შემთხვევაში, სიზარმაცე — არის პრობლემის შედეგი და არა მისი მიზეზი ან არსი. ერთად გავერკვიოთ, თუ რა მიზეზებს შეუძლიათ ჩვენი მიყვანა ამ სიტუაციამდე.

რატომ ვზარმაცობთ?

არ გვაქვს საქმისადმი ინტერესი
ასეთი დამოკიდებულება ადამიანს ხშირად უჩნდება სახლის საქმეების, საყოფაცხოვრებო რუტინის, ბანკებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის, მოსაწყენი დავალებების შესრულების მიმართ. გაიხსენეთ: სკოლაშიც ზუსტად ასეა, ბავშვი ყველაზე სწრაფად და მარტივად იმ საგნებს სწავლობს, რომლებიც აინტერესებს. ადამიანის გაზრდის მიუხედავად მიდგომა არ იცვლება.

არ გვაქვს ენერგია
საქმე ეხება არამარტო ფიზიკურ, არამედ ემოციურ ენერგიასაც. თუ თქვენ სამსახურში ან გზაში იღლებით, საიდან უნდა გქონდეთ საქმის შესასრულებლად საკმარისი ენერგია?

არ გვაქვს მიზანი და აღქმა იმისა, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ საქმე
ეს პრობლემა ყველაზე გავრცელებულია. მაგალითად, სამსახურში ახალ პროექტში მონაწილეობას გთხოვენ. განვითარების პერსპექტივები გაურკვეველია, ხელფასის მომატების საკითხი ბუნდოვანი და ყოველდღიურ საქმესთან ერთად არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ ასეთ პროექტზე იმუშაოთ.

შეიძლება რომ არ იზარმაცო ისეთ დროს, როცა ზემოთ მოყვანილი თუნდაც ერთ მიზეზი არსებობს? ნამდვილად წარმოუდგენელია!

რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას?
მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი პრობლემის გადაწყვეტას ვიწყებთ არა პირველი, არამედ მესამე მიზეზიდან გამომდინარე.

თუ არ არის მიზანი და გაგება, საერთოდ რა საჭიროა რაიმეს კეთება?
განსაზღვრეთ მიზანი
მაშინაც კი, თუ არ გსურთ დაგეგმვით დაკავდეთ, შეაჯამოთ შედეგები და ა.შ. გააკეთეთ ეს სწორედ სიზარმაცესთან ბრძოლის გამო. ჩამოწერეთ რა გაიძულებთ არ მოკიდოთ ხელი საქმეს და პირიქით, რა იწვევს სურვილს შეასრულოთ ის, რა გმატებთ ენერგიას. გამოყავით დრო მიზნების ჩამოსაწერად, არ იჩქაროთ, დრო სიზარმაცისთვისაც დატოვეთ.

გაფილტრეთ უსარგებლო საკითხები
მიზნების სიის შედგენის შემდეგ აიღეთ კალამი და გამოყავით ის მიზნები, რომლებიც მოიგონეთ და მათი მიღწევა დიდად არც გინდათ. მაგალითად, დედის მიერ ნასწავლი ქმედება, რომ სამსახურიდან მოსულ ქმარს ცხელი კერძით უნდა დახვდეთ, სინამდვილეში კი ეს მას არ სჭირდება და თქვენც არ გსურთ გქონდეთ ცხოვრების ასეთი წესი. პრაქტიკულადაც ვერ აკეთბთ ამას, რადგან ეს თქვენი მიზანი არ არის. ამ ყველაფერს პირდაპირი კავშირი არ აქვს თქვენთან და თავსმოხვეული მიზანია.

გამოყავით ყველა მსგავსი საკითხი თქვენი მიზნების სიაში. არ იჩქაროთ, იფიქრეთ საიდან გაჩნდნენ ეს მიზნები, ვისი იდეაა და ა. შ.

გაითავისუფლეთ თავი
თუ ერთხელ მაინც დაგილაგებიათ გარდერობი, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება იმ სიმსუბუქის განცდა, როცა ყველაფერი უსარგებლო, შეუფერებელი, გაფუჭებული და ძველი ნივთი აღარ გაქვთ ტივრთად და თქვენი ცხოვრებიდან ქრება. ყველაფერი რაც დარჩა – იდელურად გერგებათ, შეგეფერებათ ყველანაირად და მოგწონთ. ზუსტად ასე უნდა მიუდგეთ მიზნებსაც.

ყველა უსარგებლო და არასაჭირო მიზანი უნდა ამოშალოთ თქვენი სიიდან.
კიდევ ერთი მაგალითი ოჯახური ცხოვრებიდან: განსაზღვრეთ როგორი შედეგი გჭირდებათ. შეცვალეთ ზღვარი კომფორტის იმ დონემდე, სანამდეც მიზანი გაშინებთ. მაგალითად, «ყოველ დღე ახალი ვახშამის მომზადება 19:00 სთ-ზე და საგულდაგულოდ დალაგება» შეგიძლიათ შეცვალოთ «აუცილებლობის შესაბამისად დალაგება და სადილის კვირაში სამჯერ მომზადება, შემდეგი დღის ულუფის დატოვება ან საჭმლის მიტანის სერვისით სარგებლობა». იმ მიზნებს, რომლებიც ამის შემდეგ დაგრჩებათ სიაში – უკვე ნამდვილად უნდა მიაღწიოთ.

თუ ენერგია არ გაქვთ
განსაზღვრეთ დღის რომელ პერიოდში ხართ უფრო პროდუქტიული, რამდენი დრო გჭირდებათ გამოსაძინებლად, როდის უნდა შეასრულოთ გარკვეული რუტინული სამუშაო. აქედან გამომდინარე, შეადგინეთ ყევლა განრიგი ისე, რომ დასვენების დრო ყოველთვის გქონდეთ.
ყოველ დღე თქვენ უნდა გქონდეთ პირადი დრო გადატვირთვისთვის. თუ ხვდებით, რომ ის არ გაქვთ, გადახედეთ გეგმებს კიდევ ერთხელ – ექნებ რამეს ვერ გებულობთ სწორად. ხარისხიანი დასვენების გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებთ.

თუ საქმისადმი ინტერესი არ გაქვთ
ეს პუნქტი ხშირად აქტუალური არ არის, თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შესრულებულია.
ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასურველი მიზნის მიღწევის გზაზე ზოგიერთი საკითხი იქნება რუტინული და მოსაწყენი – ამას თავიდანვე უნდა აცნობიერებდეთ.

სანამ iPhone-ის გაყიდვიდან ფულს მიიღებდა, სტივ ჯობსმა არაერთი უსიამოვნო საათი გაატარა იმაზე კამათსა და წინაღმდეგობების გადალახვაში, თუ როგორ გაეუმჯობესებინა პროდუქტი. ყოველ ჯერზე, ახალი მოდელის გამოშვებისას, მას უწევდა Apple-ის ტექნიკის თაყვანისმცემლების მხრიდან ზეწოლის გაძლება. როგორ ფიქრობთ, ჯობსის ბიოგრაფიაში ეს მომენტები სასიამოვნო იყო? პროდუქტის ხარისხის მრავალსაათიანი განხილვები სასიამოვნოა? რა თქმა უნდა არა, მაგრამ როცა არის მიზანი, უნდა გესმოდეთ, რომ მზად ხართ მის გამო რაღაც დათმოთ. შემოუშვით რუტინა თქვენს ცხოვრებაში და შემდეგ მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება – ეს საჭიროა. ეს დაგეხმარებათ ძალები მოიკრიბოთ და ახალი იდეების გენერირება შეძლოთ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც

Print Friendly, PDF & Email

ტოპ 20 რჩევა მსოფლიოს უდიდესი ადამიანებისგან

წარმატების მიღწევა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? მაშინ, ეს 20 რჩევა, მხოლოდ თქვეთვისაა. კრიტიკულად წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მხოლოდ ის აირჩიეთ თქვენი ცხოვრების დევიზათ, რომელიც თქვენს ღირებულებებთან სრულ თანხვედრაში იქნება. 1. ”მძიმე

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

შესაძლოა მამამ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი წესი უკვე გასწავლათ, მაგრამ თუ ამას ცოტა დრო დაუთმო, მაშინ ეს ბრძნული რჩევები, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, თქვენც გამოგადგებათ: შეეცადეთ შეხვდეთ ისეთ გოგოებს, რომლებიც

Print Friendly, PDF & Email

დროის მენეჯმენტი ფრანკლინის პირამიდის მიხედვით

ბენჯამინ ფრანკლინს სხვებისგან გამოარჩევდა ფანტასტიური შრომისუნარიანობა და უნიკალური მიზანდასახულობა. 20 წლის ასაკში მან მთელი ცხოვრების მანძილზე მიზნების მიღწევის გეგმა შეადგინა. სანამ ცოცხალი იყო, ის ამ გეგმას მიჰყვებოდა და დამატებით გეგმავდა

Print Friendly, PDF & Email

9 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, თუ ვერ დებთ გარიგებებს

ოდესმე დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა, რატომ ვერ ახერხებთ გაყიდვებს? ალბათ კი. გაყიდვების სფეროს ექსპერტი მარკ ჰენტერი გვთავაზობს შეკითხვების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმისათივს, რომ გაიგოთ რატომ ვერ ახერხებთ

Print Friendly, PDF & Email

10 ინოვაცია, რომლებიც სამყაროს ამოატრიალებს 2020 წლისთვის

მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპები გამაოგნებელია. ის, რის ნახვაც ათი წლის წინ შესაძლებელი იყო მხოლოდ ფანტასტიკური ფილმებში, დღეს უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რას გვპირდებიან მეცნიერები უახლოესი ათი წლის

Print Friendly, PDF & Email