მიზეზები, რომელთა გამოც გაღვიძების შემდეგ ვგრძნობთ დაღლილობას

მიზეზები, რომელთა გამოც გაღვიძების შემდეგ ვგრძნობთ დაღლილობას

სრულფასოვანი ძილის შემდეგ წესით ხალისიანად და განახლებული ენერგიით უნდა ვიღვიძებდეთ. ხშირად კი ამის ნაცვლად ცუდ ხასიათზე და გაღიზიანებულებს გვეღვიძება. ამას თავისი ახსნა აქვს.
რატომ ვგრძნობთ დაღლილობას ძილის შემდეგ?

1. ტვინში ადენოზინის დაგროვება
გაღვიძებამდე რამოდენიმე საათით ადრე ჩვენ გავდივართ სწრაფი ძილის ფაზას. ის ხასიათდება ტვინის მაღალი აქტივობით. ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი ამისა არის თვალის კაკლების სწრაფი ტრიალი. სწრაფი და ნელი ძილის ციკლი ღამის მანძილზე მეორდება 4-5-ჯერ. სწორედ სწრაფი ძილის ფაზის დროს ვხედავთ სიზმრებს, რომლებიც გვამახსოვრდება.

ამ ფაზაში ტვინი იყენებს ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) ჭარბ რაოდენობას. ის წარმოადგენს ენერგიის წარმოქმნის წყაროს და მისი უჯრედებში გადამტანია. ადენოზინი თრგუნავს სილაღეს და ყურადღებას, ახდენს ძილის სტიმულირებას, რის გამოც ჩვენ გამოუძინებლებს გვეღვიძება.

2. ერთობლივი ძილი ან მისი არარსებობა
გაღვიძების შემდგომ მდგომარეობაზე ასევე მოქმედებს ის, მარტო გეძინათ თუ ვინმესთან ერთად. მაგალითად ქალები, რომლებიც მამაკაცთან ერთად ცხოვრობენ, უჩივიან ძილის დაბალ ხარისხს. მაგრამ თუ ძილის წინ მათ აქვთ სექსი, ქალის განწყობა უმჯობესდება, ის მოთმინებით ეკიდება არასრულფასოვან ძილსაც და დილით დაღლილობის გრძნობით გაღვიძებასაც.

მამაკაცის ძილზე საწოლში ქალთან ერთად ყოფნა არანაირად არ მოქმედებს. პირიქით, მამაკაცები ძილის ხარისხის გაუარესებას უჩივიან მაშინ, როცა მარტო არიან ღამით.

3. გვიან დაძინება
ბუები, რომლებსაც ურჩევნიათ გვიან დაწვნენ და გვიან ადგნენ, მხნედ და ლაღად არიან დღისით და საღამოს. მაგრამ მათ, ვისაც შუაღამემდე დაწოლა არ უყვარს, ძილის ძალიან დაბალი ხარისხი აქვთ და ხშირად ეს უძილობაშიც კი გადასდით.

უძილობა მოქმედებს ჰიპოკამპზე, რომელიც პასუხისმგებელია ემოციებზე, მეხსიერებაზე და ყურადღებაზე, მას ასევე შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მისი რაოდენობის შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ათვისების უნარის დაქვეითებას, გონების დაკარგვას, ასევე შესაძლოა ალცგეიმერის დაავადების განვითარების მიზეზიც კი გახადეს.

4. შაქრის უკმარისობა
ის, რითაც ძილის წინ წავიხემსებთ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის წინ ტკბილეულის ჭამა შესაძლოა დაგვეხმაროს დილით კარგ ხასიათზე გაღვიძებაში. სისხლში მომატებული შაქრის რაოდენობა იწვევს ნეირონების გააქტიურებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძილზე. სწორედ ამიტომ არის, რომ კარგად დანაყრების შემდეგ ადამიანს ძილი უნდება.

რატომ არის აუცილებელი გამოძინება?
მეცნიერებმა დღემდე არ იციან რატომ სძინავს ადამიანს. მაგრამ მათ ზუსტად იციან, რომ ჩვენთვის აუცილებელია მინიმუმ 6-8 საათი ძილი ყოველდღიურად. ძილის უკმარისობა იწვევს გაღიზიანებას და ააქტიურებს ცუდ მოგონებებსა და ნეგატიურ ემოციებს. ემოციური არასტაბილურობა – წარმოადგენს თავის ტვინი წინა ნაწილის მიერ ლიმბური სისტემის კონტროლის შესაძლებლობის დაკარგვის შედეგს.

ძილის დარღვევა ასევე მოქმედებს მეხსიერებაზე, მძიმე ფორმებში გადასული უძილობა კი ჰალუცინაციებს იწვევს. მუდმივად არასრულფასოვანმა ძილმა შესაძლოა აუტოიმუნური დაავადებებიც კი გამოიწვიოს, როგორიცაა კიბო და დეპრესია. ძილში, როგორც მეცნიერები თვლიან, ტვინი თავისუფლდება მავნე ცილებისგან, რომლის დაგროვებაც იწვევს ხანდაზმულთა დემენციას.

თუ გამოუძინებელი ხართ, ახლავე მიატოვეთ ყველაფერი და დაიძინეთ სასწრაფოდ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1534 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფილოსოფია

21 ცხოვრებისეული რჩევა

მიეცი ხალხს იმაზე მეტი ვიდრე ელოდებიან და გააკეთე ეს სიხარულით. დაქორწინდი ისეთ კაცზე/ქალზე რომელთანაც გსიამოვნებს საუბარი. როდესაც დაბერდებით თქვენი სასაუბრო თემები იქნება ორივესთვის აუცილებელი. არ დაიჯეროთ ყველაფერს რასაც გაიგონებთ. გააკეთეთ

სიახლეები

ჭადრაკი, როგორც ცხოვრების მინიატურა

თითქმის ათასხუთასი წელი ამშვენებს ჭადრაკი ჩვენს ყოფას. დრომ მას ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეპოქისა და პროგრესის შესაბამისად იგი თავად უმჯობესდებოდა, დროის მიხედვით იცვლიდა სახეს. მას არასოდეს დაუკარგავს მიმზიდველობა, ყოველთვის იყო საიდუმლოებით

ჯანმრთელობა და კვება

გახდომის 40 მარტივი ხერხი

საკვების შეზღუდვა, სპორტი, მოტივაცია… ჭარბი წონის დაგდების ძირითადი წესები ყველასთვის ცნობილია, მაგრამ სასარგებლო ხერხები ბევრმა არ იცის. გთავაზობთ 40 მარტივ და ზოგ შემთხვევაში, მოულოდნელ რეკომენდაციას, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ; თანაც, დიდი