რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

რატომ უნდა ვიყოთ მონდომებული პიროვნება?

მივლინებით როდესაც გერმანიაში მომიხდა გამგზავრება,საბუთების მოსაწესრიგებლად ერთ- ერთ კომპანიაში ოპერატორს  დავუსვი მორიგი შეკითხვა,მან კი მიპასუხა,რომ ამ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, თუმცა თავად აღნიშნა,  რომ მსგავსი შეკითხვით არაერთხელ მიუმართავთ მისთვის. როდესაც აღნიშნულ პრობლემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, გამახსენდა ფილმი “ბედნიერების კვალდაკვალ” როდესაც კრისტ გარდენი გასაუბრებას გადის, ის გულწრელად ამბობს,რომ მას შეიძლება არ ჰქონდეს კითხვაზე პასუხი,მაგრამ ისეთი ადამიანია,რომ წავა და აუცილებლად იპოვის სწორ პასუხს და გახდება კომპეტენტური იმ საკითხში,რომლის ცოდნასაც მოითხოვენ მისგან. ამ სიტყვებით მან დაიმსახურა ნდობა და ის სამსახურში აიყვანეს კიდეც. ფილმში კი ჩანს როგორ მიჰყვება ეს ადამიანი ბედნიერებას კვალდაკვალ,სწავლობს ყველაფერს რისი ცოდნაც საჭიროა და არის კიდევაც შეუცვლელი თანამშრომელი.
დღეს კონკურენციის სამყაროში,როდესაც ინფორმაციის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ უნდა ვიყოთ სავსე მოტივაციით და მუდმივად ვსწავლობდეთ და ვითარდებოდეთ, ვეუფლებოდეთ ახალ უნარ- ჩვევებს, რომელიც დაგვეხმარება გავხდეთ შეუცვლელები ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ თავად უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი ჩვენი საქმიანობის შესახებ,ჩავინიშნოთ შეკითხვები,რომელზეც არ გვაქვს პასუხი და მოვიძიოთ ზუსტი ინფორმაცია მასზე. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლობით სავსე მონდომებული პიროვნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ წარმატებას და ვერ გავხდებით შეუცვლელები.
დარწმუნებული ვარ მსგავსი ტიპის სტატია რომ ჰქონოდა მას წაკითხული, აუცილებლად ჩაინიშნავდა ჩემს შეკითხვას და მომდევნო კლიენტს გასცემდა კიდევაც ზუსტ პასუხს.შესაბამისად ვიკითხოთ სამოტივაციო სტატიები, გავხდეთ შეუცვლელები ჩვენს საქმიანობაში და შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობები სიყვარულით და ინტერესით. ამ გზით ჩვენი საქმე უფრო მეტად შეგვიყვარდება. ავივსებით პოზიტივით და გავხდებით ნამდვილი პროფესიონალები.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 50 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ