რატომ უნდა ვიოცნებოთ და მივყვეთ ოცნებებს კვალდაკვალ?

რატომ უნდა ვიოცნებოთ და მივყვეთ ოცნებებს კვალდაკვალ?

სტატია, რომელიც იწყება კითხვით რატომ უნდა ვიოცნებოთ?  ყოველთვის იქცევს  მკითხველის ყურადღებას. ოცნება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია   მსგავსი ტიპის სტატიები არასდროს არის ზედმეტი და იდენტური.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ რატომ უნდა იოცნებოთ იმისათვის რომ  გქონდეთ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება.

1. დაარღვიე საზღვრები, მიეცი საკუთარ სულს თავისუფლება და იოცნებე. წარმოიდგინე ყველაფერი,რაც  ბედნიერებით გავსებს. იყავი ლაღი და თავისუფალი. არ შეგაშინოს სირთულეებმა რომლებიც ოცნების         დროსაც კი იჩენს   თავს. წარმოიდგინე  ყველაფერი რაც გჭირდება ბედნიერებისთვის. იოცნებე და მიჰყევი ოცნებას კვალდაკვალ.

2. ძალიან ხშირად ადამიანები სწორედ იმ ოცნებებს ასხამენ ფრთებს, რომელიც ბავშობიდან მოჰყვებათ. ეს ოცნებები ჩვენ ჩაბეჭდილი გვაქვს გულსა და გონებაში. გვიყვარს ისინი,ვფიქრობთ მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და შესაბამისად ვცდილობთ კიდეც მათ რეალიზებას. შესაბამისად იოცნებე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, გამონახე ამისთვის დრო, რადგან ოცნება საჭიროა იმისათვის, რომ სიხარულით იარო ცხოვრების გზებზე.

3. წარმოიდგინე მშვენიერი ლურჯი ზღვა. სანაპიროზე სახლი, ეზოში  ფერადი ყვავილები. შინ საოცნებო სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები, აუზთან მიირთმევ ქოქოსის წვენს, კითხულობ წიგნს და ისვენებ. ბევრი ფერი, მზე, სითბო, ზღვის ტალღები. ყველაფერი,  რაც ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე გსურს. შენი მომავალი ცხოვრება პირველ რიგში შენს წარმოსახვაზე და შემდგომ შენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის რომ ავიხდინოთ ჩვენი სანუკვარი ოცნებები.

4. ოცნების დროს ჩვენ არ გვაშინებს დაბრკოლებები. მხოლოდ ჩვენი ძლიერი მხარეები გვახსოვს. წარმოვიდგენთ რომ ვართ ძალიან მაგრები და შეგვიძლია და ვაკეთებთ ყველაფერს ოცნებებში. სინამდვილეშიც და არა მარტო ოცნებებში ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და შეგვიძლია ყველაფერს მივაღწიოთ  კიდევაც რასაც წარმოვიდგენთ.

5. ოცნების პროცესში ჩვენ ვაცნობიერებთ რა გვაკლია და რა გვსურს სინამდვილეში. რა გვინდა რომ გქვონდეს და რა გვსურს რომ ვაკეთებდეთ.

6. თქვენ ყურადღებიანი მკითხველი ბრძანდებით და გემახსოვრებათ ფრაზა კოელიოს „ალქიმიკოსიდან“ „როდესაც გულით გწადია რაღაც მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.“   დამეთანხმებით ეს ნამდვილად ასეა ! უბრალოდ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ოცნებები,განვითარდეთ,ვიშრომოთ ბევრი იმისათვის რომ ავიხდინოთ ჩვენთვის სანუკვარი ოცნებები.

7. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბავშობიდან მთელი გულით მსურდა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. თითქოს ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩემმა ოცნებებმა ფრთები შეისხა და მე ევროპის არა ერთ ქვეყანაში ვარ   ნამყოფი,რაც მაბედნიერებს და უამრავი დადებითი ემოციით მავსებს.

ასე რომ გამონახეთ დრო ოცნებებისთვის.იოცნებე და არ დაგავიწყდეს  თქვენ ვალდებული ხართ იშრომოთ და იბრძოლოთ  თქვენი ლამაზი ოცნებებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს

Print Friendly, PDF & Email

About author

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 11 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

View all posts by this author →

You might also like