რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად?

რატომ უნდა ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად?

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა სურთ და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მოქმედებენ და ადრე თუ გვიან მაინც აღწევენ  სასურველს მიზანს. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება, არამედ პირიქით, ყველაფერი ”საინტერესო” სწორედ აქ იწყება.

არის შემთხვევები, როდესაც მიზნების მიღწევის შემდეგ სულაც არ განვიცდით იმ ბედნიერებას, რასაც მთელი ეს დრო ველოდით. არამედ პირიქით, ზოგიერთი მიზნის მიღწევის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები, ტკივილი და ბევრი გაუგებრობა ჩნდება. რატომ ხდება ასე? ჩვენ ხომ ყველაფერი სხვაგვარად წარმოგვედგინა და საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ მიზნის მისაღწევად? სწორედ ეს არის მთავრი შეკითხვები, რომელებიც პასუხებს თქვენგან ელოდება.

მთავრი მიზეზი იმისა, რომ ”სასურველი მიღწევას” არ მოაქვს შინაგანი ბედნიერება და საკუთარი თავით კმაყოფილება, არის არასწორად დასახული მიზნები, რასაც საბოლოოდ არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევა და ოცნებების რეალობად ქცევა უფრო შეუძლიათ, ვიდრე იმის გაგება, თუ რა სურთ ნამდვილად და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.

იმისათვის, რომ ახლავე შეამოწმოთ თქვენი თავი და თვენი მიზნების სისწორე, უპასუხეთ მოცემულ შეკითხვებს: ნამდვილად იმსახურებს ეს მიზანი ჩემს ყურადღებას? ვიქნები ბედნიერი მისი მიღწევის შემდეგ? რას შეცვლის ის, ჩემს პირად და კარიერულ სფეროში? ან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მიზნის მიღწევამ ჩემს ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებზე? რა იქნება საფასური, რისი გადახდაც მომიწევს ამ მიზნის მიღწევისთვის? მიღირს? რა არ მექნება თუ ვერ მივაღწევ მიზანს? 

რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფრის გაზომვა და გაგება რთულია, თუმცა დაუსვით ეს შეკითხვები თქვენს ქვეცნობიერს და გამოარკვიეთ, რა გსურთ ნამდვილად და შემდგომ დაისახეთ ცხოვრებისეული მიზნები. წარმატებული ადამიანები, გვირჩევენ, რომ ყოველთვის ვესაუბროთ ჩვენს ქვეცნობიერს, რადგან მას ყველაფერზე აქვს ამომწურავი პასუხი.

გახსოვდეთ, რომ ოცნებები ხდება და მიზნებსაც ყოველთვის შეგვიძლია მივაღწიოთ, ამიტომ უმჯობესია გააზრებულად ვიცოდეთ რა გვსურს ნამდვილად და შესაბამისად ვიმუშაოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად არჩეული მიზანი, არასწორ ადგილას მიგიყვანთ, რაც ცხოვრებაში უამრავ პრობლემას და არასასურველ შედეგს მოგიტანთ. სწორად დასახული მიზნებით კი მიიღებთ სასურველს და მუდამ შთაგონებული და ბედნიერი ადამიანი იქნებით.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

სიახლეები

ცოლი და წარმატება

ამბობენ, თუ მამაკაცი უპატივცემულოდ ეპყრობა ქალს, მისგან წარმატება მიდის. რატომ ხდება ასე? ქალის მხატვრული აზროვნება ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე მამაკაცის, ამიტომ, მისი შესაძებლობა გავლენა იქონიოს ბედზე, ძალიან მაღალია – ეს

სიახლეები

დენადობის მიზეზები და თანამშრომელთა შენარჩუნების პრაქტიკა

თანამშრომელთა შენარჩუნება ორგანიზაციის სტაბილურობისა და ბიზნესის წარმატებისთვის ექსტრემალურად მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრ ორგანიზაციას უჭირს თანამშრომლის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება. ეს პრობლემა დგას არა მხოლოდ პატარა და საშუალო ზომის ორგანიზაციებში, არამედ დიდ ორგანიზაციებშიც.

ცხოვრებისეული

დაიმუხტეთ მოტივაციით

ადამიანების 99% უბრალოდ თავს ანებებს მცდელობებს და ფიქრობს, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, სწორედ მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. უმოქმედობის და მარცხის შეგუების ერთ-ერთ მნიშვენლოვან მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ მოტივაციის