რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

რატომ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავისი ეფექტი და მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს, ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგიერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი გვასწავლის მოთმინებას, მიტევებას, ბოდიშის მოხდას, შეუპოვრობას, საკუთარ თავში ღრმად ჩახედვას და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხდება არა ჩვენს წინააღმდეგ, რომ რამე დაგვაკლოს ან დაგვაზიანოს, არამედ ჩვენს საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ. იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავიზარდოთ და ჩვენში ესა თუ ის უნარი განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ.

მედალს ორი მხარე აქვს და გააჩნია ჩვენ რომელ მხარეს დავაკვირდებით. ანუ სრულიად ჩვენი გადასაწყვეტია სირთულეში დავინახავთ ჩვენი გაუმჯობესების და გაზრდის შესაძლებლობას, თუ ჩავთვლით, რომ ვართ ცხოვრების მსხვერპლი.

მერე რა თუ ადამიანები გპირდებიან რაღაცეებს და მას არ ასრულებენ, მერე რა თუ მოლოდინები არ გამართლდა, მერე რა თუ რაღაც მე-20 ცდაზეც არ გამოვიდა. ამ ყველაფერის გაანალიზება და სწორად აღქმა იმ მომენტში არის ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელი, თუმცა საბოლოო ჯამში, დრო რომ გადის და გასულ ცხოვრებას რომ გადახედავ, აანალიზებ რა და როგორ მოხდა შენ ცხოვრებაში ხვდები, რომ თითოეულ სირთულეს თავის ენა აქვს და ჩვენ სანამ ამ ენას არ ვისწავლით, ყოველთვის გვეგონება, რომ ცხოვრება რთული, უსამართლო და მჩაგვრელია.

მაგრამ… როგორც კი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით იცი, რომ ყველა სირთულე რაღაც მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის და თავის ენაზე გვესაუბრება, როცა აანალიზებ, რომ რეალობა ყველაზე დიდი საჩუქარია და ყველაფერი ხდება, არა ჩვენ წინააღმდეგ არამედ, ჩვენთვის და ჩვენს საკეთილდღეოდ ამის ცოდნა შინაგან საოცარ სიძლიერეს, სიმამაცეს და საკუთარი თავის რწმენას გვმატებს. როდესაც იცი, რომ მთელი სამყარო და ადამიანები სხვადასხვა ფორმით გვეხმარება გავხდეთ უკეთესები, ძლიერები, გამოცდილები და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. თითქოს ყველაფერი, სამყარო და ადამიანები ცდილობს სხვადასხვა გზებით დაგეხმაროს და დაგიდგეს გვერდით, რომ ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სირთულეებთან გამკლავებისთვის.

ეს ყველაფერი გეხმარება ისწავლო, ის რაც ამჯერად არ იცი, ან გაამჯობესო რაღაც. როცა ასე, აზროვნებ  სრულიად თავისუფლდები მომავლის შიშისგან და სრულიად მზად ხარ ცხოვრების გამოწვევების მისაღებად და იცი, რომ ყველაფერს ექნება მტკივნეული მაგრამ წამლის ეფექტი.

ყოველგვარი მომავლის შიში და ფორიაქი ქრება და რჩება სრული მზაობა და მიმღებლობა, რაც უკვე ძლიერ პიროვნებას ახასიათებს. ხარ მინდობილი რეალობაზე, აღარ ეჭიდავები რეალობას და ადამიანებს, აღარ ცდილობ, რომ აირჩიო მსხვერპლის პოზიცია და მოსთხოვო პასუხი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც გადაგაგდეს, სიტყვა არ შეასრულეს, გული გატკინეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ…. უბრალოდ სწავლობ გაკვეთილს მათგან და სამუდამოდ შორდები.

იცი რომ ცხოვრება ასეთია. ყოველთვის იყო, არის და იქნება სირთულეები მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ უიღბლო, წარუმატებელი ან არასწორი გადაწყვეტილებების მიმღები ხარ, არამედ იმიტომ რომ ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოწვევა, არის ის, რაც იმ კონკრეტულ მომენტში წამალივით გჭირდება, რომ რაღაც ისწავლო, რაღაცაზე დაფიქრდე, რაღაც გაანალიზო და შემდეგისთვის იგივე სიტუაციაში ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა.

დაფიქრდით, რას გასწავლით სირთულე, რომელიც ახლა გაქვთ და გაანალიზეთ, რის თქმას ცდილობს ცხოვრება თქვენთვის და ბოლოს, გახსოვდეთ მარკუს ავრელიუსის ცნობილი სიტყვები და ხშირად გაუმეორეთ საუთარ თავს: “ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს:“ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…” 

წარმატებები!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

8 ეფექტური საშუალება ყველაფრის დასამახსოვრებლად

1. შეცვალეთ გარემო თუ ერთ საღამოს უნდა მოემზადოთ ერთდროულად ორი გამოცდისთვის (ან თათბირისთვის), მოემზადეთ სხვადასხვა ოთახებში. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიმახსოვრებთ სხვადასხვა გარემოებებში არასოდეს ირევა თავში. 2. ხმამაღლა იყვირეთ სიტყვები 10%-ით

Print Friendly, PDF & Email

მოტივაცია მოქმედებისთვის

1. შექმენით საკუთარი ცხოვრების ხედვა შეიქმენით მშვენიერი განწყობა და დეტალურად აღწერეთ როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ხედვა, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის სასურველი მომავალი. დაწერეთ იმის შესახებ, თუ რას გააკეთებთ, სად

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

ონლაინ სესხების 3 დადებითი შესაძლებლობა და რა შემთხვევაში არ უნდა ისარგებლოთ მისით

არის შემთხვევები როცა სასწრაფოდ გესაჭიროებათ თანხა და სხვა გამოსავალი, გარდა ონლაინ სესხისა არ არის, მაგრამ აუცილებელია გააცნობიეროთ პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რაც ამ უკანასკნელი მომსახურეობის მიღების შედეგად დაგეკისრებათ. მაშ ასე, რა

Print Friendly, PDF & Email

ჰოლანდიაში სიგარეტს აღარ გაყიდიან: მათ უბრალოდ აღარავინ ყიდულობს

ნიდერლანდებმა ისევ ყველას აჯობა გარკვეული პერიოდის წინ მათ განაცხადეს რომ ხურავენ ციხეებს, რადგან  იქ აღარვის  სვამენ. ახლა კი გადაწყვიტეს შეაჩერონ  სიგარეტის რეალიზაცია, რადგან მათ აღარვინ ყიდულობს. NL Times-ის ცნობით,  2022

Print Friendly, PDF & Email

წარმატების კიბის აგების მეთოდიკა

ძალიან მარტივად, მაგრამ სასარგებლო რჩევებით არის გადმოცემული ე.წ. წარმატების კიბის აგების მეთოდიკა, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს ყველზე მოკლე პერიოდში. მისი მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ თქვენ საშუალება გაქვთ

Print Friendly, PDF & Email