რატომ უნდა დავგეგმოთ 2018 წელი უკვე დღეს

რატომ უნდა დავგეგმოთ 2018 წელი უკვე დღეს

იმისათვის, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ საოცნებო ცხოვრებით იცხოვროთ, საჭიროა გეგმების შედეგენა და მათთან შესაბამისობაში ცხოვრება უკვე დღეიდან.

საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვა
რა თქმა უნდა სამყარო სწრაფად იცვლება და ყელაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. მაგრამ თუ ცნობილი ავტორის და ლაიფ-ქოუჩის – ენტონი რობინსის სიტყვებს გავიხსენებთ მიხვდებით, რომ ნამდვილად არ ღირს საკუთარი გადაწყვეტილებების შეცვლა, თუმცა მზად ყოველთვის უნდა ვიყოთ სიტუაციისთვის ალღოს ასაღებად. ადამიანების უმრავლესობა მიღებულ გადაწყვეტილებებს არ იცავს. დროა ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ უბრალოდ დაინტერესებული ხართ საკუთარი მიზნების მიღწევაში თუ იცავთ მიღებულ გადაწყვეტილებებს? თუ თქვენ მხოლოდ დაინტერესებული ხართ, ყოველთვის პოულობთ მიზეზებს და გამართლებას იმისა, რატომ არ ასრულებთ დანაპირებს და არ იცავთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ თუ თქვენ იცავთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, არანაირი თავის მართლება საჭირო აღარ არის. თქვენ უბრალოდ აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სიტყვა შეასრულოთ.

გჯეროდეთ საკუთარი ძალების
ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ საკუთარი ძალების და გააჩნიათ შინაგანი კონტროლის ფოკუსი, საკმაოდ ჯობნიან დანარჩენებს.

საკუთარი ძალების რწმენა — ეს არის საფუძველი იმისა, რომ თქვენ შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თავდაჯერებულობა). შინაგანი კონტროლის ლოკუსი – ეს არის იმის რწმენა, რომ არა გარე ფაქტორები, არამედ თქვენ თავად განსაზღვრავთ საკუთარ ცხოვრებას.

ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა საკუთარი ძალების და თვლის, რომ მათ ცხოვრებას განკარგავს გარე ფაქტორების ზემოქმედება. ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ:

  • თავს არიდებენ სირთულეებს;
  • არ იღებენ პასუხისმგებლობას;
  • თავს დაუცველად გრძობენ;
  • ხშირად იტანჯებიან დეპრესიისა და შფოთვისგან;
  • ხშირად ავადმყოფობენ;
  • ეჭვით უყურებენ მომავალს;
  • უკმაყოფილონი არიან საკუთარი მუშაობით;
  • ზოგადად უკმაყოფილონი არიან ცხოვრებით;

და ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება დაუსრულებლად…

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
ძალიან მარტივია ჩათვალო, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ ყოველი ჩვენი არჩევანი, ყოველი გადაწყვეტილება – განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას.
მაგალითად, მოცემულ მომენტში თქვენ კითხულობთ ამ სტატიას. განა თქვენ არ დააკლიკეთ ბმულს მის გასახსნელად? განა თქვენ არ აკონტროლებდით საკუთარ ქმედებას?

როგორც კი მიხვდებით, რომ საკუთარი ცხვორების ყოველ მომენტზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ – მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ თავისუფლებას.

როცა სხვა არის ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, ჩვენ უმოქმედო ვხდებით და ვემსგავსებით გარე ფაქტორების გავლენით შექმნილ პროდუქტს.

ნუ აირჩევთ ცხოვრების ამ სტილს. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. ნუ იდარდებთ უმნიშვნელო საკითხების გამო. ნუ მიანდობთ სხვებს საკუთარ ცხოვრებას.

შეიგნეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე
არჩევანის შესაძლებლობა დამოკიდებულია სამ ფაქტორზე:

  • არჩევანის გაკეთების უფლებაზე;
  • საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღებაზე;
  • არჩევანის შედეგებზე.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევანის გაკეთება არ შეგიძლიათ, ცდებით. ყოველი ჩვენგანი აკეთბს არჩევანს ყოველდღიურად.

როცა საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას, მიხვდებით, რომ ყოველ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს მიზნობრიობა და შედეგები. ყოველი გადაწყვეტილება გამოხატავს ჩვენს შეხედულებებს და რწმენას იმაზე უკეთ, ვიდრე რომელიმე სიტყვა.

ამიტომ, ის, თუ როგორ ანაწილებთ საკუთარ დროს და ვისთან ერთად ატარებთ მას – ძალიან მნიშვნელოვანია. ყელაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ ცხოვრებაზე.

გაცნობიერებულად ააწყვეთ საკუთარი ცხოვრება
ამისათვის საჭიროა:

  1. გჯეროდეთ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
  2. გჯეროდეთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა.
  3. გჯეროდეთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
  4. გჯეროდეთ, რომ ის, რაზეც ოცნებობთ აუცილებლად ახდება.
  5. შეგეძლოთ მოტივაციის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა რთული ვითარებაა.

თუ მიზანი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მოტივაციაც ვერ გექნებათ. თუ არ გჯერათ, რომ ყველაფერი გაქვთ ამ მიზნის მისაღწევად, ვერც მაშინ მიაღწევთ მიზანს. ამას ეწოდება მოლოდინის თეორია, რომლის თანახმად, ყოველთვის ხდება ის, რისი მოლოდინიც გვაქვს.

არსებობს კიდევ ერთი მსგავსი გაგება — პიგმალიონის ეფექტი: ანუ ის, რასაც სხვები ელიან ჩვენგან, და რაც ბევრ რამეში განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად წარმატებული გავხდებით ცხოვრებაში.

ყველაფერი საკმაოდ მარტივია: იქონიეთ საოცარის მოლოდინი და ის აუცილებლად ახდება. გარემოცვაში იყოლიეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენგან მეტ შედეგებს ელიან და თქვენ აუცილებლად დაიწყებთ ამ მოლოდინის გამართლებას.

დასკვნები
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მოხდეს? არა! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ბედს წყვეტს ჩვენი გადაწყვეტილებები და არა გარე ფაქტორები.

თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ცხოვრება, იქონიოთ თამამი ოცნებები და განახორციელოთ ისინი. თუმცა ამისათვის საჭიროა წინასწარ დაგეგმვა. ნუ განიხილავთ 2017 წელს ცალკე, რადგან ის 2016 წლის პირდაპირი გაგრძელებაა.

უკვე დაიწყეთ იმის დაგეგმვა თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 2018 წელს?
B2P.GE წარმატებებს გისურვებთ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like