რატომ უნდა ჩავხედოთ რეალობას თვალებში!

რატომ უნდა ჩავხედოთ რეალობას თვალებში!

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არის საუკეთესო გზა, იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად…სხვების მოლოდინების გამართლება და ჩვენი მოლოდინების დაკმაყოფილების ლოდინი არის სიცრუე, ილუზია და ძალიან დიდი თავის მოტყუება. მე მოგიყვებით პირად მაგალითზე, ვინ-ვინ მეგონა წლების წინ და როგორ აღმოვჩნდი ერთ დღეს რეალობისგან შორს და მარტოდ-მარტო ჩემს ილუზიებში.

ვკითხულობდი წლები და ვეცნობოდი ერთი წარმატებული ქართველი პიროვნების მასალებს და ჩემი განპირობებული გონებით, სულ კადრებივით მქონდა წარმოდგენილი ის, ვინც ასე ლამაზ და ჭკვიანურ სიტყვების ხატავდა. ის იყო საუკეთესო თავის სფეროში და ჰყავდა ძალიან ბევრი მიმდევარი. ხალხი აღიარებდა და მასთან შეხვედრებზე ვერ დათვლიდით რამდენი მსმენელი გროვდებოდა ლექციებზე და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იყო გარანტი იმისა, რომ ის იყო საოცრად ჭკვიანი, ინტელიგენტი, სასიამოვნო მოსაუბრე და არაჩვეულებრივი მსმენელი. დახვეწილი მანერებით და თითქოს ”უშეცდომო”. ვიღებდი მაგალითს მისგან და ვსწავლობდი მისით, მე ვოცნებობდი ამ ადამიანს ერთხელ მაინც შევხვედროდი და რა თქმა უნდა გამოეცნო ახლოს…. გავიდა წლები, ყველა მთა გადავდგი და მივაღწიე დიდი მოლოდინებით ”სავსე გუდით” მასთან, მისამდე…. გაოცებული ვიყავი თუ რატომ ან როგორ მოხდა, რომ რეალობა სრულიად აცდენილი აღმოჩნდა ილუიზიისგან. მე, არა მხოლოდ მინდოდა ის ყოფილიყო ისეთი ”იდეალური” ჭკვიანი, ინტელიგენტი, უშუალო და სასიამოვნო პიროვნება, არამედ მთელი ჩემი რწმენით მწამდა, რომ ის სწორედ ასეთი იყო.

რეალობამ კი გამარტყა მწარე სილა სახეში, მაგრამ მე გონზე მაინც ვერ მოვედი. დავიწყე ”ჭიდაობა” და გადავწყვიტე ათასჯერ მეცადა მეძებნა ხედი, საინდანაც ის ჩემს თვალში ჩემებურად იდეალური გამოჩნდებოდა და გაამართლებდა ჩემს მოლოდინებს მასზე.… ვფიქრობდი კიდეც, რომ ის გულის სიღრმეში მართალც ასეთი იყო.

დღეს, როცა ამ ტექსტს წარსულის გაცნობიერების ხარჯზე ვწერ, ვხვდები რომ საერთოდ ბოიკოტი გამოვუცხადე რეალობას და ნაცვლად რეალობისთვის თვალებში ჩახედვისა, ჩემს თავს თვალებში ნაცარი შევაყარე ბევრი… არ მინდოდა და ვერ ვიჯერებდი, როგორ თუ მან ჩემი მოლოდინები არ გაამართლა და მე მასში იმედი გამიცრუვდა???… მერე მივხვდი, რომ არავინ და საერთოდ არაფერი არ არის არც ვალდებული და მეტიც შეუძლებელია ვინმემ 100%-ით გაამართლოს ჩვენი მოლოდინი. ეს ჩვენ გვიჭირს და ვბრძოლობთ ხოლმე როგორმე  გავხდეთ ისეთი  ჩვენი თავით რომ თავად ვიამაყებთ და წარმოიდგინეთ, როგორ შეცდომაში შევდივართ, როცა საერთოდ ერთი წამით მაინც გვჯერა ან გვინდა ვინმემ ან რამემ ჩვენი მოლოდინი გაამართლოს.

ეს შეუძლებელია რადგან არავინ და მათ შორის არც ჩვენ, არ ვიცით რა ხდება ამ ჩვენს განპირობებულ გონებაში და ხვალ საერთოდ რას გავაკეთებთ. დაგეგმო რაღაც ერთია და მეორეა ჩვენ როგორ ვუყურებთ ჩვენს თავს და ამ გეგმას, რას ვითხოვთ და რა მოლოდინებს ვუყენებთ საკუთარ თავს.

ბოლოს რომ აღარ გაგრძელდა და დასასარული რომ ჰქონდა ჩვენს შეხვედრას ალბათ მიმიხვდით, მაგრამ საოცარი და ცოტა სასაცილოა, როცა ვინმეს პირვლად დავინახავთ ან შორიდან შევიტყობთ მის შესახებ, რა ხდება ჩვენს გონებაში… იმწამსვე იწყებს მათ შესახებ 100 სერიანი ფილმის შეთხზვას და გამოვთქვამთ ვარაუდებს:  ”ის ჭკვიანია”, ”ის ცოტა სულელი”, ”რა ლამაზია” და ასე ვტყუვდებით…! ჯერ თავად ვიჯერებთ ჩვენს ილუზიებს და მერე გვერთვება მოლოდინი, რომ ვიღაც ”ჭკვიანმა”, ”სულელმა”, ”ლამაზმა” ან ”დიადმა” პიროვნებებმა ჩვენი მოლოდინები უნდა გაამართლოს. სასაცილოა რის გვჯერა და რა უტოპიაში ცხოვრობს ზოგიერთი და ვერ ესმის საკუთარი გაორებული და განპირობებული გონების.

სად არის გამოსავალი? მე ამას  გადაჭრით ვერ გეტყვით. მე გიზიარებთ ჩემი თავისთვის სად გამოჩნდა გამოსავალი და შესაძლოა, რომ ვიმნმეს გამოადგეს და გაიზიროს ჩემი ფორმულა. როგორც კი დაიწყებს გონება ვინმეს შეფასებას, ჩარჩოებში ჩასმას, დაფასოებას, გაფილტვრას და საბოლოო პროდუქტად ქცევას, დავაკვირდეთ და ვისიამოვნოთ ჩვენი გონების შესაძლებლობებით, რა ”მაგარი ზღაპრების შეთხზვის უნარი აქვს” და მერე დიდი და წითელი ხაზით გავაუქმოთ ამბავი ჩვენი ილიზიისა და წარმოდგენისა ვიღაცაზე ან სულაც რაღაცაზე.

ეს ჩვენ გვგონია და გვინდა ვიღაც ლამაზი იყოს, ვიღაც მოწესრიგებული, ერთგული, ჭკვიანი, ინტელიგენტი და ა.შ. თორემ, რეალურად არ არის საჭირო მისგან ველოდოთ და მეტიც, დავავალდებულოთ იყოს ლამაზი, მოწესრიგებული, ერთგული, ჭკვიანი, ინტელიგენტი და სასიამოვნო ცხოვრების ყველა მომენტში. ეს ჩვენ გვინდა და გვგონია ასე და რეალობა სრულიად სხვაა. გვინდა სხვაა და რეალობა სხვა. რეალობაა ის, როცა ვუყურებთ რამეს და ვიღებთ მას ყოველგვარი შეფასებების გარეშე. არ გვაღიზიანებს.  ვინარჩუნებთ ჰარმონიას საკუთარ თავთან, სხვებთან და სამყაროსთან, მიუხედავად იმისა, რა ხდება და რისთვის.

ჰარმონიაც, ბედნიერებაც და გაცნობიერებული ცხოვრებაც, იწყება მას შემდეგ, რაც აღარ ვეჭიდავებით რეალობას, ადამიანებს და გარემოებებს ვიღებთ ისეთად, როგორიც ჩვენ შეფასებამდე არის.  აზროვნების ამ დონემდე ასვლამდე ყველაფერი არის და იქნება საკუთარი თავის მოტყუება და ამაო მცდელობა მიაღწიო ნამდვილ ჰარმონიას და ბედნიერებას და ვერც მივაღწევთ.  სანამ ამ ყველაფერს არ გავაცნობიერებთ ცხოვრებაში ყველაფერის მისაღწევად  გვექნება საბრძოლველი ბევრი. დავფიქრდეთ!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 72 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 რამ, რისი სწავლაც ღირს იტალიელებისგან

იტალიელები — ოსტატები არიან ხელოვნების ბევრ დარგში. მათ შორის სამყაროს შეთვისების, სიტუაციიდან თავის დაღწევის, ლამაზი ცხოვრების და მისგან სიამოვნების მიღების ხელოვნებაში. B2P.GE თვლის, რომ ნამდვილად აქვს აზრი, მათგან მაგალითის აღებას. საკვები  —

Print Friendly, PDF & Email

როცა მოქმედებ, უფალი შენი ხელებით მოქმედებს

ყველაზე ნამდვილი ბედნიერება და სიძლიერეა საკუთარი თავის რწმენა და იმის ცოდნა, რომ რასაც მოინდომებ აუცილებლად მიაღწევ, შენ ამას შეძლებ. გაიხსენეთ რა ბედნიერი და გახარებული ხართ, როცა საკუთარი თავის მთლიანად გწამთ.

Print Friendly, PDF & Email

Bence Peter: ეს კაცი როიალის ღმერთია!

პიანისტი Bence Peter-ი როიალზე უკრავს მაიკლ ჯექსონის სიმღერის ქოვერს. და მას ეს მაგრა გამოსდის! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never

Print Friendly, PDF & Email

კოტეჯი „გარემო „ შთაგონების ადგილი გაზაფხულზე

დაახლოებით რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც სასტუმრო “გარემოს“ ფეისბუქ ფეიჯი  დავალაიქე  და მას შემდეგ გამიჩნდა  სურვილი ჩავსულიყავი რაჭაში და საკუთარი თვალით დამეთვალიერებინა  საქართველოს ეს ულამაზესი ადგილი.   ზამთარში ვერ მოვახერხე,თუმცა

Print Friendly, PDF & Email

რიჩარდ ბრენსონი: «5 რამ, რაც დედამ მასწავლა»

ევა ბრენსონმა თავისი ვაჟი აღზარდა უსაზღვრო მეოცნებედ, რომლის თამამი ქცევის უკან თითქმის ყოველთვის არის მკაცრი გათვლები. სწორედ ამის შედეგად რიჩარდი გახდა პლანტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანი. რიჩარდ ბრენსონი

Print Friendly, PDF & Email

გენიალური წერილი დედისგან

«ჩემო ბიჭო! თუ ახლა ამ ფურცელს კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ შენ როგორც იქნა ინტერნეტი აღარ გაქვს. არ გაბედო პროვაიდერთან დარეკვა ან ბრაუზერის ხელსაწყოებში ქექვა. შენ შემდეგი რამ უნდა გააკეთო: გადი

Print Friendly, PDF & Email