ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს საუკეთსო თანამშრომლები ტოვებენ

ხელმძღვანელების 9 ქცევა, რომელთა გამო სამსახურს საუკეთსო თანამშრომლები ტოვებენ

გასაოცარია, მაგრამ ზოგიერთი ხელმძღვანელი ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ მათგან საუკეთესო თანამშრომლები მიდიან. რადგან ასეა, მათ მართლა აქვთ განგაშის მიზეზი, რამდენადაც ნებისმიერი კომპანიისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვა.

ეს პრობლემები ნებისმიერ რამეს შეიძლება მივაწეროთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად: ადამიანები მიდიან არა იმის გამო, რომ სამსახური არ მოსწონთ, არამედ იმის გამო, რომ არ მოსწონთ ხელმძღვანელი.
სხვათა შორის, პრობლემების თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია, თუ სიტუაციას ახლებურად შეხედავთ და ცოტა მეტ ძალისხმევას ჩადებთ.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რომელი ქმედება არის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ხელმძღვანელის მხრიდან.

1. ზედმეტი დატვირთვა
ზედმეტი დატვირთვა — ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს ემოციურ გადაწვას. თუ თქვენ საუკეთესო სპეციალისტებთან მუშაობთ, ცდუნება იმისა, რომ ისინი მაქსიმალურად «გამოწუროთ» ძალიან დიდია, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი მიდგომა ადამიანებში იწვევს განცდას, თითქოს მათ ხარისხიანი მუშაობის გამო სჯიან. გარდა ამისა, გადატვირთვა ამცირებს შრომის ხარიხს. სტენფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო კვირის 50 სთ-ზე მეტი ხნით გაგრძელების დროს ეფექტურობა მკვეთრად იკლებს, ხოლო 55 სთ-ზე მეტ ხანს მუშაობისას – ნულამდე ეცემა.

თუ თქვენთვის აუცილებელია დამატებითი სამუშაოს დავალება ნიჭიერი თანამშრომლებისთვის, მოგიწევთ მათთვის სტატუსის ამაღლებაც. თუ ასე არ მოიქცევით, საქმე მალე მობეზრდებათ და ბოლოს დატოვებენ სამსახურს. ზეგანაკვეთური სამუშაოს კომპენსირება შესაძლებელია ხელფასის მომატებით, დაწინაურებით ან თანამდებობის შეცვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აუცილებლად იპოვნიან ისეთ სამსახურს, სადაც რეალურად დააფასებენ.

2. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოს და აღიარების არარსებობა
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გამამხნევებელი სიტყვები და მხარზე ხელის დადება არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით საუკეთესო თანამშრომლისთვის, რომელსაც შესანიშნავი შინაგანი მოტივაცია აქვს, მაგრამ ეს შეხედულება მცდარია, რადგან შექება და შრომის დაფასება ყველას მოსწონს, ვინც გულიანად შრომობს. ხელმძღვანელები ხშირად უნდა კონტაქტობდნენ თანამშრომლებთან და ეკითხებოდნენ მათ საქმის ვითარების შესახებ, უნდა არკვევდნენ რა გზით შეიძლება მათი გამხნევება და დაჯილდოვება წარმატებული საქმიანობისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ ნიჭიერი თანამშრომლების მიმართ ამის გაკეთება საკმაოდ ხშირად დაგჭირდებათ.

3. ადამიანური ზრუნვის არარსებობა
თანამშრომელთა ნახევარზე მეტი სამუშაო ადგილს ტოვებს იმის გამო, რომ არ ხერხდება ხელმძღვანელობასთან ნდობით აღსავსე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ჭკვიანმა ხელმძღვანელებმა იციან როგორ დაიჭირონ ბალანსი პროფესიონალიზმსა და ადამიანურობას შორის. ასეთი ხელმძღვანელები თანამშრომლების წარმატებას მათთან ერთად აღნიშნავენ, ცდილობენ ისეთებს დაეხმარონ, ვისაც ჩავარდნა აქვს და აიძულებენ უკიდურეს ზღვარზეც კი იმუშაონ, თუკი ამის საჭიროება დგას. ვინც ამას არ აკეთებს, ყოველთვის წუწუნებს მაღალკვალიფიციური კადრების გადინებაზე. ადამიანები ალბათ ნაკლებად იმუშავებენ თქვენთან, თუ ვერ იგრძნობენ თქვენი მხრიდან ადამიანურ, ემოციურ დამოკიდებულებას, ზრუნვას და მათი შრომის ელემენტარულად დაფასებას.

4. მოვალეობების შეუსრულებლობა
როცა თანამშრომელს რამეს პირდებით, თქვენ შეგიძლიათ ის გააბედნიეროთ, ან იმედი გაუცრუოთ, და ეს უკანასკნელი არის სწორედ მისი წასვლის მაპროვოცირებელი. დაპირების შესრულებით, თქვენ ამართლებთ მის ნდობას და მეტად უფრო დაფასებული ხდებით მის თვალში, რაც უდაოდ აუცილებელია. დაპირებაზე უარის თქმით, თქვენ არასაიმედო ადამიანად წარმოჩინდებით, რომელიც პატივს არ სცემს სხვის გრძნობებს. თუ ხელმძღვანელი არ ასრულებს თავის დაპირებებს, ადრე თუ გვიან, ყველა თანამშრომელი იწყებს მის მიბაძვას.

5. შეუფერებელი სპეციალისტების დაქირავება და დაწინაურება
კარგ და შრომისმოყვარე თანამშრომლებს მათ გვერდით იგივენაირი კოლეგების დანახვა სურთ. თუ ხელმძღვანელი არ ზრუნავს ახალი კადრების საგულდაგულოდ შერჩევაზე, ეს ახდენს იმ თანამშრომელთა დემოტივირებას, ვინც უკვე მუშაობს კომპანიაში. შეუფერებელი კადრების დაწინაურებას ყოველთვის მოაქვს სავალალო შედეგები. ადამიანი, რომელიც შეუპოვრად შრომობდა, მაგრამ დაუწინაურებელი დარჩა, ასეთი ვითარებით შეურაცხყოფილი დარჩება და საკუთარი ნიჭისთვის სხვა სამსახურის ძებნას დაიწყებს.

6. წინააღმდეგობები ოცნების ასრულების გზაზე
ნიჭიერი ადამიანები საკუთარი საქმით არიან შეპყრობილი. მათ აქვთ იმედები და ოცნებები, რომლებისკენაც მიისწრაფვიან. ეს სწრაფვა მათ საშუალებას აძლევს პროდუქტიულად იშრომონ და სიამოვნება მიიღონ საქმის კეთებისგან. ბევრი ხელმძღვანელი ზღუდავს საკუთარ თანამშრომლებს. მათ ეშინიათ, რომ ადამიანები, რომლებიც ჟინით არიან შეპყრობილნი, უფრო ცუდად იმუშავებენ, თუკი ამ ჟინის დაკმაყოფილების საშუალება ექნებათ. ხელმძღვანელების ეს შიში საერთოდ გაუმართლებელია. კვლევებით დასტურდება, რომ ოცნების დევნაში გაჩენილი ეიფორია ამაღლებს პროდუქტიულობის მაჩვენებელს დაახლოებით ხუთჯერ.

7. სწავლების არარსებობა
თანამშრომლების მიმართ უყურადღებობაზე დასმული შეკითხვების პასუხად ბევრი ხელმძღვანელი ცდილობს თავი იმართლოს და იყენებს შემდეგ სიტყვებს: «ნდობა», «დამოუკიდებელი საქმიანობა» და «უფლებამოსილებების დელეგირება» – ეს სრული სისულელეა. ხელმძღვანელებმა უნდა იხელმძღვანელონ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ნიჭიერები არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები.ისინი მუდმივად უნდა უსმენდნენ გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს.

მართვის პროცესი დაუსრულებელია. თუ თქვენს თანამშრომლებში ნიჭიერი ადამიანია, აუცილებლად უნდა შეუწყოთ ხელი მის განვითარებას. საუკეთესო სპეციალისტები ყოველთვის ელიან უკუკავშირს და თქვენ ვალდებული ხართ ეს უზრუნველყოთ. თუ ასე არ მოხდება, თანამშრომელი მალე დაკარგავს მოტივაციას და მოეშვება.

8. შემოქმედებითი მიდგომისთვის წინააღმდეგობის გაწევა
ნიჭიერი თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ გააუმჯობესონ ის, რასთანაც შეხება აქვთ. თუ ამის უფლებას არ მისცემთ სიახლის შიშით, მათ ძალიან მალე საკუთარი საქმის ატანა აღარ ექნებათ. შემოქმედებითი წვის შეჩერების მცდელობა ყველასთვის მავნებელია, ხელმძღვანელის ჩათვლით.

9. რთული და საინტერესო დავალებების არარსებობა
საუკეთესო ხელმძღვანელები ზოგჯერთ თანამშრომლებს ისეთ დავალებებს აძლევენ, რომლებიც ერთი შეხედვით შეუსრულებელი ჩანს. ისინი უარს ამბობენ ტრივიალურ პროექტებზე და ცდილობენ საკუთარი ხალხი გამოიყვანონ კომფორტის ზონიდან, ხოლო შემდეგ მაქსიმალურად იხარჯებიან იმისათვის, რომ მათ დახმარება გაუწიონ წარმატების მიღწევაში. თუ ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები იძულებულები არიან მოსაწყენი საქმით დაკავდნენ, ისინი იწყებენ სხვა სამსახურის ძებნას, რათა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მიეცეთ.

დასკვნა
ძვირფასი კადრების შესანარჩუნებლად თქვენ მოგიწევთ მათთან ურთიერთბის გადახედვა. გახსოვდეთ, რომ ნიჭი უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ისე გააკეთეთ, რომ მათ სწორედ თქვენ აგირჩიონ – რა თქმა უნდა თუ მათი შენარჩუნება თქვენს ინტერესებში შედის.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ორატორული ხელოვნება: გადავეჩვიოთ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნერვიულობას

ალბათ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ღელავდით მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა – მოლაპარაკებები, მით უფრო ძლიერია მღელვარება.  მოდით ერთად გავერკვეთ რა არის ”საკუთარ თავში დაურწმუნებლობა” და

Print Friendly, PDF & Email

“რწმენა, ნდობა და იმედი” – სამი ამბავი, რომელიც დაგვაფიქრებს

1. ერთხელ მთელმა სოფელმა გადაწყვიტა ელოცათ, რომ წვიმა წამოსულიყო. დაგეგმილ დღეს ყველა შეიკრიბა, მაგრამ მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ წამოიღო ქოლგა. – ეს რწმენაა 2. როდესაც თქვენ აგდებთ ჰაერში ერთი წლის ბავშვს, ის

Print Friendly, PDF & Email

წარმატებული მმართველების 8 წესი 

1. ბიზნესი ― ეს არის ეკოსისტემა და არა ბრძოლის ველი  რიგითი მმართველები ბიზნესს უყურებენ, როგორც კომპანიებს, ჯგუფებს და განყოფილებებს შორის კონფლიქტს. წარმატებული მმართველები ქმნიან გუნდებს,რომლებიც ადაპტაციას ახდენენ ახალ ბაზრებთან და

Print Friendly, PDF & Email

Bence Peter: ეს კაცი როიალის ღმერთია!

პიანისტი Bence Peter-ი როიალზე უკრავს მაიკლ ჯექსონის სიმღერის ქოვერს. და მას ეს მაგრა გამოსდის! გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never

Print Friendly, PDF & Email

კრიზისის 9 დადებითი შედეგი

ადამიანების ცნობიერებაში სიტყვა «კრიზისი», როგორც წესი, იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. ის დაკავშირებულია მოუწესრიგებლობასთან, გაურკვევლობასა და უპერსპექტივობასთან. სინამდვლიეში კი ეშმაკი ასეთი საშიში ნამდვილად არ არის, როგორადაც აღწერენ. არსებობს ისტორიის ობიექტური კანონები. მათ

Print Friendly, PDF & Email

მესინჯერში ბიზნეს-ურთიერთობის 5 წესი

მეწარმეებისთვის განკუთვნილი ჟურნალის Entrepreneur-ის რედაქტორმა ჟაკლინ უიტომორმა დაწერა მასალა, რომელშიც აღწერა მესინჯერში მიმოწერის რამოდენიმე წესი ბიზნეს-ურთიერთბისას. უიტმორი დარწმუნებულია, რომ ტექსტური შეტყობინებები წარმოადგენს გაცილებით უფრო «ჩქაროსნულ» ბიზნეს-კომუნიკაციის საშუალებას — ისინი ელ-ფოსტაზე

Print Friendly, PDF & Email