10 მიზეზი რის გამოც უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და რატომ ღირს ამის გაკეთება!

10 მიზეზი რის გამოც უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და რატომ ღირს ამის გაკეთება!

როცა ალკოჰოლისთვის თავის დანებებას გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ეს არც ისე რთულია. მაგრამ როცა საბოლოოდ უარის თქმას გადაწყვეტთ სასმელზე, დაინახავთ ამ პრობლემის მთელ სირთულეს.

ალკოჰოლზე უარის თქმით, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარსულ ცხოვრებაზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამიერიდან მეგობრებისგან შენიშვნას აღარ მიიღებთ და გეცნოდინებათ რომელი სასმელი რამდენი დალიოთ.

არსებობს გარკვეული FOMO (Fear Of Missing Out – რაიმე მნიშვნელოვანის გამოტოვების შიში)  სინდრომი, როცა ადამიანს უნდა ბოთლის დადება და სასარგებლო ჩვევებით ცხოვრება.

დაივიწყეთ სმაში გატარებული, გატეხილი ღამეები, როცა სახლში ცალი ფეხსაცმლით ბრუნდებოდით. ამ ყველაფრის ალტერნატივა არის სიფხიზლე, მოწესრიგებული ძილისა და ცხოვრების რეჟიმი, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ალკოჰოლთან.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე ბევრისთვის რთული არჩევანია, ის გაცილებით სრულფასოვანია. ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად სვამს, რთული გასაგებია რა ძვირფას და რა ბევრ დროს კარგავს უაზროდ. არც ის ესმის ასეთ ადამიანს, რამდენ ფულს ყრის და რამდენ სასიამოვნო მომენტს უშვებს ცხოვრებაში… მას ვერც წარმოუდგენია რამდენად განსხვავებულია ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე.

მაშ ასე, რა შეიცვლება, როცა თქვენ ალკოჰოლზე იტყვით უარს:

1. თქვენ დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო მომენტები და შთაბეჭდილებები
როცა საბოლოოდ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, ძალიან მარტივად გაიხსენებთ ყველაფერს, რაც წინა საღამოს მოხდა და შეძლებთ ყველაზე ნათელი მომენტები დაიმახსოვროთ.

2. თქვენ არ შეგაწუხებთ ბახუსი
როცა დილით ბახუსის სინდრომი არ შეგაწუხებთ, აღარც იმაზე ფიქრი დაგჭრდებათ, თუ როგორ გაატაროთ მთელი დღე ადეკვატურ სიტუაციაში. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ნამდვილად არ ღირს დროის კარგვა უზარო სმასა და ბახუსის მდგომარეობიდან საკუთარი თავის გამოყვანაზე. ამ ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება გაცილებით მნიშვნელოვანი რამ.

3. თქვენ აღარ გადაყრით ფულს ტყუილად
ახალგაზრდა ადამიანების უმრავლესობა კარიერულ ზრდას იწყებს სტუდენტურ წლებში. ამ დროს მათ არ აქვთ დიდი რაოდენობით ფული იმისათვის, რომ ბარებსა და რესტორნებში ხარჯონ. ასეთ უსარგებლო რამისთვის ფულის დახარჯვის ნაცვლად, ისინი ცდილობენ თანხა გადაინახონ სწავლის საფასურისა და საცხოვრებლის ქირის დასაფარად. თუ თქვენ არ დაჯდებით მეგობრებთან ერთად ალკოლოით სავსე ჭიქებიან სუფრასთან, მალევე მიხვდებით, რომ საკმაო რაოდენობის თანხას ზოგავთ ამით. აკონტროლეთ საკუთარი თავი ამ მხრივ, რადგან ეს დაგეხმარებათ არამარტო ფულის დაზოგვაში, არამედ მავნე ჩვევის თავიდან აცილებაში.

4. თქვენი პრობლემები — არის რეალური პრობლემები
ალკოჰოლის ამოგდება გამოიწვევს თქვენი ემოციების გარეალურებას, რადგან სიმთვრალეს ხშირ შემთხვევაში მოვლენების გადრამატულებამდე მივყავართ. ალკოჰოლის გარეშე თქვენ უკვე მზად იქნებით გაარჩიოთ რეალური და გამოგონილი გრძნობები. იმის ნაცვლად, რომ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ყოფნისას მუდმივად გეცოდებოდეთ საკუთარი თავი, ცრემლებს ღვრიდეთ უბედობასა და გაუმართლებლობაზე, თქვენ შეძლებთ მოძებნოთ სწორი გამოსავალი საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.

5. თქვენი იმუნური სისტემა გამყარდება
მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგების თანახმად, სპირტიანი სასმელის სისტემატური გამოყენება ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ალკოჰოლი თითქოს რეცხავს ორგანიზმის დაცვისუნარიანობას, რისი უზრუნველყოფაც ძირითადად პირის ღრუდან და საჭმლის მომენელებელი სისტემიდან ხდება. ალკოჰოლით დასუსტებულ ორგანიზმს ადვილად ერევა სხვადასხვა სახის ვირუსი და ბაქტერიები. სპირტიან სასმელზე უარის თქმით, თქვენი ორგანიზმი გაჯანსაღდება.

6. თქვენ არ დაკარგავთ მეგობრებს სიმთვრალეში გამოჩენილი უხეშობის გამო
თრობის დროს ადამიანი ბევრ ისეთ საქციელს სჩადის, რომლის გამოც მეორე დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ალკოჰოლზე უარის თქმით თქვენ არამარტო თავიდან აიცილებთ მსგავს სიტუაციებს, არამედ შეძლებთ ურთიერთობა დაალაგოთ მათთან, ვისთანაც ამ მიზეზით დაძაბულობა შეგექმნათ, თუმცა, ბოდიშის გარეშე ეს საკითხი ნამდვილად ვერ მოგვარდება.

7. თქვენ ისწავლით როგორ უნდა დაისვენოთ და გაერთოთ ისე, რომ დარჩეთ ფხიზელი
თქვენი ცხოვრების რთული გაკვეთილი, რომელიც წინ გაქვთ და უნდა გაითავისოთ, არის იმის სწავლა, თუ როგორ გაერთოთ და დაისვენოთ მეგობრების წრეში ისე, რომ შეინარჩუნოთ სიფხიზლე. თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ სად წახვედით მეგობრებთან ერთად, დათრობა აუცილებელი ნამდვილად არ არის. არ უნდა აყვეთ სხვების სიტყვებს, ბოლომდე უნდა დადგეთ საკუთარ პოზიციაზე და ძალდატანებას არ უნდა დაემორჩილოთ. ისწავლეთ დროის სასიამოვნოდ გატარება ალკოჰოლის გარეშე.

8. თქვენ გაიგებთ მოგწონთ თუ არა თქვენი მეგობრები
იმ ადამიანების მეგობრებად ჩათვლა, ვისთვისაც მიუღებელია თქვენი მხრიდან ალკოჰოლზე უარის თქმა, ძალიან რთულია – ისინი არ არიან ნამდვილი მეგობრები. როცა მეგობრებთან ერთად ისვენებთ ალკოჰოლის გარეშე, თქვენ შეძლებთ მათ დანახვას ცოტა სხვა კუთხით. რაც მთავარია, თქვენ შეძლებთ იმის გაგებას, თუ როგორ ხედავდით მათ აქამდე.

9. თქვენ დაამყარებთ ჰარმონიულ ურთიერთბას საკუთარ თავთან
ალკოჰოლზე უარის თქმით, თქვენ საკუთარი თავის შეცნობის ახალ ეტაპზე გადახვალთ. საკუთარი თავის გაგება უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში. ამისათვის საჭიროა თვითშემეცნებისთვის დროის გამოყოფა, ყოველგვარი ალკოჰოლის გამორიცხვით. საკუთარი მოთხოვნების გაგება – ყოველთვის საინტერესოა.

10. თქვენ გექნებათ სასიამოვნო გარეგნობა
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ღვიძლზე. ამასთან, ღვიძლი პასუხისმგებელია ორგანიზმიდან მავნე, ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაზე. ალკოჰოლის მიღებისას ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება კანის უჯრედების გაუწყლოება. საბოლოო ჯამში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხშირად მყოფი ადამიანი სწრაფად ბერდება და საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით დიდი შეხედულება აქვს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like