რატომ გაქვთ ის, რაც გაქვთ — დილტსის პირამიდა
931 Views

რატომ გაქვთ ის, რაც გაქვთ — დილტსის პირამიდა

აღიარეთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს უსვამთ შეკთხვას: «რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ?» ან «რატომ მაქვს ის, რაც მაქვს?». თუ ამ შეკითხვებს სვამთ — დღეს B2P.GE გაგიზიარებთ მათზე პასუხებს და მოგიყვებათ დილტსის პირამიდის შესახებ.

რობერტ დილტსი, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ექსპერტ-შემმუშავებელია ნეირო-ლინგვისტიკურ პროგრამირებაში. ის გვთავაზობს პირამიდის ფორმით მომზადებულ მოსახერხებელ აღწერილობას თქვენი ცხოვფრების შესახებ.

მოდელის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ პირამიდის ყველა დონისთვის პასუხი «რატომ არის ასე?» დევს ერთი დონით მაღლა.

პირამიდის დაბალი დონე არის თქვენი საყოფაცხოვრებო დონე, ყოველდღიურობა და პასუხობს შეკითხვას «რა მაქვს?» – ეს ეხება თქვენს ფინანსებსაც, სამსახურსაც და ბიზნესსაც, ასევე ოჯახს, სანაცნობო წრეს და ა.შ.

თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას «რატომ მაქვს ის, რაც მაქვს?», პასუხის გასაცემად მოგიწევთ მეორე დონეზე გადასვლა, სადაც თქვენი ქმედებებია. ეს დონე პასუხობს შეკითხვას «რას ვაკეთებ?» — და აშკარაა, რომ იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, ძალიან არის დამოკიდებული ის, რაც გაქვთ.

თუ დასვამთ შეკითხვას «რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ?», პასუხი იქნება მესამე დონეზე – ეს სტრატეგიის დონეა, რომელიც პასუხობს შეკითხვას «როგორ ვირჩევ?» — იქედან გამომდინარე, თუ როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, როგორ აკეთებთ არჩევანს, რა სტრატეგიით ხელმძღვანელობთ («დიდისკენ მისწრაფება» ან «დაძაბულობის გარეშე კეთება», «დღევანდელი დღით ცხოვრება» ან «წლების მანძილზე დაგეგმვა» და ა.შ.), დამოკიდებულია ის, თუ როგორ იმოქმედებთ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში.

მაგალითად, სახლში დაბრუნებული რომელს გააკეთბთ – დაიწყებთ სპეციალური ლიტერატურის კითხვას, ვარჯიშს თუ ლუდის სმას ტელევიზორის წინ? სამსახურში თუ შესთავაზებთ ახალ პროექტებს, რომლებზეც პასუხისმგებლობასაც აიღებთ – თუ უბრალოდ გააგრძელებთ ჩვეულ და გასაგებ საქმიანობას?

თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ «რატომ ვირჩევ იმას, რასაც ვირჩევ?», მაშინ მოგიწევთ დილტსის პირამიდაზე კიდევ ერთი დონით მაღლა ახვიდეთ იმისათვის, რომ მიიღოთ პასუხი. მეოთხე დონეზე არის პასუხი შეკითხვაზე «რის მჯერა?» და იქვე ხვდებით, რომ თუ გწამთ, რომ კარგი სამსახურის ნახვა მხოლოდ ნაცნობობით არის შესაძლებელი, სწავლას ბოლომდე გულს ვერ დაუდებთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ შეუპოვრობა ძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას, წინაღობების გადალახვა და ახალი მცდელობები თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.

თუ თქვენ დასვამთ შეკითხვას «რატომ მჯერა იმის, რისიც მჯერა?», მასზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ პირამიდის მეხუთე დონე, რომელიც პასუხისმგებელია თვითშეცნობასა და თვითიდენტიფიკაციაზე. ის პასუხობს შეკითხვას «ვინ ვარ მე?» — ხოლო ამ კითხვის პასუხზე ძალიან არის დამოკიდებული თქვენი რწმენა.

ცხადია, რომ ადამიანს, რომელიც ამბობს «მე უღიბლო და არასასურველი ადამიანი ვარ» და ადამიანს, რომელიც ამბობს «მე გენიოსი ვარ და დაბადებული ვარ წარმატების მისაღწევად», სამყაროს სურათი და რუკა სრულიად განსხვავებული ექნებათ.

და ბოლოს, პირამიდის ბოლო დონე – ეს არის მისიის დონე, ცხოვრების არსის დონე. ის პასუხობს შკითხვას «რატომ ვხედავ?» – სავარაუდოდ ეს დონე არის მხოლოდ რელიგიური ადამიანებისთვის, რამდენადაც ის გულისხმობს იმას, რომ ადამიანის ცხოვრების აზრი არ დევს თავად ცხოვრებაში და ის მართულია ვიღაც მესამე პირისგან.

რატომ უნდა იცოდეთ დილტსის პირამიდის შესახებ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ რატომ ცხოვრობთ ისე, როგორც ცხოვრობთ და რატომ გაქვთ ის, რაც გაქვთ. მისი დახმარებით შეძლებთ ჩაატაროთ საკუთარი ცხოვრების ექსპრეს-ანალიზი იმისათვის, რომ შეძლოთ მიიღოთ ისეთი ცხოვრება, როგორიც გსურთ, ყველაფერი ამისთვის კი საჭიროა იმოძრაოთ პირამიდის წვერისკენ.

როგორც სისტემური ანალიზის ერთ-ერთი პრინციპი ამბობს «პრობლემის გადაჭრა ჩვეულებრივ იმ დონეზე ვერასოდეს ხერხდება, რა დონეზეც ის არის დასმული»

თუ არ გაკმაყოფილებთ ის, რაც გაქვთ, იქნება ეს გარემოცვა თუ ფინანსები – დილტსის მოდელი დაგანახებთ, რომ საჭიროა თქვენი ქმედებების შეცვლა. ან თუ ქმედებებს სასურველ შედეგებამდე ვერ მიჰყავხართ, საჭიროა მთლიანობაში სტრატეგიის შეცვლა. თუ არ იცით როგორ შეცვალოთ სტრატეგია – ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ამოქექოთ თქვენი აზრები, რისიც გჯერათ, რადგან სწორედ რომელიღაც მათგანშია პრობლემა.

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო — ახლა, როცა წინ დილტსის მოდელი გიდევთ, დაინახეთ თუ არა რა ნაწილში უჭირს თქვენს ცხოვრებას და რისი გაკეთებაა საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად?

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like