რატომ არის სამყარო შენს მიმართ კეთილი და მეგობრული?

რატომ არის სამყარო შენს მიმართ კეთილი და მეგობრული?

თუ ხედავ, რომ ყველაფერი ხელს გიშლის გეგმების განხორციელებაში მიუხედავად ამისა, სამყარო მაინც კეთილი და მეგობრულია რადგან:
გაჩვენებს რა ხარვეზები და შეცდომები გაქვს დაგეგმვაში დაშვებული და შანსი გაქვს აღმოფხვრა ისინი ან თავიდან დაგეგმო.
მეორეს მხრივ კი თუ გეგმა იდიალურია, გაჩვენებს დააკვირდე საკუთარ თავს. ხარ ჰარმონიაში შენს გეგმებთან მიმართებაში? თუ არა, რა მხრივ ეწინაღმდეგები და რა შინაგანი წინააღმდეგობები გაქვს, რაც შენს გარშემო იზიდავს ხელისშემშლელ გარემოებებს.
თუ ცხოვრება უეცრად დიდი გამოწვევის წინაშე გაყენებს, თან ძალიან არახელსაყრელ დროს, სამყარო კეთილი და მეგობრულია, რადგან:
გაქვს შანსი საკუთარ თავში სწრაფად მოძებნო და იპოვო უდიდესი ძალა და ამ აღმოჩენით კიდევ ერთხელ დარწმუნდე რამხელა ძალა, რესურსები და ენერგია არის შენს განკარგულებაში.
თუ ფორსმაჟორული სიტუაცია შენში იწვევს შფოვას, სტრესს, დაბნეულობას ან სასოწარკვეთას, ამ სიტუაციაში სამყარო კეთილი და მეგობრულია იმიტომ, რომ:
ამ სიტუაციის დახმარებით შენ შეგიძლია ერთხელ და სამუდამოდ გამოიმუშაო სირთულეებთან შებრძოლების შენებური მეთოდი.
გაბედო იფიქრო “საზღვრებს მიღმა” დაივიწყო დრომოჭმული ცოდნა, შიშით გაბერილი გამოცდილება და თამამად, თავდაჯერებულად ახალი, კრეატიული იდეების დინებას მიჰყვე.
თუ დაიღალე ბრძოლაში წაგებით, სამყარო კეთილი და მეგობრულია შენს მიმართ, რადგან:
გაქვს შანსი მომდევნო ბრძოლაში გამარჯვება გახდეს შენი პიროვნული სიძლიერის გამარჯვების სიმბოლო!
შიშზე — სიმამაცით გამარჯვების სიმბოლო!
სისუსტეებზე — სიძლიერით გამარჯვების სიმბოლო!
უნებისყოფობაზე — ნებისყოფის ძალის გამარჯვების სიმბოლო!
ზიზღზე — სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო!
უღიმღამო, უხალისო ცხოვრებაზე — მოტივაციით და სისოცხლის სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო!
 
თუ ვერ იპოვე თავი ვერც ერთ სფეროში, საქმეში და ვერ რეალიზდი 100% – ით, სამყარო კეთილი და მეგობრულია იმიტომ, რომ:
გაჩვენებს რამდენად უნიკალური, მრავალფეროვანი, განსაკუთრებული ნიჭით და ტალანტით დაგალჯიდოვა ღმერთმა, რაც მიგანიშნებს იმაზე, რომ შენ უნდა შექმნა შენი ახალი სფერო, ახალი მიმართულება და შენი მისიაა გაკვალო ახალი გზები.
დღევანდელი ვერ რეალიზებულობა დაე გამხდარიყოს ის ბიძგი, რომელიც აღმოგაჩენინებთ აქამდე აღმოუჩენელ გზებს, მიგაღწევინებთ აქმდე მიუღწეველს და ამ ახალი ცხოვრების სტილით, თქვენ შეძლებთ გახდეთ სხვებისთვის შთამაგონებელი მაგალითი და სასარგებლო ძალიან ბევრი ადამიანისთვის.
 
თუ დაკარგე ნდობა, შიშობ, გაქვს ეჭვები… სამყარო კეთილი და მეგობრულია, რადგან:
გეძლევა შანსი, ყოველგვარი გარანტიების მოთხოვნის გარეშე ისწავლო გულის გაღება და მინდობა უფლის, სამყაროს კანონზომიერებების და ქვეცნობიერის უსაზღვრო სიბრძნის.
გაქვს შანსი გააცნობიერო, რომ სხვების ნდობამდე, ჯერ საკუთარი თავის ნდობა უნდა ვისწავლოთ.
ნდობა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი შინაგანი ძალის, ჩვენი ნებისყოფის და მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ, შევძლებთ ვენდოთ უფალს, სამყაროს ან ქვეცნობიერს.
სხვებთან ურთიერთობა – საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება. ისევე როგორც სხვების ნდობამდე საკუთარი თავის ნდობა გვჭირდება.
რა დოზითაც ჩვენს თავს ვენდობით, იმავე დოზით ვენდობით სხვას. გვეეჭვება ჩვენი შესაძლებლობები? – გვეეჭვება სხვისიც. არ ვენდობით ჩვენს ძალებს? – არ ვენდობით არც ქვეცნობიერის ძალებს, არც სამყაროს კანონზომიერებებს და არც უფლის ძლევამოსილებას. რადგან შეუძლებელია გჯეროდეს უფლის ძლევამოსილების, სამყაროს კანონზომიერებების და ჩვენი ქვეცნობიერის ძალის და ამავდროულად ეჭვი გვეპარებოდეს საკუთარ თავში.
ნდობაც, რწმენაც, სიყვარულიც და მიმტევებლობაც ჯერ ჩვენში უნდა არსებობდეს და ამის შემდეგ სამყაროც და ადამიანებიც სარკესავიც ერთ-ერთში გამოგვყვება.
 
თუ სხვას ედარები, აკნინებ თავს, გაქვს მიუღებლობა საკუთარი თავის, ცხოვრების, შედეგების და წუხარ წარსულის გამო…სამყარო კეთილი და მეგობრულია, იმიტომ რომ:
სტრესი, ტკივილი, შფოთვა, დეპრესია და მწუხარება მაღვიძარაა, რომელიც განიშნებს, რომ არასწორად ფიქრობ, ცხოვრობ და შეზღუდული რწმუნებულებებით ტანჯავ საკუთარ თავს.
სამყარო ყველა შემთხვევაში კეთილი და მეგობრულია, მიუხედავად იმისა ამჩნევ თუ ვერა. ის სარკეა შენი ცხოვრების.
სამყარო კეთილი და მეგბრულია — მაშინ როცა არსებობს სიკეთე და ბოროტობა, როცა არსებობს სიყვარული და სიძუვილი, სილამაზე და სიმახინჯე, მადლიერება და უმადურობა….უფალი, სამყარო, ცხოვრება, კეთილი და მეგობრულია რადგან ჩვენ მოგვეცა თავისუფალი ნება არჩევანის გაკეთების და ეს უკვე შენზეა რომელ პოლუსს აირჩევ.
დარჩი ჩვენკენ!
სინათლისკენ;
სიყვარულისკენ;
მეგობრობისკენ და გწამდეს, რომ ეს ცხოვრება და სამყარო შენს მიმართ კეთილი და მეგობრულია. უყვარხარ მას და მუდამ შენი უღალატო მხარდამჭერია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 77 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

ბიზნესფსიქოლოგია

ცნობილი აფერისტის ბერნი მეიდოფის 10 სამართლიანი წესი

ბერნარდ მეიდოფი — ამერიკელი ბიზნესმენი, საფონდო ბირჟის NASDAQ-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი. 1960 წელს, მან უოლ-სთრითზე დააფუძნა ფირმა «Bernard L. Madoff Investment Securities LLC» და მისი ხელმძღვანელი იყო 2008 წლის 11 დეკემბრამდე, მანამ,

რუბრიკები

5 რჩევა მათ, ვისაც ბევრი კითხვა უყვარს

თუ თქვენ გიყვართ ბიზნეს-წიგნების, ონლაინ-სტატიების და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ალაბათ ცდილობთ წაკითხულიდან მაქსიმუმი შეიმეცნოთ. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას მათთვის, ვისაც სამსახურში უწევს ბევრი ელექტრონული და ბეჭდური ტექსტური მასალის კითხვა. 1. გააკეთეთ

მშობლები და ბავშვები

25 საშუალება სკოლის ამბების გასაგებად ისე, რომ არ ჰკითხოთ ბავშვს „როგორ არის საქმეები სკოლაში?“

თუ თქვენ ბავშვს შეეკითხებით „როგორ არის საქმეები სკოლაში?“, პასუხად მიიღებთ მხოლოდ ერთ სიტყვას: „კარგად“. მაგრამ თუ რეალურად გინდათ გაიგოთ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, მაშინ დაეხმარეთ ბავშვს და დაუსვით ისეთი შეკითხვები,