რატომ არის მოქმედება ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი

რატომ არის მოქმედება ფიქრზე უფრო მნიშვნელოვანი

ბლოგერი და მეწარმე თომას ოპონგი აქვეყნებს მამოტივირებელ სტატიას ყველასთვის, ვინც აგრძელებს ერთი ადგილის ტკეპნას და არ იწყებს მოქმედებას. B2P.GE გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს.

წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, თუ არაფერს მოიმოქმედებთ. ნუ დაელოდებით შესაფერის დროს: ის უბრალოდ არ არსებობს. დაიწყეთ ახლავე. ქმედება ბადებს შედეგს, ხოლო შედეგი ახალ ქმედებას. სამყარო ჩვენს გარშემო არ ჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ რაღაცას. შეწყვიტეთ ყველაფრის აწონ-დაწონვა, შედარება და დაიწყეთ მოქმედება!

იმას, რისი კეთებაც უნდა ვისწავლოთ, ვსწავლობთ კეთებისას! არისტოტელე

ცოდნა არ ნიშნავს შედეგს
ხშირად ადამიანები ებმებიან ცოდნის ხაფანგში: ედევნებიან ახალ ინფორმაციას და უნარებს მანამ, სანამ ქმედებას დაიწყებენ. ამასთან, ახალი ცოდნის მიღება ხდება უბრალოდ საბაბი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვენთვის რთული ან უსიამოვნო საქმე შემდეგისთვის გადავდოთ. თუმცა გაცილებით სასარგებლოა რაიმეს არამხოლოდ შესწავლა, არამედ მისი აქტიურად განხორციელება პრაქტიკაშიც.

აი როგორ ხსნის ამას პოპულარული ბლოგერი ჯეიმს კლირი (James Clear):
მიუხედავად იმისა, რომ პასიური სწავლისას ჩვენ ვიძენთ ახალ ცოდნას, ვერ ვიგებთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა. სწავლის გაცილებით უკეთესი ფორმა არის პრაქტიკა. მხოლოდ შეცდომების დაშვებით ვხვდებით რეალურად როგორ არის მოწყობილი საქმიანობის სხვადასხვა სფერო.

რა თქმა უნდა ნებისმიერი წამოწყებისთვის საჭიროა თავდაპირველი, საბაზისო ცოდნის დონე, მაგრამ სულაც არ არის სავალდებულო არჩეულ სფეროში ვყელაფერი იცოდეთ იმისათვის, რომ რაიმეს კეთება დაიწყოთ.
შეუძლებელია ყველაფრისთვის მოემზადო. თუ თქვენი მიზანია კონკრეტული შედეგის მიღწევა და არა დამატებით ცოდნის მიღება, მაშინ ახალი ინცორმაციის შესწავლა შესაძლოა დროის ტყუილად ხარჯვა იყოს და მეტი არაფერი.

მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკას
არავის არ გამოსდის ყველაფრის სწორად გაკეთება პირველივე ჯერზე ან ოცდამეერთზე, ან სულაც ასმეერთეზე… უნარების გამომუშავება ხდება პრაქტიკისას – მხოლოდ ასე შეიძლება გახდეთ საკუთარი საქმის ოსტატი. ამაზე წერს თავის წიგნში «პრაქტიკოსი გონება» (The Practicing Mind) – თომას სტერნერი (Thomas Sterner).

მიღწევები უბრალოდ არ მოდის, ისინი ითხოვენ ხანგრძლივ პრაქტიკას. თავად ცხოვრება – ეს ერთი ხანგრძლივი პრაქტიკული ქმედებების ჯაჭვია, სადაც პერიოდულად მეორდება სხვადასხვა მოქმედება. როცა ვხვდებით რისთვის არის საჭირო პრაქტიკა, რაიმე ახლის სწავლის აუცილებლობა აღარ იწვევს ჩვენში სტრესს და ხდება პროცესი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და კმაყოფილება, გვეხმარება სხვა თვალით შევხედოთ ცხოვრებისეულ პრობლემებს.
(თომას სტერნერი)

პრაქტიკა — ეს არ არის კატორღა, არც დროის კარგვა, ეს არის პროცესი, რომელსაც მოაქვს სიამოვნება თავისთავად და გვეხმარება სრულყოფილებისა და წარმატების მიღწევაში. ნუ იჩქარებთ. მიეცით საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლება. დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოგივათ და ისწავლით ამარამარტო საბოლოო შედეგზე ფიქრს, არამედ უდიდესი სიამოვნების მიღებას მიზნის მიღწევის პროცესში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1489 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like