რატომ არიან ებრაელები მდიდრები?

რატომ არიან ებრაელები მდიდრები?

სტატისტიკა გვაჩვენებს გასაოცარ «ებრაულ ფენომენს»: ებრაელები ცოტანი არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მიეკუთვნება მოსახლეობის მდიდარ ფენას. მაგალითად,რუსეთში ებრაელების რაოდენობა ბოლო მონაცემებით შეადგენს მოსახლეობის 0,1 %, აშშ-ში თითქოს ყველაზე მეტი ებრაელი უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქაც არ არიან ბევრი და მოსახლეობის საერთ რაოდენობის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. მიუხედავად ამ სიმცირისა, ფორბსის მილიარდერების სიაში გასულ წელს უმეტესობა ადამიანებისა სწორედ ებრაელები იყვნენ — 183 ადამიანი (საერთო რაოდენობის 23 %). ხოლო აშშ-ს 40 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მათი რაოდენობა 45 %-ია. ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის — დაახლოებით 20 % ებრაელია. ფენომენი სახეზეა, მაგრამ საინტერესოა, რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?

ამ საკითხისადმი მიძღვნილია ბევრი ნაშრომი. მაგალითად, სტივენ სპილბერგი თავის წიგნში «ებრაული ფენომენი», ასახელებს ამ ნაციონალობის მქონე ადამიანების სიმდიდრის 7 მიზეზს:

1. იმის გაგება, რომ სიმდიდრე — ეს არის ცოდნა. ჩვენ ცოცხალი მაგალითით შეგვიძლია დავინახოთ, რომ ცოდნა არის ძალა. ებრაელები ტრადიციულად მიდრეკილნი არიან ცოდნის მიღებისა და მისი გონივრულად გამოყენებისკენ. ნობელის პრემია ამის დამადასტურებელია.

2. იზრუნეთ თქვენს ახლობლებზე და ისინიც იზრუნებენ თქვენზე. ებრაელების მზრუნველობას ლეგენდარული ხასიათი აქვს. ისინი სიხარულით ეხმარებიან ახლობლებს, რადგან იციან, რომ რთული პერიოდის დადგომის შემთხვევაში, ახლობლებიც დიდი სიხარულით გაუწევენ დახმარებას. ნებისმიერი ზღვა მუხლებამდე მოგწვდებათ, თუკი იცით, რომ ერი გიჭერთ მხარს.

3. წარამტებული ადამიანები — არიან პროფესიონალები და მეწარმეები. სწორედ ამიტომ, ებრაელები ისწრაფვიან განავითარონ თავიანთი პროფესიული და საქმიანი დონე. იურისტები, ადვოკატები, ბუღალტრები, ექიმები, მუსიკოსები — ამ პროფესიების მქონე ადამიანებში ძალიან ბევრი ებრაელია და ისინი, როგორც წესი, შესანიშნავი სპეციალისტები არიან. იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი მეწარმეები არიან ებრაელები, ზემოთ მოყვანილი ფორბსის სია გვიჩვენებს.

4. მოლაპარაკებების დროს იყავით თავდაჯერებული.
მოლაპარაკებები — ეს არის მთავარი რამ წარმატების მისაღწევად. სწორად წარმართულ საუბარს შეუძლია კლიენტის ან პარტნიორის დარწმუნება, მოლაპარაკების დადებითად დასრულება და საჭირო პირობების მიღებაის უზრუნველყოფა.

5. საჭიროა იყოთ შერჩევითად მხარჯველი და გონივრულად ეკონომიური. ებრაელების ხელმომჭირნეობა მრავალრიცხოვანი ანეკდოტების საბაბია, თუმცა სწორედ ის ეხმარება მათ სინამდვილეში მიაღწიონ ფინანსურ მწვერვალებს. ხარჯვა რა თქმა უნდა გარკვეულ ეტაპებზე საჭიროა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის დემონსტრირებისთვის და საჭირო პატივისცემის მოპოვებისთვის, თუმცა ეს გონივრულად უნდა აკეთოთ.

6. საჭიროა იამაყოთ საკუთარი ინდივიდუალობით. ებრაელები საკუთარ თავს რჩეულ ერად მიიჩნევენ და სწორედ ეს აზრი ეხმარება მათ საუკუნეების მანძილზე გაუმკლავდნენ ცხოვრების გზაზე შექმნილ უამრავ სირთულეს, ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და მიაღწიონ წარმატების მწვერვალებს. ყოველი ადამიანი — არის ინდივიდი, პიროვნება, რომელიც უნიკალური და განუმეორებელია. ამის გაცნობირება სასწაულებს ახდენს.

7. საჭიროა მოტივაციის ქონა და რაიმეს დამტკიცება. ებრაელი ყოველთვის მზად არის დაამტკიცოს საკუთარი სისწორე და სიმართლე. ის ათას გზას მოძებნის ამის გასაკეთებლად. ასეთი შემტევი ხასიათი და თავდაჯერებულობა ნებისმიერ საქმეში წარმატების მომტანია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენგან არ მიდიან, ჩვენ ჩამოგვრჩებიან

ყველას ფრენის თავისი სიმაღლე აქვს. ბეღურები ბეღურებთან ერთად დაფრინავენ, მტრედები — მტრედებთან, არწივები — არწივებთან. თუ არწივი ფრენისას თანამგზავრად მტრედს აირჩევს, ამ უკანასკნელს მოუწევს არა მისთვის ჩვეულ სიმაღლეზე და სიჩქარით

ტიმ ფერისი: როგორ მოვასწროთ ყველაფერი ისე, რომ ნაკლები ვიმუშაოთ

ტიმ ფერისი არის პიროვნული პროდუქტიულობის შესახებ პოპულარული წიგნის «როგორ ვიმუშაოთ კვირაში 4 საათი» ავტორი. მის წიგნში შესაძლებელია ნახოთ სხვადასხვა რჩევები, დაწყებული საკუთარი წვრილ-წვრილი დავალებების აუტსორსინგით ჩინეთში და დამთავრებული სამუშაო დღის

ვინ არიან საქართველოში ბანკების მფლობელები?

ვინ არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მფლობელები, ვინ მართავს საბანკო დაწესებულებებს და ვის ანდობს საქართველოს მოსახლეობა ბანკში შესანახად შეტანილ საკუთარ ფულად სახსრებს (ყველა მონაცემი მოპოვებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდ nbg.gov.ge-დან

ფინანსების შენახვისა და გაზრდის 30 პრინციპი

1. სჯობს ყურებამდე საქმეში იყო, ვიდრე ვალებში. 2. საკრედიტო ბარათები – ეს არის მოკლე ყულფი, რომელსაც ბანკები გაბამენ. 3. შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა იწყება ხარჯების შემცირებით. 4. საკრედიტო ბარათი მხოლოდ ლამაზად

14 ციტატა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია

იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, საკმარისია არა მხოლოდ ოცნება, არამედ მოქმედება. ადამიანს არც ისე ბევრი რამ სჭირდება – მოტივაცია, ან დროულად მოსმენილი სიტყვა. ციტატებს შეუძლიათ სტიმული მისცენ, როგორც შინაგან,

როგორ გავხდეთ უკეთესი კაიძენის სტრატეგიის დახმარებით

ხშირად ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაიმე ხერხი ან საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება სწრაფად შევიცვალოთ. თუმცა ცხოვრებაში ასე არ ხდება. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ საჭიროა არა ერთი გიგნატური ნაბიჯი, არამედ ქმედებების თანმიმდევრულობა ხანგრძლივი