რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რატომ არ უნდა ვუსაყვედუროთ ადამიანებს, თუ ჩვენ წარმატებას არ იზიარებენ

რა საინტერსო და საყვარლები ვართ ადამიანები. ჩვენ ყოველთვის სხვებისგან ვითხოვთ გვერდით დგომას, მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, აღფრთოვანებას, პოზიტივს და აპლოდისმენტებს და გული გვწყდება თუ ერთ დღესაც საკმარისად ვერ მივეღებთ ამ ყველაფერს მათგან.

რა ხდება ამ დროს? მაშინვე გადავდივართ იერიშზე და ვადანაშაულებთ მათ შურშიანობაში, დაუფასებლობაში და ზოგჯერ ღალატადაც კი მივიჩვნევთ. მარტივად ვაკეთებთ არასწორ დასკვნებს, ხალხზე, რომელიც შესაძლოა წლებია ჩვენს გვერდითაა მაგრამ უცებ შეიცვალა.

მაგრამ მოდით, სანამ ნაჩქარებ დასკვნებს გამოვიტანთ და საკუთარ თავს დავარწმუნებთ ჩვენს სიმართლეში, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე. ჩვენ გარშემო არიან ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, კოლეგები და უბრალო ადამიანები, რომლებსაც იქნებ დღეს, მათ უფრო სჭირდებათ ვინმეს გვერდით დგომა, გამხნევება ან უბრალოდ ბედნიერების გაზიარება!? იქნებ მათაც აქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდები და თავს გრძნობენ ცხოვრებისგან გარიყულად? იქნებ მათაც აქვთ სამყარო, სადაც უამრავი ტკივილი და ბედნიერება ინახება? ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ? იქნებ მათი ტკივილია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლეს დღეს ჩვენით აღფრთოვანება? მაგრან ჩვენ ეს არ გვანიტერესებს, ჩვენ ველით გაამრთონ  ჩვენი მოლოდინები და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად  დააფასონ ჩვენი დიდებულება, ჩვენი წარმატებები და არასოდეს მოგვაკლონ ქება-დიდება.

მაგრამ… უფრო უკეთესი ხომ არ იქნებოდა გაგვეხსენებინა ჩვენ თვითონ ბოლოს როდის შევთავაზეთ ვინმეს დახმარება, როცა ერთი შეხედვითაც მივხვდით რომ საჭირო ვიყავით. როდის დავურეკეთ და მოვიკითხეთ ბებია და ბაბუა, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩვენზე გაწეული, გავიხსენოთ ბოლოს როდის დავუდექით გვედრით ჩვენს ნათესავებს, როგორ გავიზიარეთ მათი სიხარული ან მწუხარება? როდის ვაღიარეთ გულწრფელად ჩვენი მეგობრების წარმატებები და აღიარებები? რამდენჯერ გვითქვამს ოჯახის წევრებისთვის რომ ჩვენ ვამაყობთ მათით, რომ ვამაყობთ ჩვენი მშობლების გარჯით, რომ ვამაყობთ ჩვენი და-ძმების წარმატებებით და გამარჯვევებით? ბოლოს როდის ჩავიკარით გულში და გაამხნევეთ ვინმე? ბოლოს როდის შევახსენეთ საყვარელ ადამიანს რომ ჩვენ მისი გვჯერა, ძალიან გვიყვარს და ვამაყობთ მისით?

და თუ კარგად დავფიქრდებით, გავაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ ის, ვისაც სჭირდება წარმატების აღიარება, ბედნიერების გაზიარება და სირთულეების დროს ადამიანების გვერდით დგომა.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებაზე და ბედნიერებაზე, თუცა ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების არსებობა და თუ ერთ დღესაც ვინმე ჩვენს მოლოდინებს საკმარისად ვერ გაამართლებს, ნუ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას გავბრაზდეთ მათზე და შევინახოთ გულში წყება, გავებუტოთ ან საერთოდ ამოვშალოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების სიიდან. რადგან ერთ დღესაც შესაძლოა ჩვენც ვერ შეძლოთ საკმარისად გავამართლოთ ვინმეს მოლოდინი და სამწუხარო იქნება თუ სხვებიც ასე მარტივად გადაგვისვამენ წითელ ხაზს.

ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და არავინაა დაზღვეული იმ შეცდომებით, რომელიც დღეს ვიღაცას მოუვიდა და ჩვენ ამას ვერ ვპატიობთ.
ჩვენც უნდა მოვიკითხოთ ადამიანები, გაგვიხარდეს მათი წარმატება, გავიზიაროთ მათი ბედნიერება და საპასუხოდ ნუ შევიქმნით დიდ მოლოდინებს მათგან. ზოგი გამოხატავს ზოგო ვერა ან არა, მაგრამ თუ ჩვენ გვაქ ამბიცია ვიყოთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სხვებისგან აღიარებას, დაფასებას და გვერდით დგომას, ჯერ თავად გავხდეთ ასეთი.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 57 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ