რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება

რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება

დამეთანხმებით, ნამდვილად იდეალურია, როდესაც სტატიას კომფორტულ ადგილას წერ. სამუშაო ოთახში ფინჯან ყავას მიირთმევ და მშვენიერი ხედებით ტკბები, მაგრამ თუ სტატიის დასაწერად მხოლოდ 20 წუთი გაქვს გამოყოფილი, სამუშაო ბლოკნოტი მუხლებზე გიდევს და გაქცეული ხელით წერ, მატარებელი კი ძალიან სწრაფად მიჰქრის, მაშინ ისეთი სტატია უნდა შესთავაზო კიდეც მკითხველს, რომელიც გახდება დილის ნამდვილი მოტივაცია მისთვის.

მეტრო როგორც ყოველთვის ახლაც მგზავრებით არის სავსე. ჩემი შვილები სკოლაში მიმყავს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და დილით 7 საათზე ვდგებით. ვემზადებით და შემდეგ სახლიდან გამოვრბივართ. მეტრომდე გამრავლების ტაბულას ვიმეორებთ რამდენჯერმე. შემდეგ რადგან ვაგონში შევდივართ, ბავშვები მშვიდად მგზავრობენ, მე კი მაშინვე წერას ვიწყებ. ყოველდილით სამოტივაციო სტატიას ვწერ, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში იბეჭდება და შემდეგ გავრბივარ სამსახურში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჟურნალისტიკასთან. ამის გამო გული მწყდება, მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას. დარწმუნებული ვარ აუცილებლად ავისრულებ ოცნებას, შევძლებ ჩემი მიზნების რეალიზებას და გავხდები შემდგარი ჟურნალისტი.

დღევანდელ ჩემს სტატიაში საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა მისცე საკუთარ თავს დანებების უფლება. გახსოვდეს ცხოვრებას თან ახლავს ყოფითი პრობლემები. იყავი ძლიერი

ქალი და დედა და ამასთანავე სცადე ყოველდღე დაუთმო საკუთარ განვითარებას დრო. ეცადე ყოველი დღე იყოს ნაყოფიერი შენთვის. განვითარდი შენს შვილებთან ერთად და გამოიყენე ყოველი წუთი და წამი. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. არ ვფლანგავ დროს ფუჭად რადგან გაწერილი მაქვს ყოველი დღე ზუსტად. რა თქმა უნდა გეგმები ხშირად იცვლება მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია -არ დავყარო ფარხმალი და ყოველ დღე გადავდგა პატარა ნაბიჯები წარმატებისკენ.

დამეთანხმებით, თუ მიზანი რთულად შესასრულებელი გეჩვენება მასზე უარის თქმა ძალიან ადვილია, მაგრამ მიჰყვე შენს ოცნებებს კვალდაკვალ მხოლოდ ერთეულების პრეროგატივაა. ამიტომ იყავი გამორჩეული! არ დანებდე! მისდიე შენს ოცნებებს და აიხდინე შენი სურვილები. საკუთარ თავს კი არასდროს მისცე დანებების უფლება! ნუ გამოიჩენ სისუსტეს, უნებისყოფობას. შენთვის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია! რადგან თუ დანებდები გაქრება კიდეც შენი მიზნები და აუხდენელი ოცნებები დარჩება შენს გულში მოუშუშებელ ტკივილებად.

ჩვენ თავად ვწერთ ჩვენი ცხოვრების წიგნს, რომელიც აუცილებლად საინტერესო საკითხავი უნდა იყოს! ასე რომ გამოიყენე ყოველი წუთი და გახდი წარმატებული!

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

კოტეჯი ცაში, 22 წლის მესტიელი ნიკოლოზ ფალიანის ბიზნესი

მესტიაში ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე დგას კოტეჯი,რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს ქართველ და უცხოელ ტურისტს. ხის ორსართულიანი კოტეჯი „ქლაუდბეის“ განსაკუთრებული სახელწოდების გამო, მაშინათვე იპყრობს ტურისტების ყურადღებას, როდესაც ინტერნეტის საშუალებით ეძებენ

15 უტყუარი საშუალება მარკეტინგის სტიმულირებისთვის

1. მომსახურების და პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ახალი პროდუქტების დახურული გაყიდვების მოწყობა. 2. მოძებნეთ და შექმენით ფანატების წრე. თქვენ უნდა დაუმეგობრდეთ ყველაზე კარგ კლიენტებს და დაიწყოთ მათთან ურთიერთობა, მოახდინოთ მათი

სიუხვე მიეცემათ მათ, ვინც მას თავად განკარგავს

სცადეთ შეასრულოთ ერთი მარტივი პრაქტიკა და თქვენ დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ თქვენს თვალწინ … მიეცით ადმაიანებს ყველაფერი ის, რაც თქვენი შეხედულებით მათგან გაკლიათ (მზრუნველობა, პატივისცემა, დახმარება, სიყვარული, მადლიერება,

საკვამურიდან ამოსული სითბო

არ დაგიმალავ და მართლა არ ვიცი, რატომ უნდა ჩაიცვა საწვიმარი, მხარზე ზურგჩანთა მოიკიდო და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა, როგორც კი დაიწყება მხოლოდ იმიტომ გახვიდე სახლიდან, რომ ზღვები, ოკეანეები გადასცურო, თეთრად შეფერილი

12 სულელური ჩვევა, რომლებიც იწვევს სიღარიბეს

პიროვნული ზრდის პოპულარული მწვრთნელი ევგენი დეიენკო მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ რა ხდება მაშინ, როცა ნიჭიერი ადამიანები იმეორებენ ღარიბების ჩვევებს და თავადაც ღარიბები ხდებიან. B2P.GE წარმოგიდგენთ მის პოსტს, რათა ჩვენმა მკითხველმა

ოჯახური სიმყუდროვის და სითბოს გამომხატველი 45 ფოტო ზამთრის პერიოდისთვის

თოვლიან და ყინვიან ზამთარში თბილი ქურთუკი, ცხელი გამათბობელი და შალის გადასაფარებელი შეუცვლელი მეგობრები არიან. სახლში დაბრუნებისას სურვილი გიჩნდება გაეხვე ამ თბილ გადასაფარებელში და ფეხშიშველმა გაიარო რბილ ნოხზე. ჩამოჯდე ბუხარში მოგიზგიზე