რატომ არ უნდა დავნებდეთ? !

რატომ არ უნდა დავნებდეთ? !

თუ ჩვენი ჟურნალის ფეიჯზე შემოხვედი და ჩემს მორიგ სტატიას კითხულობ დარწმუნებული ვარ ბოლომდე ჩაიკითხავ ჩემს ნაწერს და მეგობრებსაც გაუზიარებ, რადგან დღევანდელი სტატიის თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ჩვენს კრიტიკულ მკითხველს ვთხოვო, სანამ სტატიის შეცდომებზე მიუთითებ, შემოიხედე ჩემს შიდა სამზარეულოში. გაოცდები და მეგობრულად განეწყობი ჩემს მიმართ. მე მყავს ორი პატარა, რომლებიც არასდროს მაცლიან წერას, რადგან ყოველ წამს სჭირდებათ დედის სითბო და მზრუნველობა, მაგრამ მე მაინც ვახერხებ დღეში 5 წუთი დავუთმო ჩემს საყვარელ საქმიანობას და მორიგი სტატია შემოგთავაზოთ. შესაბამისად, თუ შეცდომებს დავუშვებ წერის დროს, კომენტარებში მიუთითე,მე არ გამიხარდება,მაგრამ აუცილებლად მადლობას გადაგიხდი და გამოვასწორებ დაშვებულ შეცდომებს.

რაც შეეხება დღევანდელი სტატიის თემას , ეს გახლავთ რჩევები მათთვის, ვისაც დანებება აქვს გადაწყვეტილი. ასეთ ადამიანებს კი სამყაროში ბევრგან შეხვდებით. ალბათ უამრავი სტატია წაგიკითხავთ იმის შესახებ,რომ არ უნდა დანებდეთ. უამრავი ვიდეო ბლოგი მოგისმენიათ და გაგიზიარებიათ თქვენს ფეისბუქ გვერდზე, მაგრამ უშედეგოდ. თქვენ მაინც დანებება გადაწყვიტეთ ! ადამიანები,როდესაც არ ცხოვრობენ ისეთი ცხოვრებით, როგორიც სურთ რომ ჰქონდეთ, არ აქვთ საყვარელი საქმე და წარმატებული კარიერა, დღე და ღამე ტვინს იჭყლეტენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ შეცვალონ ყველაფერი,მაგრამ ისინი მხოლოდ ფიქრობენ და არ დგამენ ნაბიჯებს ცხოვრების შესაცვლელად. საბოლოოდ კი ეჩვევიან ერთფეროვნებას და ნებდებიან. სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო მეტად ინანებენ. მათი სინანული იქნება ძალიან დიდი ვიდრე ოდესმე , მაგრამ შანსები იქნება ძალიან მცირე. ამიტომ როგორც მსგავსი ტიპის ვიდეობში მოგმართავენ, მეც იგივეს გეტყვი: არ დანებდე. არ გააკეთო ეს. დანებება არის ფიქრები,რომლებიც მოდის გონებიდან და არა გულიდან, რადგან გონება იღლება და რადგან დასვენება სურს,სხეულს აიძულებს მოეშვას და მოდუნდეს.არ მოდუნდე, არ დაუჯერო გონებას. მიენდე გულს,რომელიც მუდამ იმის ცდაშია რამე გამოვიდეს ჩვენგან. პირადი მაგალითით უფრო ადვილია გაუზიარო სხვებს ის ტკივილი, რაც მოდის მაშინ,როდესაც ჩვენ ვნდებდებით, თითქოს ცხოვრება ჩერდება და ერთ ადგილას იყინება,როგორც უმოძრაო ტბა. არ დანებდე. შენ ვალდებული ხარ იმოქმედო და გახადო ცხორება ფერადი და ღირებული.
ახლა ღამის 2 საათია. მე პატარები დავაძინე და ჩამეძინა კიდეც, მაგრამ გულმა მაიძულა გამეხილა თვალები, გამემზადებინა ფინჯანი ჩაი და დამეწერა მორიგი სამოტივაციო სტატია თქვენთვის. მე ვიცი ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება სტიმული და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ. მიგულეთ თქვენს სამსახურში.
ამიტომ იმოქმედე ყოველთვის, მაშინაც კი,როდესაც გძინავს, როდესაც უიმედოდ ხარ და აპირებ ხელი ჩაიქნიო, გაიხსენე,რომ დამარცხება არის დანებება. არ მისცე გონებას უფლება იფიქროს, რომ შენ დანებდი და კომფორტის ზონაში შეგიყვანოს. მოძებნე შენს თავში საკმარისი ენერგია, იპოვე შენი საყვარელი საქმე და ამ საქმის გამო ყველაფერს შეძლებ.
გისურვებ ლამაზ დღეს და წარმატებულ ცხოვრებას.


Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 49 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ