5 მიზეზი რატომ არ მოსწონთ ქალებს პასიური მამაკაცები, ანუ როგორ მოხიბლოთ სასურველი ქალი

5 მიზეზი რატომ არ მოსწონთ ქალებს პასიური მამაკაცები, ანუ როგორ მოხიბლოთ სასურველი ქალი

რა სურთ ქალებს? თუ ეს არ გაინტერესებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არ არის. მაგრამ როდესაც ნამდვილი მამაკაცი რჩეულ ლედის შეხვდება, აქ მართლაც საჭიროა ამ საკითხით დაინტერესება. ზოგ თანამედროვე მამაკაცს სწამს, რომ არშიყობა და რაინდობა წარსულს ჩაბარდა და ძველმოდურია. ფიქრობენ, რომ ეს აღარ არის საჭირო სასურველი ქალის მოსახიბლად. ამიტომ ისინი პასიურები ხდებიან თავიანთ მოქმედებებში. თუკი ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს მას აკმაყოფილებს მცირედიც. ის ფიქრობს, რომ მეტს არც იმსახურებს. ამან კი კაცის პასიურობა შეიძლება უფრო გაზარდოს.

ბატონებო: თუ თქვენ ეძებთ თქვენს ლედის და იპოვნით, როგორ აპირებთ აგრძნობინოთ, რომ ის გამორჩეულია თქვენთვის?ან როგორ გეგმავთ შეინარჩუნოთ ის?

გთავაზობთ იმ 5 მიზეზს, რის გამოც ქალებს არ მოსწონთ პასიური მამაკაცები:

1. მათი აზრით, მამაკაცები არ აფასებენ ადვილად მიღწევად ქალებს
რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, თანამედროვე მამაკაცი შეიძლება არც იღწვოდეს ქალის გულის მოსაგებად, მაგრამ ამავდროულად არც დააფასოს ადვილად მოსაპოვებელი ქალი. ქალმა შეიძლება აპატიოს მამაკაცს პასიურობა და მაინც დასთანხმდეს მასთან ურთიერთობას. ის მხოლოდ იმით დაკმაყოფილდეს, რომ გრძნობს მისგან სიმპათიებს. თუმცა მამაკაცმა ამ დროს შეიძლება დაკარგოს ინტერესი ქვეცნობიერად, რადგან ეს ძალიან ადვილად მოხდა. ვინ არის ამ დროს წამგებიან სიტუაციაში? ალბათ ორივე, რადგან ქალის თავმოყვარეობა შელახულია, მამაკაცი კი ინტერეს დაკარგული. ქალმა თავი რომ იგრძნოს ნამდვილ ლედად, სჭირდება თავმოყვარეობის შენარჩუნება. მამაკაცს, თავი რომ იგრძნოს ნამდვილ მამაკაცად სჭირდება ინტერესი და მისწრაფება ქალისაკენ. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ვინ არის წაგებული ამ სიტუაციაში.

2. ქალებს სურთ ლიდერი მამაკაცი
ესეც ალბათ ძველმოდურად გამოიყურება, მაგრამ ქალის ყურადღებას ის მამაკაცი იპყრობს, რომელიც თვითონ იღებს სადავეებს და ყურადღებით ექცევა ქალს. ქალები არ უარყოფენ, რომ მოსწონთ გამოდევნება. ასევე ისეთი მამაკაცი, რომელიც ნაცვლად კითხვების დასმისა გეგმავს და აკეთებს განაცხადებს, როდესაც სიტუაცია მოითხოვს. მაგალითად, ქალს ურჩევნია აქტიურად და პირდაპირ შესთავაზოთ – „გნებავს დღეს 7 საათისთვის საცეკვაოდ წასვლა?“, ვიდრე პასიურად – „ჰეი, რისი სურვილი გაქვს დღეს, გაქვს რაიმე იდეა?“

3. თანამედროვე ქალები დღესაც დნებიან რაინდ მამაკაცებზე
რატომ არის რაინდობა პრაქტიკულად მკვდარი? ალბათ იმიტომ, რომ თანამედროვე საშუალებებით შეიძლება ტექსტურად გააგზავნო რომანტიული სიტყვები. უთხრა ქალს, თუ როგორ გენატრება და გაუგზავნო კომპლიმენტები. ამით მამაკაცი ახერხებს ქალის კაუჭით დაჭერას და მომგებიან სიტუაციაშია. თუ მამაკაცი გწერთ რომ ენატრებით და მოსწონხართ, მაგრამ ამას რეალობაში არ ამტკიცებს ქცევით, ეს იმ ტიპის მამაკაცია, რომელიც ალბათ მალე ამ მესიჯებსაც შეწყვეტს. მას მაშინ აქვს შენთან კონტაქტი, როდესაც მას მოესურვება. ის უბრალოდ ცერა თითს აამოძრავებს. ნამდვილი რაინდობა უფრო რთულად გამოიყურება.თუ მამაკაცი ზრუნავს ქალზე, მას უნდა, რომ ქალი იყოს ბედნიერი და გაბრწყინებული, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. ქალსაც სურს იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი და სასურველია თავისი მეწყვილესათვის. ასე რომ მამაკაცებო, დაგეგმეთ ლამაზი საღამოები და შეხვედრები.

4. ქალი არის მამაკაცის გამოხატულება
როდესაც ქალი დაფასებულია და მამაკაცი არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქალს აგრძნობინოს როგორი მნიშვნელოვანია ის მისთვის, ეს აისახება ქალის აურაზე. დაფასებული ქალი ანთებულია და გაბრწყინებული. ის ბედნიერია, ვნებიანია, ორიენტირებულია მამაკაცზე. თუ ქალს გვერდით პასიური და ზარმაცი მამაკაცი ჰყავს ქალის თვით–პატივისცემა, თვითშეფასება ეცემა და თავმოყვარეობა ილახება.

5. ქალი აფასებს მამაკაცს მისი ძალისხმევის მიხედვით
მამაკაცი შეიძლება ფიქრობდეს „რა კარგია, ადვილად მოვიპოვე“, თუმცა ასეთი მამაკაცები მხოლოდ ისეთ ქალებს „კერავენ“, რომელთაც დაბალი თვითშეფასება და თვითპატივისცემა გააჩნიათ. ასეთი ქალები ფიქრობენ, რომ მეტს არც იმსახურებენ მამაკაცისგან. თუ ქალი მნიშვნელოვანია მამაკაცმა ნამდვილი ზრუნვა უნდა გამოამჟღავნოს. ავად ყოფნის დროს, ნაცვლად მესიჯის გაგზავნისა „იმედია მალე გამოჯანმრთელდები“, ჯობს მივიდეს და მოინახულოს ის. ოთხშაბათს დაგეგმოს უქმეები ქალთან ერთად და არ დაელოდოს როდის ჩაივლის შაბათ–კვირა.

ამის მსგავსი მცირე ნაბიჯებიც კი შეცვლის სამყაროს თქვენს ირგვლივ და გახდის თქვენს ურთიერთობას მყარს. ასე რომ თუკი იპოვნით თქვენთვის სასურველ ქალს, ნუ დაიხევთ უკან და ნუ დაკარგავთ მას!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ