რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

რატომ არ ღირს ყოველთვის ბედნიერების გაზიარება

სიხარული ეს არის ენერგია, რომელიც გვავსებს და აღტკინებულებს გვსურს ყველას გავუზიაროთ – უმჯობესია მთელს სამყაროს. ამ დროს კი  ველოდებით შესაბამის რეაქციას… და თუ არ ვიღებთ …თამამად ვამბობთ, რომ ის ნამდვილი მეგობარი არ არის.

თანამედროვე ადამიანის პრობლემა ის არის, რომ ის ზედმეტად გამოხატავს სიხარულსაც და მწუხარებასაც. ჩვენ გვინდა რომ სხვებმა გაგვიგონ, უფრო მეტიც ვალდებულნი არიან გაგვიგონ! ამ დროს კი ყველას არ შეუძლია გულახდილად გაუხარდეს ახლობელი ადამიანის წარმატება და ეს კიდევ გვიკვირს?

მაშინაც კი, როცა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო მოვლენა ხდება, პირველ რიგში ღირს დაფიქრება თუ ვის უნდა გავუზიაროთ და რა დოზით… და თუ მაინც ვერ ვითმენთ – ძალიან მოკლედ ხომ არ შემოვიფარგლოთ?

ეგოიზმი კვლავ არ ითვალისწინებს სხვებზე ფიქრს… იქნებ სჯობდეს მეგობარს ჯერ ვკითხოთ როგორ არის? იქნებ მისთვის უდროოა ჩვენი სიხარულის მოსმენა, ან იქნებ შურის პროვოცირებას ვახდენთ? მახსოვს ერთხელ ჩემს ნაცნობს ჰკითხეს, რომელიც ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე ისვენებდა ” – აბა როგორი იყო იქ”? მან კი უპაუხა- ” არაფერი განსაკუთრებული”.

რათქმაუნდა ეს ცნობილი მანტრაა იმ გონიერი ხალხის, რომელმაც კარგად იცის შურის შედეგები და ყოველთვის ცდილობს მას თავი აარიდოს.
– რა საჭიროა ყველას გაუმხილო რომ შენი ახალი კაბა იმაზე მეტი ღირს, ვიდრე მისი მთელი თვის ბიუჯეტი?
– რა საჭიროა ახალშეძენილი სახლით თავის მოწონება მათთან ვისი ფინანსებიც იმდენად მწირია, რომ სახლის დაქირავებაც არ შეუძლიათ?
– რა საჭიროა ლამაზი ცოლით ტრაბახი, მაშინ როცა შენს მოსაუბრეს ოჯახი საერთოდ არ ჰყავს ან პრობლემები აქვს ოჯახში?
– რა საჭიროა შვილების საათობით ქება სხვებთან, მაშინ როცა ზოგს საერთოდ არ შეუძლია შვილების ყოლა?
– რა საჭირო დღესასწაულის მოწყობა სხვისი დარდის დროს?

შეიძლება ჩვენი დიდი სიხარული სხვისი პატარა მწუხარებაა და ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ცუდი ან შურიანი ადამიანია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მინიმუმ – არადელიკატურები.

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like