რატომ გვიზიარებენ სამოტივაციო სიტყვებს წარმატებული ადამიანები?

რატომ გვიზიარებენ სამოტივაციო სიტყვებს წარმატებული ადამიანები?

ალბათ, არ ეწყინება ჩემს მკითხველს, მორიგი სტატიის წერა მასთან დიალოგით რომ  დავიწყო და პირდაპირ ვკითხო:   რას გრძნობ ჩემო კარგო,როდესაც სამოტივაციო სიტყვებს კითხულობ?  მოტივაციით ივსება შენი გული,ძალები გემატება,ფიქრობ რომ წარმატებული  ადამიანი  თუკი სამოტივაციო სიტყვებს გიზიარებს და საკუთარი გამოცდილებით გარწმუნებს რომ ყველაფერი გამოგივა ე.ი ყველაფერ შესძლებ კიდეც!

ალბათ ძალიან კარგი გრძნობაა ფინჯან ყავასთან ისეთი სიტყვების წაკითხვა, რომელიც გარწმუნებს რომ  უარი უნდა თქვა ერთფეროვან ცხოვრებაზე და  გააკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა. ეს შეგრძნება შეიძლება რამდენიმე წუთით გაგრძელდეს,მერე კი რა მოხდება? შენი შემართება ქრება და უკან იხევ,  ყოველდღიურობა გითრევს  და შენი ოცნებები აუხდენელი რჩება.

სამოტივაციო სიტყვებს იმიტომ  გვიზიარებენ წარმატებული ადამიანები, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დაისახო მიზანი და დაიწყო მისი შესრულება. დიახ, ძალიან სასიამოვნო განცდაა მოტივაციის მიღება მაშინ, როცა, ის,  ჰაერივით გჭირდება,მაგრამ ნუ დაივიწყებ ამ სიტყვებს.იმეორე ისინი მიზნის მიღწევამდე და არასდროს შეჩერდე.

ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, რატომ გიზიარებენ სხვები საკუთარ გამოცდილებას?ამას უანგაროდ რატომ  აკთებენ? თითოეულ ადამიანში არის წარმატების ზღვა მარაგი,მაგრამ ზოგს სჭირდება მაგალითი იმისათვის რომ გამოიყენოს საკუთარი რესურსი წარმატებისთვის. ხოლო ადამიანი,რომელიც წარმატებას აღწევს ხდება ძალიან ბედნიერი და მზად არის გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს. ამიტომ იწერება სამოტივაციო სიტყვები –  ისინი უანგაროდ იქმნება მათთვის ვისაც წარმატების მიღწევა სურს,მაგრამ ვერ პოულობს მისკენ მიმავალ სწორ გზას.

თუმცა  სამოტივაციო სიტყვების წაკითხვის შემდეგ,როცა დავამთავრებთ ფინჯან ყავას  და ლეპტოპს დავკეცავთ უნდა დავრჩეთ იგივე შემართებით და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ოცნებებისთვის.

მაგალითად –  თუ გსურს უცხო ენების უკეთ შესწავლა,მოიძიე აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარება გაიღრმავო ცოდნა და გააკეთე ეს, დღესვე.  ჩაეწერე უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში,მიიღე სარგებელი და  დაიწყე პატარა ნაბიჯებით!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 55 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ