სოციალური ექსპერიმენტი: რასიზმის პრობლემა
1137 Views

სოციალური ექსპერიმენტი: რასიზმის პრობლემა

ორი სხვადასხვა ნაციონალობის მქონე ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს ერთი და იგივე წარწერით… ადამიანების რეაქცია გამაოგნებელია!

სოციალური ექსპერიმენტების მთავარი ამოცანაა საზოგადოების შემოწმება იმ აუცილებელ ადამიანურ თვისებებზე, რომელთა გარეშე დედამიწა არსებობასაც კი ვერ შეძლებდა. ამ ინიციატივიანმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ მარტივი ექსპერიმენტი. მათ საკმაოდ აქტიურად მოძრავ ქუჩაზე დააყენეს ორი, სხვადასხვა ნაციონალობის ახალგაზრდა მამაკაცი ერთი და იგივე წარწერით, რომელზეც იყო თხოვნა მატერიალური დახმარების შესახებ. რას გააკეთბდით თქვენ, თუკი დაინახავდით ადამიანს ასეთი წარწერით? ვისთან უფრო მივლენ დახმარების მიზნით მოსკოველები – რუსი თუ სხვა ეროვნების მამაკაცთან? რეზულტატი, სიმართლე გითხრათ, შოკის მომგვრელია!

გასაკვირა, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, და რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ წარმოადგენს რუსს, ასე ეპყრობიან სხვა ნაციონალობის მქონე ადამიანებს. რა არის ეს: რასიზმი თუ ღრმად ფესვებგადგმული სტერეოტიპები? იქნებ უცხოელმა მოქალაქეებმა თავად გაიფუჭეს რეპუტაცია?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან კანონზომიერია ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ერში მოიძებნება როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები. არ შეიძლება ყველას ერთნაირად განსჯა. აქ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – მნიშვნელობა არ აქვს რუსი ხარ, უკრაინელი თუ კავკასიელი – ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ უფრო მეტად კეთილი და დახმარებისთვის მზაობა გვქონდეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ამას საჭიროებს. საქმე ფულში არ არის, ის თანაგრძნობაში და გულკეთილობაშია. რასიზმის პრობლემა – ჩვენი საზოგადოების სალესი ქვაა. ნუ გაჩუმდები ამაზე! აჩვენე ეს ვიდეო შენს მეგობრებს. ნამდვილად ღირს, რომ ისინიც დაფიქრდნენ!

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like