რას ნიშნავს ნახატები, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვხატავთ

რას ნიშნავს ნახატები, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვხატავთ

ყოველ ჩვენგანს შემჩნეული ეყოლება საკუთარი თავი იმაში, რომ მოსაწყენი ლექციების, სემინარების, შეხვედრების, გაჭიანურებული სატელეფონო საუბრის დროს ხელი თავისით იწყებს სხვადასხვა ფიგურების ხატვას. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ წრეები, შტრიხები ან უცნაური კაცუნები, მოკლედ, ნებისმიერი რამ.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასეთი მექანიკური ნახატები, რომელბსაც ადამიანი ასრულებს მაშინ, როცა სულ სხვა რამეზე ფიქრით არის დაკავებული, შესაძლო ბევრი რამის მთქმელი იყოს ამ ადამიანზე, მის ხასიათზე, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაზე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე.
გაიხსენეთ რას ხატავთ ყველაზე ხშირად, სწორედ ეს იქნება თქვენი ხასიათის დამახასიათბელი ნიშნების მატარებელი ინფორმაცია.

წრეები და ბეჭდები
წრეები – ერთმანეთში ჩახატული ან ერთმანეთზე გადაბმული მიანიშნებენ თანამონაწილეობის და ჩართულობის სურვილს. ასეთი ნიშნები იმის ნიშანია, რომ თავს მარტოსულად, გარესამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობთ. როცა მსგავს ფიგურებს ვხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გვყოფნის მეგობრული ყურადღება და თანამონაწილეობა.

კვადრატები, რომბები, გეომეტრიული ფიგურები
თქვენ კონკრეტული მიზნები გაქვთ, თითქმის არასოდეს მალავთ საკუთარ აზრს, ყოველთვის შეუპოვარი ხართ. ამიტომ, შეეცადეთ ცოტა მარტივად შეხედოთ მოვლენებს.

სპირალები, ან ტალღოვანი ხაზები
სხვისი პრობლემები ნაკლებად გაწუხებთ. შესაძლოა მსუბუქი ემოციური კრიზისი გაქვთ. თქვენთვის აუცილებელია საკუთარი ქცევის გაკონტროლება, სხვებთან უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

ისრები
ეს არის ვექტორი, რომლის მიხედვითაც ახდენთ ორიენტაციას. ზემოთ მიმართული ისარი ნიშნავს, რომ ორიენტაცია სხვა ადამიანებზე გაქვთ, ქვემოთ მიმართული – საკუთარ თავზე, მარცხნივ – წარსულში იყურებით, მარჯვნივ – მომავლის იმედი გაქვთ.

ვარსკვლავები
თქვენ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თქვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ გამორჩეული და შესამჩნევი. მაგრამ თუ თქვენს ვარსკვლავს ძალიან ბევრი ქიმი აქვს ან მისგან განცალკევებთ ხატავთ სხივებს, ეს შესაძლოა დეპრესიულობის ნიშანი იყოს.

ჯვრები
შესაძლოა დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ, ან რაიმე პრობლემა გაქვთ, რომლის გამოც პასუხისმგებლობას გრძნობთ.

სახლები და კოლოფები
სიმეტრიული ფორმები ახდენენ სიყვარულის და წესრიგის დემონსტრირებას, ცხადყოფენ დაგეგმილი და გაანგარიშებული ცხოვრების ქონას.

ჭადრაკის დაფა
სავარაუდოდ თქვენ აღმოჩნდით უსიამოვნო ან რთულ ვითარებაში. თუ ასეთ ფიგურებს ხშირად ხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარული კომპლექსები გაქვთ, რაიმე საკითხის გადაჭრა გიჭირთ ან საკუთარი თავის ძიებაში ხართ, ეჭვი გეპარებათ ცხოვრების წესის სისწორეში და ა.შ.

ფიჭის ფორმები
თქვენ ილტვით სიმშვიდისკენ და ჰარმონიისკენ, გინდათ საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება. სავარაუდოდ ოჯახური ბუდის შექმნაზეც ფიქრობთ.

ცხოველები
თქვენი დღევანდელი ემოციები დამოკიდებული შეიძლება იყოს იმ ცხოველზე, რომელსაც ხატავთ. თუ ეს მგელი ან ვეფხვია — თქვენ აგრესია გაქვთ; თუ მელა — ვიღაცის მოტყუება ჩაიფიქრეთ; კურდღელი ან ციყვი — თქვენ დაცვა და მზრუნველობა გჭირდებათ, ლომი — საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. როცა მუდმივად ერთი და იგივე ცხოველს ხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მას ადარებთ.

კაცუნები
თუ კაცუნებს ხატავთ, დიდი ალბათობით უსუსურობას განიცდით, ან გინდათ რაიმე პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. როცა კაცუნებს სქემატურად გამოსახავთ, მაგალითად ჯოხებით — თქვენი ემოციონალური მდგომარეობა არასტაბილურია და თქვენ სხვებისგან განმარტოება, ჩაკეტვა გსურთ.

პირადი ხელმოწერები
ასეთი მექანიკური ნახატები დამახასიათებელია ეგოცენტრული ხასიათის ადამიანებისთვის. საუბრისას ან შეხვედრებზე ხელმოწერების გაუთავებლად ხატვა ნიშნავს საკუთარ პერსონაზე ზემდეტად ჩაციკვლას.

ყვავილები, მზე, ღრუბლები
ლამაზი ყვავილები და მზე — ნათელი მაგალითია იმისა, რომ კმაყოფილი ხართ, ან თანამოსაუბრის მოსმენის პარალელურად უკვე რაიმე კარგზე ოცნებობთ. მსგავსი ნახატები მიუთითებენ თქვენს ოპტიმიზმზე და ამაღლებულ განწყობაზე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ